https://sputnik-georgia.com/20230620/qartul-ocnebasi-imedi-aqvt-rom-ass-is-axali-elci-polarizacias-ar-daafinansebs-278761637.html
„ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოლარიზაციას არ დააფინანსებს
„ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოლარიზაციას არ დააფინანსებს
Sputnik საქართველო
მანამდე აშშ-ის მოქმედი ელჩი პოლარიზაციის დაფინანსებასა და გაღვივებაში მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დაადანაშაულა. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T19:36+0400
2023-06-20T19:36+0400
2023-06-27T16:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753530_0:61:1280:782_1920x0_80_0_0_f3ea037704a252a7094b1d65c3acba3d.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. წარსულზე არ ვისაუბროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ის მომდევნო ელჩი საქართველოში არ დაუჭერს მხარს და არ დააფინანსებს პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ასე გამოეხმაურა კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი აფინანსებს და აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. განცხადების თანახმად, დეგნანი აფინანსებს ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაში.მისი თქმით, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება.„წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.კელი დეგნანის, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ განცხადებას, ის გაკეთა ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც კონსერვატიული მიმართულების აქტივისტებმა ჩაშალეს სემინარი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი“.„ხალხის ძალამ“ დეგნანი ლიბერალ–ფაშისტური ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა >>პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ის ჩაშალეს. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება, და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს. საპროტესტო აქცია ბორჯომში სასტუმროსთან გამართა კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.თავის მხრივ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდების მიზანია რევოლუციური სცენარების მომზადება ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.მოგვიანებით კონსერვატიულმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს არანაირი ტრენინგი არ არის ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდების მომზადებაა რევოლუციური მიზნებისთვის, რაც დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის საბაბით საზღვარგარეთიდან ფინანსდება.რევოლუცია, ქაოსი, დესტაბილიზაცია - „ქართული ოცნების“ რეაქცია „გირჩის“ ლიდერის განცხადებაზე>>იქვე ნათქვამია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.„გირჩი – მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.„გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია>>მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753530_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_c2642edd59b8644490763e81d30a7dff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
„ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოლარიზაციას არ დააფინანსებს
19:36 20.06.2023 (განახლებულია: 16:26 27.06.2023) მანამდე აშშ-ის მოქმედი ელჩი პოლარიზაციის დაფინანსებასა და გაღვივებაში მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დაადანაშაულა.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. წარსულზე არ ვისაუბროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ის მომდევნო ელჩი საქართველოში არ დაუჭერს მხარს და არ დააფინანსებს პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი აფინანსებს და აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. განცხადების თანახმად, დეგნანი აფინანსებს ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაში.
„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი (დეგნანი) მალე შეიცვლება. აღარ მინდა წარსულზე საუბარი. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება.
„წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
კელი დეგნანის, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ განცხადებას, ის გაკეთა ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც კონსერვატიული მიმართულების აქტივისტებმა ჩაშალეს სემინარი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი“.
პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ის ჩაშალეს. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება, და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს. საპროტესტო აქცია ბორჯომში სასტუმროსთან გამართა კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდების მიზანია რევოლუციური სცენარების მომზადება ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.
მოგვიანებით კონსერვატიულმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს არანაირი ტრენინგი არ არის ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდების მომზადებაა რევოლუციური მიზნებისთვის, რაც დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის საბაბით საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
იქვე ნათქვამია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.