„ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება ახალი სისტემით – ის მთლიანად პროპორციულად და მაღალი გამსვლელი ბარიერით (5%) ჩატარდება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტოქსიკური ორგანიზაციაა, რომელთან თანამშრომლობა თვითმკვლელობას ნიშნავს, საქართველოს კი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა სჭირდება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ნიკოლოზ სამხარაძემ.
ორი ოპოზიციური პარტია ერთდროულად ალაპარაკდა კოალიციის შექმნაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტია „ლელო" მზადაა წამყვანი პარტია გახდეს პროევროპული ძალების კოალიციაში, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, რომ მზად არიან მცირე პარტიებთან ითანამშრომლონ.

„ხაბეიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმკვლელობა შესთავაზა – რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდნენ. კარგია, თუ პატარა ოპოზიციური პარტიები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ, რადგან მათთვის ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური მარცხი. რაც შეეხება მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნას, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს", – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ „ლელო" „ნაცმოძრაობას" არ დაემსგავსება, მისგან ჯანსაღი ძალა შეიძლება გამოვიდეს.
„თუ ისინი ამ ყველაფერს თავისი ქმედებით დაადასტურებენ, მაშინ შეიძლება მათ მართლაც შეძლონ პატარა ალტერნატივის შექმნა. მათ კარგად დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობასთან" აფილირება ნიშნავს ამომრჩევლის დაკარგვას, რადგან ეს არის ტოქსიკური ორგანიზაცია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ შეიძლება ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს", – განაცხადა სამხარაძემ.
„ნაცმოძრაობა" კოალიციის შექმნისთვის მზად არის>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ახალი სისტემით გაიმართება – ის მთლიანად პროპორციულად და მაღალი გამსვლელი ბარიერით (5%) ჩატარდება.
უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი>>
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ იმაზე, რომ ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ ამჯერადაც შეიძლება მიიღოს პარლამენტში უმრავლესობა, მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს.
ყველა ახალი ამბავი
0