„ქართულმა ოცნებამ" „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება გადაიფიქრა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე არ მიიღებს კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მესამე, საბოლოო მოსმენით, როგორც ეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ითხოვეს, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უფრო ადრე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც კი, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად" განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.

„იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყურად იღო ეს თხოვნა და ამიტომ კანონპროექტს არ მიიღებს. კენჭისყრა უკვე შემდეგ კვირაში უნდა გამართულიყო.
„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას", – განაცხადა კობახიძემ.
ღარიბაშვილი: ევროკავშირი შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს>>
საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო.
ევროპულმა საბჭომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0