13 ივნისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Yongnuni Oreumვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გაეცანით 13 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
11-20 ივნისი
11-20 ივნისის პერიოდი ტყუპის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მთავარი პლანეტა – მზე მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები უზარმაზარი ფიზიკური და სულიერი ძალით გამოირჩევიან, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმპულსური, თავშეუკავებელი და უხეში არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70, 80.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ზიზილა.
ეს ადამიანები ძალზე საზრიანი არიან, მაგრამ რომანტიზმის შეგრძნება სრულიად არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ეჭვობენ, სანამ რაიმეს გააკეთებენ. მათ შორის თითქმის არ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარისკო საქმიანობისკენ ისწრაფვიან. მათ უყვართ მშვიდი ვითარება, სიჩუმე და ოჯახური სიმყუდროვე.
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად სჭირდებათ თავდაჯერებულობა. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ადამიანებთან ურთიერთობები, იყვნენ უფრო აქტიური და თამამი.
13 ივნისს დაბადებულები
13 ივნისს ძლიერი, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული და ნებისყოფიანი ადამიანები იბადებიან. ისინი ორიგინალური, სამართლიანი, ენამახვილი, თავის თავში დარწმუნებულები არიან. ძირითადად, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი აქვთ. ბუნებამ ისინი ნიჭით, ქედუხრელობითა და შრომისმოყვარეობით დააჯილდოვა და ამ თვისებების წყალობით ისინი დასახულ მიზნებს ღირსეული მეთოდებით აღწევენ.
ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>
13 ივნისს დაბადებულები მუდმივ ძიებაში იმყოფებიან. ოცნებობენ შორეულ ქვეყნებზე და მოგზაურობაზე, აინტერესებთ მითოლოგია და მეტაფიზიკა. უკვე ბავშვობიდან ამჟღავნებენ ინტერესს ამოუცნობის გამოკვლევის მიმართ. ეს ცნობისმოყვარეობა სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ.
ეს ადამიანები წარმატებული არიან ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. მათი ლოზუნგია: „ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი“. ისინი წარმატებით ლახავენ დაბრკოლებებს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხანდახან მხოლო თავიანთ წარმოსახვაში. თუ თავიანთ ოცნებებს ვერ იხდენენ, გაღიზიანებული ხდებიან იმის გაცნობიერებით, რომ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ისეთნი, როგორიც სურდათ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ ამ დღეს დაბადებულები შეძლებენ და თავს არიდებენ ცხოვრებისეულ სიმართლესთან დაპირისპირებას, ბედნიერი ცხოვრება ექნებათ. ისინი აღფრთოვანებული არიან თანამედროვე და წარსული დროის გმირებით. მათი კუმირები რეალურად არსებული ადამიანები არიან. მაგრამ, თუ ეს გმირები მათი წარმოსახვის შესატყვისი არ აღმოჩნდებიან, ეს ამ დღეს დაბადებულებს დიდ იმედგაცრუებას მოუტანს.
13 ივნისს დაბადებულებმა უნდა გააკონტროლონ თავიანთი ემოციები, ადამიანისთვის ხომ საკმაოდ რთულია, ყველა მოლოდინი გაამართლოს და კერპის ფუნქცია ითავოს. ამ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ რეალური სამყარო და მთელ თავიანთ დროს ოცნებებს უთმობენ.
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ისინი ბევრს მოგზაურობენ, დადიან მთაში, დარბიან, ცურავენ, ხელიდან უშვებენ თანამედროვე ადამიანის უბრალო ცხოვრებისეულ ამოცანებს. სწორედ ამიტომ, როდესაც მოსაწყენ რუტინულ სამუშაოს ასრულებენ, თავს დათრგუნულად, ტყვედ ჩავარდნილად გრძნობენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ისწრაფვიან რისკისა და სახიფათო სიტუაციებისკენ.
იტაცებთ სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა სერფინგი ან ალპინიზმი. მათ სისხლში აქვთ ზეაქტიურობა. ეს დღე – 13 ივნისი – თავგადასავლების მოყვარულების დღეა.
ჯანმრთელობა
13 ივნისს დაბადებულების რისკისმოყვარეობიდან გამომდინარე, დიდია ტრავმების საფრთხე. მათ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ძალიან უჭირთ თავის შეზღუდვა, როდესაც ოცნებებში გადაეშვებიან ხოლმე. ექსტრემალურ სიტუაციებში ფსიქიკური დარღვევებითაც რისკავენ – ეს ილუზიების სამყაროში ხანგრძლივი ყოფნის შედეგია. ასეთ მომენტებში მათ კვალიფიციური დახმარება, რჩევები და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაში მათ კულინარიული შესაძლებლობები დაეხმარებათ. ეს საუკეთესო ვარიანტია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მოგზაურობა არ შეუძლია.
რჩევა:
უსმინეთ საკუთარ გულს, ინტუიციას. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. საკუთარი აზრები თქვენთვის შეინახეთ, სხვებსაც ხომ აქვთ თავიანთი პრობლემები. ისწავლეთ შეაფასოთ, რა არის შესაძლებელი და რა – შეუძლებელი დროის მოცემულ მონაკვეთში.
ყველა ახალი ამბავი
0