https://sputnik-georgia.com/20230616/-------278646064.html
მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა
მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა
Sputnik საქართველო
კომპანია Georgian Manganese Holdin თანახმაა ხელფასები 5%-ით გაზარდოს. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T16:17+0400
2023-06-16T16:17+0400
2023-06-16T20:42+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278623032_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_2a866bb3acd0107894a9ec3eec7fe7f0.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და მათ ხელმძღვანელობას შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ათ დღეზე მეტია იმართება. 13 ივნისს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის დაწყების მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კომპანია ხელფასების 5%-ით გაზრდაზე დათანხმდა. რაც შეეხება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებას, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა>>>პარალელურად კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100%-ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება.რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1 აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60%-ს გადაუხდის.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო და დაინიშნა მედიატორი.მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278623032_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_e0d42e7d8d0295a1d974721768cd2424.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა
16:17 16.06.2023 (განახლებულია: 20:42 16.06.2023) კომპანია Georgian Manganese Holdin თანახმაა ხელფასები 5%-ით გაზარდოს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და მათ ხელმძღვანელობას შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ათ დღეზე მეტია იმართება. 13 ივნისს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის დაწყების მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კომპანია ხელფასების 5%-ით გაზრდაზე დათანხმდა. რაც შეეხება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებას, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
პარალელურად კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100%-ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება.
რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1 აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60%-ს გადაუხდის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო და დაინიშნა მედიატორი.
მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.