https://sputnik-georgia.com/20230616/paraplanit-frena-bolo-siaxleebi-278660740.html
პარაპლანით ფრენა: ბოლო სიახლეები
პარაპლანით ფრენა: ბოლო სიახლეები
Sputnik საქართველო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე შეთანხმდა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T22:12+0400
2023-06-16T22:12+0400
2023-06-16T22:12+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524763_0:0:3278:1844_1920x0_80_0_0_d59f007c1d3e4d06a68428851e5ccb1c.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომელიც პარაპლანებით ფრენის საკითხს არეგულირებს, ხოლო მთავრობამ ფრენების ადგილი განსაზღვრა.პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების წესების გამკაცრება 2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი კლდეს შეეჯახა, მათგან ერთი დაიღუპა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მას შემდეგ საქართველოში პარაპლანით ფრენა აიკრძალა.მთავრობამ აპრილში დაამტკიცა სპეციალური წესები, ახლა კი პარლამენტმა საკითხი საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირა.დამტკიცებული შესწორებებით, პარაპლანით ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში. თითოეულილოკაცია შემოწმდება და მასზე უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა.სერტიფიკატში იქნება მითითებული კონკრეტული ლოკაციის ყველა მონაცემი, მათი ფართობი და მესაკუთრე.რა წესები იმოქმედებს საქართველოში პარაპლანით ფრენისას? დეტალები>>როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე შეუთანხმდა გუდაურის თავზე საჰაერო სივრცის გამოყოფის შესახებ პარაპლანით ფრენებისთვის.ფრენას შეძლებენ შემდეგი კატეგორიების მქონე პილოტები: PGS Single, PGT Tandem, PPGS Single, PPGT Tandem და T&FD. ამასთან, კომერციულ ფრენებს განახორციელებენ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem-ის კატეგორიების მქონე პილოტები.პირს კატეგორია ენიჭება გამოცდის ჩაბარების ან პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ უცხოეთში გაცემული სერტიფიკატის აღიარების შედეგად. ამასთან პილოტები შეძლებენ პარაპლანებით, რომელთა ვარგისიანობა დადასტურებულია ფედერაციის მიერ.პარაპლანერებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ>>კომპანიას, რომელიც ფრენების ორგანიზებას მოახდენს, უნდა ჰქონდეს პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10–წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა. მისი თანამშრომელი უნდა იყოს მინიმუმ 50 პირი; უნდა ჰქონდეს პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.ადგილის შემოწმება და უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა 3 ათასი ლარი ეღირება, ერთადგილიანი პარაპლანის სრული შემოწმება – 250 ლარი, ორადგილიანის – 395 ლარი, ხოლო პარამოტორის შემოწმება – 200 ლარი.პარაპლანის ოპერატორის სერტიფიკარის ღირებულება 1,5 ათასი ლარი იქნება.პარაპლანის მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება დაჯდება 260 ლარი, ხოლო პილოტის მოწმობა – 50 ლარი. პარაპლანის პილოტის კატეგორიის აღიარება ერთ ქვეკატეგორიაზე 350 ლარი ეღირება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524763_547:0:3278:2048_1920x0_80_0_0_5e8ec34818c07a89a2c1f4352edd5647.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პარაპლანით ფრენა: ბოლო სიახლეები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე შეთანხმდა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომელიც პარაპლანებით ფრენის საკითხს არეგულირებს, ხოლო მთავრობამ ფრენების ადგილი განსაზღვრა.
პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების წესების გამკაცრება 2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი კლდეს შეეჯახა, მათგან ერთი დაიღუპა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მას შემდეგ საქართველოში პარაპლანით ფრენა აიკრძალა.
მთავრობამ აპრილში დაამტკიცა სპეციალური წესები, ახლა კი პარლამენტმა საკითხი საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირა.
დამტკიცებული შესწორებებით, პარაპლანით ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში. თითოეულილოკაცია შემოწმდება და მასზე უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა.
სერტიფიკატში იქნება მითითებული კონკრეტული ლოკაციის ყველა მონაცემი, მათი ფართობი და მესაკუთრე.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე შეუთანხმდა გუდაურის თავზე საჰაერო სივრცის გამოყოფის შესახებ პარაპლანით ფრენებისთვის.
ფრენას შეძლებენ შემდეგი კატეგორიების მქონე პილოტები: PGS Single, PGT Tandem, PPGS Single, PPGT Tandem და T&FD. ამასთან, კომერციულ ფრენებს განახორციელებენ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem-ის კატეგორიების მქონე პილოტები.
პირს კატეგორია ენიჭება გამოცდის ჩაბარების ან პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ უცხოეთში გაცემული სერტიფიკატის აღიარების შედეგად. ამასთან პილოტები შეძლებენ პარაპლანებით, რომელთა ვარგისიანობა დადასტურებულია ფედერაციის მიერ.
კომპანიას, რომელიც ფრენების ორგანიზებას მოახდენს, უნდა ჰქონდეს პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10–წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა. მისი თანამშრომელი უნდა იყოს მინიმუმ 50 პირი; უნდა ჰქონდეს პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ადგილის შემოწმება და უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა 3 ათასი ლარი ეღირება, ერთადგილიანი პარაპლანის სრული შემოწმება – 250 ლარი, ორადგილიანის – 395 ლარი, ხოლო პარამოტორის შემოწმება – 200 ლარი.
პარაპლანის ოპერატორის სერტიფიკარის ღირებულება 1,5 ათასი ლარი იქნება.
პარაპლანის მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება დაჯდება 260 ლარი, ხოლო პილოტის მოწმობა – 50 ლარი. პარაპლანის პილოტის კატეგორიის აღიარება ერთ ქვეკატეგორიაზე 350 ლარი ეღირება.