https://sputnik-georgia.com/20230622/---------278843122.html
აშშ-ის ელჩი საქართველოში რევოლუციას ამზადებს: დეპუტატის სკანდალური განცხადება
აშშ-ის ელჩი საქართველოში რევოლუციას ამზადებს: დეპუტატის სკანდალური განცხადება
„ხალხის ძალის" წარმომადგენელმა ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ მორიგი განცხადება გააკეთა. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T15:12+0400
2023-06-22T15:12+0400
2023-06-22T20:34+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:178:1712:1141_1920x0_80_0_0_2ddd630e8937d4e684186e5725827bde.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არის საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების პროექტის ავტორი, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.მიმდინარე კვირაში „ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქვეყანაში „ლიბერალ-ფაშისტური“ ორგანიზაციების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. საუბარია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარზე, რომელიც ბორჯომში 17 ივნისს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა.მისი თქმით, სამწუხაროდ, ხშირად ელჩი ღიად ერთს საუბრობს, კულისებში კი მთავრობას მეორეს სთხოვს.„ჩვენ ამჯერად დავსვით კითხვა: რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით?" – აღნიშნა ხუნდაძემ.დეპუტატის განმარტებით, როდესაც საუბარია დესტრუქციული ძალების მფარველობაზე, შესაძლებელია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც.„ხალხის ძალამ“ კელი დეგნანი „ლიბერალ-ფაშისტური“ ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა>>>მაგალითად, ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისში გაიმართა (2022 წლის 23 ივნისი), მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდნენ, დასავლეთიდან და აშშ-დან ფინანსდებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.ხელისუფლების შეცვლის მცდელობაროგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.„ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოლარიზაციას არ დააფინანსებს>>>ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.„ხალხის ძალის" ბრალდებებირაც შეეხება „ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას, იგი ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაკეთდა, როცა აქტივისტებმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარი ჩაშალეს.პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბორჯომში ახალგაზრდებისთვის „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადებს, რომ ამ ე.წ. თავისუფალი უიკენდების მიზანი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისთვის რევოლუციური სცენარების მომზადებაა.სასტუმრო „ბორჯომთან", სადაც სემინარის გამართვა იყო დაგეგმილი, საპროტესტი აქცია კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გამართა. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს.რევოლუცია, ქაოსი, დესტაბილიზაცია - „ქართული ოცნების“ რეაქცია „გირჩის“ ლიდერის განცხადებაზე>>>აქციის ორგანიზატორებმა განცხადება იმავე დღეს გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.„გირჩი - მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:167:1298:1141_1920x0_80_0_0_54494f824c07ae7e17cfdc8b73808ba5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
აშშ-ის ელჩი საქართველოში რევოლუციას ამზადებს: დეპუტატის სკანდალური განცხადება
15:12 22.06.2023 (განახლებულია: 20:34 22.06.2023) „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ მორიგი განცხადება გააკეთა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არის საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების პროექტის ავტორი, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მიმდინარე კვირაში „ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქვეყანაში „ლიბერალ-ფაშისტური“ ორგანიზაციების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. საუბარია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარზე, რომელიც ბორჯომში 17 ივნისს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩი“ ღიად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და ამ მიზნის მიღწევა რევოლუციური გზით უნდა მოხდეს. ვფიქრობ, უკვე ღიად ფიქსირდება ამაში აშშ-ის ელჩის მონაწილეობა და ის წარმოჩინდა როგორც ამ პროექტის ავტორი", – განაცხადა ხუნდაძემ ტელეარხ „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ხშირად ელჩი ღიად ერთს საუბრობს, კულისებში კი მთავრობას მეორეს სთხოვს.
„ჩვენ ამჯერად დავსვით კითხვა: რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით?" – აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, როდესაც საუბარია დესტრუქციული ძალების მფარველობაზე, შესაძლებელია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც.
მაგალითად, ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისში გაიმართა (2022 წლის 23 ივნისი), მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდნენ, დასავლეთიდან და აშშ-დან ფინანსდებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ხელისუფლების შეცვლის მცდელობა
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.
იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.
უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.
ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.
„ხალხის ძალის" ბრალდებები
რაც შეეხება „ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას, იგი ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაკეთდა, როცა აქტივისტებმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარი ჩაშალეს.
პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბორჯომში ახალგაზრდებისთვის „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადებს, რომ ამ ე.წ. თავისუფალი უიკენდების მიზანი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისთვის რევოლუციური სცენარების მომზადებაა.
სასტუმრო „ბორჯომთან", სადაც სემინარის გამართვა იყო დაგეგმილი, საპროტესტი აქცია კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გამართა. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს.
აქციის ორგანიზატორებმა განცხადება იმავე დღეს გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.