https://sputnik-georgia.com/20230619/gaficuli-mararoelebi-wiaturidan-tbilissi-camovidnen-aqcia-parlamenttan-imarteba-278718587.html
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ: აქცია პარლამენტთან იმართება
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ: აქცია პარლამენტთან იმართება
Sputnik საქართველო
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა ორი კვირაა გრძელდება. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T20:34+0400
2023-06-19T20:34+0400
2023-06-19T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278623072_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_32b58f7cb0d77ae2785d716474190623.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გაფიცული მაღაროელების ნაწილი და მათი გულშემატკივარი ჭიათურელები ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დიალოგზე არ დათანხმდება, ისინი დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას და უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ორი კვირაა გრძელდება. მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა. კვირას, 18 ივნისს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა და ხელფასების 5%-ით გაზრდის თაობაზე.მისი თქმით, მაღაროელებმა 14-დან 12 მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის გაფიცვებზე დააყენეს. მაშინ მათ მიიღეს დაპირება სახელმწიფოს მხრიდანაც და კომპანიის მხრიდანაც, რომ შესრულდებოდა, თუმცა ეს მოთხოვნები არ შესრულდა.„ჩვენ დღესაც გვპირდებიან იგივე საკითხების მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ზეპირსიტყვიერების არ გვჯერა", – განაცხადა მაღაროელმა.მეშახტეები ხელფასების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, ისინი შეურაცხმყოფელს უწოდებენ კომპანიის გადაწყვეტილებას ხელფასების 5%-იანი გაზრდის თაობაზე.მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა >>მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.კომისია შეისწავლის დასაქმებულების მოთხოვნებს, მათ პრობლემებსა და წარმოშობის მიზეზებს. გარდა ამისა, კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდს, აგრეთვე კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზადყოფნას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული ორი წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა >>კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, მაღაროელები მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278623072_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_403f4f24569b3f778c87dc361ca3d51f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ: აქცია პარლამენტთან იმართება
20:34 19.06.2023 (განახლებულია: 22:25 19.06.2023) ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა ორი კვირაა გრძელდება.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გაფიცული მაღაროელების ნაწილი და მათი გულშემატკივარი ჭიათურელები ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დიალოგზე არ დათანხმდება, ისინი დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას და უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ორი კვირაა გრძელდება. მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა. კვირას, 18 ივნისს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა და ხელფასების 5%-ით გაზრდის თაობაზე.
„იმედია, გვექნება საშუალება, რომ კარავი გავშალოთ. ეს შიმშილობა იქნება უვადო, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს, ჩვენ ან შევეწირებით ამ საქმეს, ან გადავარჩენთ ჭიათურას“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მისი თქმით, მაღაროელებმა 14-დან 12 მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის გაფიცვებზე დააყენეს. მაშინ მათ მიიღეს დაპირება სახელმწიფოს მხრიდანაც და კომპანიის მხრიდანაც, რომ შესრულდებოდა, თუმცა ეს მოთხოვნები არ შესრულდა.
„ჩვენ დღესაც გვპირდებიან იგივე საკითხების მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ზეპირსიტყვიერების არ გვჯერა", – განაცხადა მაღაროელმა.
მეშახტეები ხელფასების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, ისინი შეურაცხმყოფელს უწოდებენ კომპანიის გადაწყვეტილებას ხელფასების 5%-იანი გაზრდის თაობაზე.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომისია შეისწავლის დასაქმებულების მოთხოვნებს, მათ პრობლემებსა და წარმოშობის მიზეზებს. გარდა ამისა, კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდს, აგრეთვე კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზადყოფნას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული ორი წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, მაღაროელები მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.