https://sputnik-georgia.com/20230607/--------278349884.html
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი
Sputnik საქართველო
პარტია „ლელო" პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T13:52+0400
2023-06-07T13:52+0400
2023-06-07T20:01+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249374211_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_42eeb3664d2ae36a0d071f97b55de7ca.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების გასაღები არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნაში, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.პოლიტიკოსის თქმით, მისი გუნდი პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშაოს თავის ამომრჩეველზე, ეს მათი პრობლემაა. გაერთიანება, რომლის მხარდაჭერასაც ვაპირებთ, იქნება „ნაცმოძრაობის“ გარეშე და მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული, კოალიციური მთავრობით შეიცვალოს", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე>>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249374211_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_5611f68ab2accf96a8a3b59a366ea2d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი
13:52 07.06.2023 (განახლებულია: 20:01 07.06.2023) პარტია „ლელო" პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების გასაღები არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნაში, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
„ჩვენი ამოცანა ნათელია: შევქმნათ მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი და დავამსხვრიოთ ეს ბიპოლარულობა. გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი გაერთიანება, რომელშიც „ნაცმოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას. ასეთი კავშირის შექმნა არის „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მისი გუნდი პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშაოს თავის ამომრჩეველზე, ეს მათი პრობლემაა. გაერთიანება, რომლის მხარდაჭერასაც ვაპირებთ, იქნება „ნაცმოძრაობის“ გარეშე და მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული, კოალიციური მთავრობით შეიცვალოს", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.