https://sputnik-georgia.com/20230606/tu-urtiertobebis-senarcuneba-gsurt-rcevebi-zodiaqos-nisnebs-278316794.html
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
Sputnik საქართველო
ხანგრძლივ ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს პარტნიორის გარკვეული თვისებები სჭირდება. მაგალითად, კურო პარტნიორში დახვეწილობასა და სინატიფეს ეძებს მაშინ... 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T11:55+0400
2023-06-06T11:55+0400
2023-06-06T11:55+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/16/233551668_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_785c455d7b653b8902e26691b8206615.jpg
გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს პარტნიორს ყველაზე მეტად ურთიერთობებში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან ხანგრძლივი კავშირი შეინარჩუნოთ.ვერძითუ ვერძია თქვენი პარტნიორი და ურთიერთობებში სპონტანურობა და სიურპრიზების სიჭარბე არ არის, ეს კავშირი დიდხანს ვერ გაგრძელდება; თუ გინდათ, მასთან ურთიერთობები არ შეწყდეს, თქვენს კავშირში მეტი მრავალფეროვნება შეიტანეთ.კუროკუროსთვის ერთადერთი, რაც აუცილებელია, ესაა სინაზე. არანაირი სიუხეშე, უგემოვნო გარეგნობა. მათ გულს დახვეწილობა მართავს. თუ პარტნიორი ითვალისწინებს კუროს ამ მოთხოვნებს, მათი ურთიერთობები ჰარმონიული და ბედნიერი იქნება.ტყუპიტყუპისთვის მთავარია ურთიერთობა. მან ყოველდღე უნდა მიიღოს სატელეფონო შეტყობინება, ან ზარი ან სხვა რამ, ანუ, მას სჭირდება იცოდეს, რომ გახსოვთ. მასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის საჭიროა შეხება, სუნებისა და გემოს გრძნობების გამოყენება.კირჩხიბიკირჩხიბს სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი დაცულობის შეგრძნება, არამედ იმის განცდა, რომ პარტნიორი მას იცავს. ეს უსაფრთხოების, ლოიალობისა და დაცულობის შეგრძნებას წარმოქმნის და მაშინ შესაძლებელია ღრმა და ხანგრძლივი სიყვარულის განვითარება.ლომილომი ნაზი, გულწრფელი და განსაკუთრებით კი „ონავარი“ რომ დარჩეს, მას თავისუფლება სჭირდება. ლომს ხანდახან უნდა, რომ პარტნიორიც „ცელქ ბავშვად“ იქცეს.ქალწულიქალწულისთვის უმთავრესია სიკეთე. მისი პარტნიორი კეთილი უნდა იყოს. ფიქრი, რომ მისი საყვარელი ადამიანი კეთილია სუსტების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების, ცხოველების მიმართ, ქალწულის გულს ათბობს.სასწორიმშვიდობა და ჰარმონია, შესაძლოა, მოსაწყენია, მაგრამ სასწორებს მაინც ეს ესაჭიროებათ პირად ურთიერთობებში. ის პარტნიორის ყველა წამოწყებასა და ინიციატივას უჭერს მხარს და ყველა ნაკლს პატიობს.მორიელიმორიელისთვის უმთავრესია პატიოსნება. ამის გარეშე ის სიცარიელეს გრძნობს. შეგრძნება აქვს, თითქოს უღალატეს. ასევე ფასობს პარტნიორთან კარგი სექსი. მორიელთან კავშირისთვის აუცილებელია ხარისხიანი ინტიმური და ამავდროულად, ერთგული ურთიერთობები.მშვილდოსანიმშვილდოსნის პარტნიორი მეტად გულგახსნილი და გულუხვი უნდა იყოს. მისი გულისთვის ძალზე დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობას, რომ გასცეს და მიიღოს დიდი მასშტაბით. მშვილდოსანს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასევე, მასთან ურთიერთობებში სექსი ნიჭად და ჯილდოდ მიიჩნევა.თხის რქათხის რქა უზომოდ შრომისმოყვარეა, მაგრამ ნამდვილ გრძნობებს მას სამუშაო ვერასდროს შეუცვლის. მისთვის აუცილებელია, რომ პარტნიორმა დააფასოს მისი შრომა და იამაყოს მისი მიღწევებით.მერწყულიმერწყულისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის შეგრძნება და ფართო შეხედულებები. თუ პარტნიორის მსოფლმხედველობა ვიწროა, მას არანაირი შანსი არა აქვს. ის არ უნდა ეთანხმებოდეს მერწყულის ყველა მოსაზრებას, რადგან მერწყულს აინტერესებს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია.თევზებითევზებს გულღია და მგრძნობიარე პარტნიორი სჭირდება, რომელსაც შეუძლია მისი დამშვიდება, დაწყნარება. თევზებმა კი, როგორც ცნობილია, ცრემლის ღვრა ძალიან ხშირად იციან...
https://sputnik-georgia.com/20210722/zodiaqos-niSnebis-idealuri-wyvilebi-252377549.html
https://sputnik-georgia.com/20180530/zodiaqos-TiToeuli-niSnis-idealuri-asaki-qorwinebisTvis-240669939.html
https://sputnik-georgia.com/20220914/zodiaqo-siyvarulidan-sizulvilamde-270415477.html
https://sputnik-georgia.com/20210706/zodiaqo-vis-rogor-umarTlebs-siyvarulSi-252217722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/16/233551668_75:0:1408:1000_1920x0_80_0_0_409e068f93de8177cb6348f1e458cdda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ხანგრძლივ ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს პარტნიორის გარკვეული თვისებები სჭირდება. მაგალითად, კურო პარტნიორში დახვეწილობასა და სინატიფეს ეძებს მაშინ, როცა სასწორს გამგები და მშვიდობისმოყვარე პარტნიორი ესაჭიროება.
გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს პარტნიორს ყველაზე მეტად ურთიერთობებში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან ხანგრძლივი კავშირი შეინარჩუნოთ.
თუ ვერძია თქვენი პარტნიორი და ურთიერთობებში სპონტანურობა და სიურპრიზების სიჭარბე არ არის, ეს კავშირი დიდხანს ვერ გაგრძელდება; თუ გინდათ, მასთან ურთიერთობები არ შეწყდეს, თქვენს კავშირში მეტი მრავალფეროვნება შეიტანეთ.
კუროსთვის ერთადერთი, რაც აუცილებელია, ესაა სინაზე. არანაირი სიუხეშე, უგემოვნო გარეგნობა. მათ გულს დახვეწილობა მართავს. თუ პარტნიორი ითვალისწინებს კუროს ამ მოთხოვნებს, მათი ურთიერთობები ჰარმონიული და ბედნიერი იქნება.
ტყუპისთვის მთავარია ურთიერთობა. მან ყოველდღე უნდა მიიღოს სატელეფონო შეტყობინება, ან ზარი ან სხვა რამ, ანუ, მას სჭირდება იცოდეს, რომ გახსოვთ. მასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის საჭიროა შეხება, სუნებისა და გემოს გრძნობების გამოყენება.
კირჩხიბს სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი დაცულობის შეგრძნება, არამედ იმის განცდა, რომ პარტნიორი მას იცავს. ეს უსაფრთხოების, ლოიალობისა და დაცულობის შეგრძნებას წარმოქმნის და მაშინ შესაძლებელია ღრმა და ხანგრძლივი სიყვარულის განვითარება.
ლომი ნაზი, გულწრფელი და განსაკუთრებით კი „ონავარი“ რომ დარჩეს, მას თავისუფლება სჭირდება. ლომს ხანდახან უნდა, რომ პარტნიორიც „ცელქ ბავშვად“ იქცეს.
ქალწულისთვის უმთავრესია სიკეთე. მისი პარტნიორი კეთილი უნდა იყოს. ფიქრი, რომ მისი საყვარელი ადამიანი კეთილია სუსტების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების, ცხოველების მიმართ, ქალწულის გულს ათბობს.
მშვიდობა და ჰარმონია, შესაძლოა, მოსაწყენია, მაგრამ სასწორებს მაინც ეს ესაჭიროებათ პირად ურთიერთობებში. ის პარტნიორის ყველა წამოწყებასა და ინიციატივას უჭერს მხარს და ყველა ნაკლს პატიობს.
მორიელისთვის უმთავრესია პატიოსნება. ამის გარეშე ის სიცარიელეს გრძნობს. შეგრძნება აქვს, თითქოს უღალატეს. ასევე ფასობს პარტნიორთან კარგი სექსი. მორიელთან კავშირისთვის აუცილებელია ხარისხიანი ინტიმური და ამავდროულად, ერთგული ურთიერთობები.
14 სექტემბერი 2022, 14:33
მშვილდოსნის პარტნიორი მეტად გულგახსნილი და გულუხვი უნდა იყოს. მისი გულისთვის ძალზე დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობას, რომ გასცეს და მიიღოს დიდი მასშტაბით. მშვილდოსანს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასევე, მასთან ურთიერთობებში სექსი ნიჭად და ჯილდოდ მიიჩნევა.
თხის რქა უზომოდ შრომისმოყვარეა, მაგრამ ნამდვილ გრძნობებს მას სამუშაო ვერასდროს შეუცვლის. მისთვის აუცილებელია, რომ პარტნიორმა დააფასოს მისი შრომა და იამაყოს მისი მიღწევებით.
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის შეგრძნება და ფართო შეხედულებები. თუ პარტნიორის მსოფლმხედველობა ვიწროა, მას არანაირი შანსი არა აქვს. ის არ უნდა ეთანხმებოდეს მერწყულის ყველა მოსაზრებას, რადგან მერწყულს აინტერესებს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია.
თევზებს გულღია და მგრძნობიარე პარტნიორი სჭირდება, რომელსაც შეუძლია მისი დამშვიდება, დაწყნარება. თევზებმა კი, როგორც ცნობილია, ცრემლის ღვრა ძალიან ხშირად იციან...