„ნაციონალური მოძრაობა" კოალიციის შესაქმნელად მზად არის

© courtesy of Levan Bezhashviliლევან ბეჟაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრაზე
ლევან ბეჟაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
საერთო სტრატეგია არ გულისხმობს პარტიულ გაერთიანებას ან ერთიან სიას არჩევნებზე, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებისთვის პატარა პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა" ბოლო რამდენიმე წელია ირგვლივ აქტიურად იკრებს მცირე პარტიებს არჩევნების წინ გასაერთიანებლად. 2020 წელს პარლამენტში სიით შევიდნენ ისეთი მცირე პარტიები, როგორიცაა „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა" და „სახელმწიფო ხალხისთვის", ხოლო 2021 წლის არჩევნებზე პარტიამ ძალები გააერთიანა პარტიებთან „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა".

„პატარა, 2-3-4 პროცენტიან პარტიებს ვთავაზობთ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას და „ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას", – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საერთო სტრატეგია არ გულისხმობს გაერთიანებას ან ერთიან სიას არჩევნებზე.
„საერთო სტრატეგია გულისხმობს... რა საზღვრები გვექნება ერთმანეთთან მიმართებით, რა სტრატეგია გვექნება, ამას მოვიაზრებთ საერთო სტრატეგიაში და არა პარტიულ გაერთიანებას, სიაში ადგილებს", – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი>>
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა" თანამშრომლობას სთავაზობს ყველა პარტიას, მათ შორის – „ლელოს".
თავის მხრივ, პარტია „ლელოში" განაცხადეს, რომ მზად არიან კოალიციაში შევიდნენ პროევროპულ პარტიებთან და, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელოს" ამ კოალიციაში წამყვანი როლის შესრულება სურს.
დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება ახალი სისტემით – ის მთლიანად პროპორციულად და მაღალი გამსვლელი ბარიერით (5%) ჩატარდება.
უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება - პრემიერის პროგნოზი>>
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ იმაზე, რომ ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ ამჯერადაც შეიძლება მიიღოს პარლამენტში უმრავლესობა, მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს.
ყველა ახალი ამბავი
0