https://sputnik-georgia.com/20230514/ra-wesebi-imoqmedebs-saqartvelosi-paraplanit-rrenisas-detalebi-277652304.html
რა წესები იმოქმედებს საქართველოში პარაპლანით ფრენისას? დეტალები
რა წესები იმოქმედებს საქართველოში პარაპლანით ფრენისას? დეტალები
Sputnik საქართველო
კომპანიებსა და პილოტებს ფრენების აღსადგენად დრო დასჭირდებათ, აღნიშნეს პარაგლაიდინგის ფედერაციაში 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T15:18+0400
2023-05-14T15:18+0400
2023-05-14T15:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277648540_0:93:1920:1173_1920x0_80_0_0_01c34b081922ed29577e7eaba5f12dd7.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოში პარაპლანით ფრენის ახალი წესები გამოქვეყნდა - მხოლოდ მათი დაცვის შემთხვევაში კომპანიები გაუწევენ მსურველებს ამ ტიპის გართობის სერვისს.როგორც პარაპლანიტის ფედერაციაში აცხადებენ, ფრენების აღსადგენად მათ დაახლოებით თვენახევარი დასჭირდებათ, ისიც კომპანიებისა და პილოტების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში.ახალი წესები კომპანიებისთვისახალი წესების მიხედვით, ერთ ლოკაციაზე ოპერირებას შეძლებს მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც გარკვეული პერსონალი ეყოლება.ხელმძღვანელს დამხმარე თითოეულ სასტარტო მოედანზეც უნდა ჰყავდეს, მასაც უნდა ჰქონდეს სპეციალური კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.კომპანიას უნდა ჰყავდეს მძღოლი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაივლის პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებს.თითოეულ კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სატრანსპორტო საშუალება, რადიოკავშირის საშუალებები და რადიოსადგური ჩამწერის ფუნქციით, ქარის სიჩქარის მზომი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტქსელში ჩართული, მინიმუმ, ერთი ელექტრონული მოწყობილობა, პორტატული დამტენი (Power Bank) მობილური ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისთვის, ალკო- და ნარკოტესტები.კომპანიას ადგილზე უნდა ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაკრები, სადაც იქნება სამაშველო თოკი, კისრის/მოტეხილი კიდურის ფიქსატორი, სამაშველო დაფა, სადეზინფექციო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი აბები, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები, ბინტი/დოლბანდი, ბამბა, წნევისა და სიცხის საზომი საშუალებები.ერთწლიანი სერტიფიკატის მისაღებად, რომელიც პარაპლანით ფრენების ნებართვას იძლევა, კომპანიამ უნდა წარადგინოს ფრენების პირობები, თანამშრომლების რაოდენობა, ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ და სერტიფიცირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.სად იფრენენ პარაპლანებიწესების მიხედვით, პარაპლანით ფრენა იქნება შეზღუდული კონკრეტული ლოკაციებით, რომელიც შემოწმებას დაექვემდებარება და რაზეც გაიცემა უსაფრთხოების სერტიფიკატები.სერტიფიკატში იქნება მითითებული კონკრეტული ლოკაციის ყველა მონაცემი, მათი ფართობი და მესაკუთრე. ლოკაციის უსაფრთხოება განისაზღვრება ასევე რელიეფით, მეტეოროლოგიური პირობებითა და საცდელი ფრენების გზით.ვინ შეძლებს ფრენასფრენას შეძლებენ შემდეგი კატეგორიების მქონე პილოტები: PGS Single, PGT Tandem, PPGS Single, PPGT Tandem და T&FD. ამასთან კომერციულ ფრენებს განახორციელებენ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem-ის კატეგორიების მქონე პილოტები.პირს კატეგორია ენიჭება გამოცდის ჩაბარების ან პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ უცხოეთში გაცემული სერტიფიკატის აღიარების შედეგად. ამასთან პილოტები შეძლებენ პარაპლანებით, რომელთა ვარგისიანობა დადასტურებულია ფედერაციის მიერ.ფრენა დაშვებული იქნება მხოლოდ დღის საათებში, ხოლო მგზავრთან ერთად ფრენა დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის შეავსებს სპეციალურ ფორმას და თავის ფხიზელ მდგომარეობას დაადასტურებს.ყველა ფრენა აღირიცხება და კანონით განსაზღვრული წესებით განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277648540_117:0:1804:1265_1920x0_80_0_0_9f5027e617f4bef40732b655d8923531.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში
რა წესები იმოქმედებს საქართველოში პარაპლანით ფრენისას? დეტალები
კომპანიებსა და პილოტებს ფრენების აღსადგენად დრო დასჭირდებათ, აღნიშნეს პარაგლაიდინგის ფედერაციაში
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოში პარაპლანით ფრენის ახალი წესები გამოქვეყნდა - მხოლოდ მათი დაცვის შემთხვევაში კომპანიები გაუწევენ მსურველებს ამ ტიპის გართობის სერვისს.
როგორც პარაპლანიტის ფედერაციაში აცხადებენ, ფრენების აღსადგენად მათ დაახლოებით თვენახევარი დასჭირდებათ, ისიც კომპანიებისა და პილოტების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში.
ახალი წესები კომპანიებისთვის
ახალი წესების მიხედვით, ერთ ლოკაციაზე ოპერირებას შეძლებს მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც გარკვეული პერსონალი ეყოლება.
კერძოდ, პარაპლანით ფრენების ოპერატორ-კომპანიას თითო ლოკაციაზე უნდა ჰყავდეს ფრენების ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ფლობდეს სპეციალურ კატეგორიას და რომელმაც გავლილი ექნება ფრენების მართვის სპეციალური კურსი (დამადასტურებელი სერტიფიკატით). ფრენის ხელმძღვანელს თითოეულ დასაჯდომ მოედანზე უნდა ჰყავდეს თითო დამხმარე.
ხელმძღვანელს დამხმარე თითოეულ სასტარტო მოედანზეც უნდა ჰყავდეს, მასაც უნდა ჰქონდეს სპეციალური კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კომპანიას უნდა ჰყავდეს მძღოლი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაივლის პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებს.
თითოეულ კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სატრანსპორტო საშუალება, რადიოკავშირის საშუალებები და რადიოსადგური ჩამწერის ფუნქციით, ქარის სიჩქარის მზომი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტქსელში ჩართული, მინიმუმ, ერთი ელექტრონული მოწყობილობა, პორტატული დამტენი (Power Bank) მობილური ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისთვის, ალკო- და ნარკოტესტები.
კომპანიას ადგილზე უნდა ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაკრები, სადაც იქნება სამაშველო თოკი, კისრის/მოტეხილი კიდურის ფიქსატორი, სამაშველო დაფა, სადეზინფექციო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი აბები, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები, ბინტი/დოლბანდი, ბამბა, წნევისა და სიცხის საზომი საშუალებები.
ერთწლიანი სერტიფიკატის მისაღებად, რომელიც პარაპლანით ფრენების ნებართვას იძლევა, კომპანიამ უნდა წარადგინოს ფრენების პირობები, თანამშრომლების რაოდენობა, ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ და სერტიფიცირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
წესების მიხედვით, პარაპლანით ფრენა იქნება შეზღუდული კონკრეტული ლოკაციებით, რომელიც შემოწმებას დაექვემდებარება და რაზეც გაიცემა უსაფრთხოების სერტიფიკატები.
სერტიფიკატში იქნება მითითებული კონკრეტული ლოკაციის ყველა მონაცემი, მათი ფართობი და მესაკუთრე. ლოკაციის უსაფრთხოება განისაზღვრება ასევე რელიეფით, მეტეოროლოგიური პირობებითა და საცდელი ფრენების გზით.
ფრენას შეძლებენ შემდეგი კატეგორიების მქონე პილოტები: PGS Single, PGT Tandem, PPGS Single, PPGT Tandem და T&FD. ამასთან კომერციულ ფრენებს განახორციელებენ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem-ის კატეგორიების მქონე პილოტები.
პირს კატეგორია ენიჭება გამოცდის ჩაბარების ან პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ უცხოეთში გაცემული სერტიფიკატის აღიარების შედეგად. ამასთან პილოტები შეძლებენ პარაპლანებით, რომელთა ვარგისიანობა დადასტურებულია ფედერაციის მიერ.
ფრენა დაშვებული იქნება მხოლოდ დღის საათებში, ხოლო მგზავრთან ერთად ფრენა დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის შეავსებს სპეციალურ ფორმას და თავის ფხიზელ მდგომარეობას დაადასტურებს.
ყველა ფრენა აღირიცხება და კანონით განსაზღვრული წესებით განხორციელდება.