https://sputnik-georgia.com/20230621/-------278827339.html
რომელი პირობები შეასრულა საქართველომ: ევროკომისიის მოხსენება
რომელი პირობები შეასრულა საქართველომ: ევროკომისიის მოხსენება
Sputnik საქართველო
ქართული მედიის ინფორმაციით, ევროკომისიას საქართველოში მედიაპლურალიზმის მიმართულებით არანაირი პროგრესი არ დაუფიქსირებია. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T21:31+0400
2023-06-21T21:31+0400
2023-06-21T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ევროკომისია
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033589_0:176:3013:1871_1920x0_80_0_0_edd2ebb7adeb3250271f7c3c2ef76432.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა სამუშაო შეასრულეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროინტეგრაციის გზაზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.დახურული შეხვედრა ბრიუსელში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ვარჰეი ხუთშაბათს ამავე დოკუმენტს უკვე სტოკჰოლმში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს არაფორმალურ შეხვედრაზე გააცნობს.მედიის ინფორმაციით, ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-დან სრულად აქვს შესრულებული 3 რეკომენდაცია. 2022 წლის ივნისში საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მიიღო არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ევროპული პერსპექტივა.„ქართულმა ოცნებამ" „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება გადაიფიქრა >>მედიის ინფორმაციით, საქართველომ შეასრულა ისეთი პირობები, როგორიცაა დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.მედიის მტკიცებით, ქვეყანას შვიდ რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი" აქვს, ესაა დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ინსტიტუტების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ საერთოდ ვერ დაინახა პროგრესი მედიაპლურალიზმის მიმართულებით.უარი დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა იქნება - ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე >>საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033589_142:0:2871:2047_1920x0_80_0_0_f37bdf838cdf585b0ee3008852683305.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროკომისია, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროკომისია, ევროკავშირი
რომელი პირობები შეასრულა საქართველომ: ევროკომისიის მოხსენება
21:31 21.06.2023 (განახლებულია: 23:22 21.06.2023) ქართული მედიის ინფორმაციით, ევროკომისიას საქართველოში მედიაპლურალიზმის მიმართულებით არანაირი პროგრესი არ დაუფიქსირებია.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა სამუშაო შეასრულეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროინტეგრაციის გზაზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დახურული შეხვედრა ბრიუსელში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ვარჰეი ხუთშაბათს ამავე დოკუმენტს უკვე სტოკჰოლმში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს არაფორმალურ შეხვედრაზე გააცნობს.
მედიის ინფორმაციით, ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-დან სრულად აქვს შესრულებული 3 რეკომენდაცია. 2022 წლის ივნისში საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მიიღო არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ევროპული პერსპექტივა.
მედიის ინფორმაციით, საქართველომ შეასრულა ისეთი პირობები, როგორიცაა დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.
მედიის მტკიცებით, ქვეყანას შვიდ რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი" აქვს, ესაა დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ინსტიტუტების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ საერთოდ ვერ დაინახა პროგრესი მედიაპლურალიზმის მიმართულებით.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.