https://sputnik-georgia.com/20230620/mesaxteebis-motxovna-xelfasebis-20-procentit-zrdis-taobaze-alogikuria-kompaniis-pasuxi-278724142.html
მეშახტეების მოთხოვნა ხელფასის 20%-იანი გაზრდის თაობაზე ალოგიკურია - კომპანიის პასუხი
მეშახტეების მოთხოვნა ხელფასის 20%-იანი გაზრდის თაობაზე ალოგიკურია - კომპანიის პასუხი
Sputnik საქართველო
კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას შექმნას კომისია, რომელიც არსებული ფინანსური კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავს 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T00:33+0400
2023-06-20T00:33+0400
2023-06-20T00:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278715003_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_cb279b1826f7743bd548353cee0bcc74.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ის ფინანსური ზარალი 12 მილიონი დოლარია და ამ ფონზე გაფიცული მეშახტეების მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდაზე ალოგიკურია, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ორი კვირაა გრძელდება. მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა, სხვამ კი ვენები გადაიჭრა.გაფიცული მაღაროელების ნაწილი და მათი გულშემატკივარი ჭიათურელები ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დიალოგზე არ დათანხმდება, ისინი დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას და უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ,თუთბერიძის თქმით, კომპანიამ თანამშრომლებს 5%-იანი სახელფასო დანამატი შესთავაზა.გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა შექმნას კომისია, რომელიც მათ შორის იმსჯელებდა, როგორ გამოიყვანოს კომპანია ამჟამინდელი ფინანსური კრიზისიდან.„ფაქტობრივად, ჩვენ დასაქმებულებთან მიმართებაში თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებული იქნა 5 პროცენტით. მათგან ცალსახად მოთხოვნილი იყო 20 პროცენტი“, - განაცხადა თუთბერიძემ.მისი თქმით, კომპანია მზადაა მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ: აქცია პარლამენტთან იმართება >>„ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არის, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას ფინანსური მდგომარეობა კომპანიის და აქვს თუ არა რესურსი კომპანიას დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის“, - განაცხადა თუთბერიძემ.მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია - ჭიათურაში მუშაობის აღდგენა.მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისის ფონზე თანამშრომლები წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად იღებდნენ ხელფასს, რომელიც თვეში 6 მლნ ლარს შეადგენს.მეშახტეები ხელფასების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, ისინი შეურაცხმყოფელს უწოდებენ კომპანიის გადაწყვეტილებას ხელფასების 5%-იანი გაზრდის თაობაზე.მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა >>მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278715003_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_bd8f05ba50099762f2678ef560708eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
მეშახტეების მოთხოვნა ხელფასის 20%-იანი გაზრდის თაობაზე ალოგიკურია - კომპანიის პასუხი
კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას შექმნას კომისია, რომელიც არსებული ფინანსური კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავს
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ის ფინანსური ზარალი 12 მილიონი დოლარია და ამ ფონზე გაფიცული მეშახტეების მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდაზე ალოგიკურია, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ორი კვირაა გრძელდება. მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა, სხვამ კი ვენები გადაიჭრა.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი და მათი გულშემატკივარი ჭიათურელები ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დიალოგზე არ დათანხმდება, ისინი დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას და უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ,
თუთბერიძის თქმით, კომპანიამ თანამშრომლებს 5%-იანი სახელფასო დანამატი შესთავაზა.
„ის 15%, რასაც ითხოვენ, თანხებში არის 10 მილიონი დოლარი წლიურად. საპროგნოზო მაჩვენებელი ჩვენი ზარალის ამ მომენტისთვის ჭიათურაში არის 12 მილიონი დოლარი. 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სახელმწიფოსგან გვაქვს მაქსიმალური თანადგომა ფინანსური ვალდებულების გადავადებაზე, ძალიან ალოგიკურია“, - განაცხადა თუთბერიძემ.
გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა შექმნას კომისია, რომელიც მათ შორის იმსჯელებდა, როგორ გამოიყვანოს კომპანია ამჟამინდელი ფინანსური კრიზისიდან.
„ფაქტობრივად, ჩვენ დასაქმებულებთან მიმართებაში თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებული იქნა 5 პროცენტით. მათგან ცალსახად მოთხოვნილი იყო 20 პროცენტი“, - განაცხადა თუთბერიძემ.
მისი თქმით, კომპანია მზადაა მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.
„ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არის, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას ფინანსური მდგომარეობა კომპანიის და აქვს თუ არა რესურსი კომპანიას დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის“, - განაცხადა თუთბერიძემ.
მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია - ჭიათურაში მუშაობის აღდგენა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისის ფონზე თანამშრომლები წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად იღებდნენ ხელფასს, რომელიც თვეში 6 მლნ ლარს შეადგენს.
მეშახტეები ხელფასების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, ისინი შეურაცხმყოფელს უწოდებენ კომპანიის გადაწყვეტილებას ხელფასების 5%-იანი გაზრდის თაობაზე.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.