https://sputnik-georgia.com/20230508/paraplanit-frenis-wesebi-mkacrdeba-277469906.html
პარაპლანერებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
პარაპლანერებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
Sputnik საქართველო
პარაპლანებით ფრენები შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T22:27+0400
2023-05-08T22:27+0400
2023-05-08T23:12+0400
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24086/09/240860905_0:0:3139:1767_1920x0_80_0_0_6040aa9cd4e7d5c21f50674eeb3147e8.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.კერძოდ, მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიიღო.უწყების ცნობით, წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.დროებითი წესი ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს.ნორმატიული აქტის მიხედვით:უწყების ცნობით, მფრინავებს ფრენის კატეგორია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭებათ, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს.პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას და პარაპლანის ვარგისიანობას შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია" განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის კონტროლს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.გუდაურში პარაპლანისტებმა აქცია გამართეს>>პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების წესების გამკაცრება ერთი წლის წინ გუდაურთან მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი კლდეს შეეჯახა, მათგან ერთი დაიღუპა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24086/09/240860905_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_0bf3aef8d95d6fd618c4cd8eb32a0231.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პარაპლანერებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
22:27 08.05.2023 (განახლებულია: 23:12 08.05.2023) პარაპლანებით ფრენები შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
კერძოდ, მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიიღო.
უწყების
ცნობით, წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.
დროებითი წესი ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს.
ნორმატიული აქტის მიხედვით:
პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში.
პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.
საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.
უწყების ცნობით, მფრინავებს ფრენის კატეგორია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭებათ, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს.
პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას და პარაპლანის ვარგისიანობას შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია" განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის კონტროლს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.
პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების წესების გამკაცრება ერთი წლის წინ გუდაურთან მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი კლდეს შეეჯახა, მათგან ერთი დაიღუპა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.