https://sputnik-georgia.com/20230602/ukrainis-sanqciebi-saertasoriso-xasiats-ar-atarebs-finansta-ministris-moadgile-278230177.html
უკრაინის სანქციები საერთაშორისო ხასიათისა არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
უკრაინის სანქციები საერთაშორისო ხასიათისა არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
ერთადერთი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ნებართვა მიიღო, კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით... 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T19:16+0400
2023-06-02T19:16+0400
2023-06-02T21:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_b92cb37e2d323f344681601c13611ce6.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციების სიაში შეყვანას. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.ქართული კომპანია Georgian Airways რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ უკრაინის მიერ სანქციების სიაში მოხვედრის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა.მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ Georgian Airways-ის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ ელოდება.იმავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ Georgian Airways, ან სხვა კომპანია დაარღვევს სანქციებს და თავად დაექვემდებარება მათ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს, აღნიშნა მან.რუსეთში ფრენების აღდგენა: Georgian Airways-ის დირექტორი რეაქციებმა გააკვირვა >>ქართული ავიაკომპანია Georgian Airways უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. ეს კომპანიები განთავსებულია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე განყოფილებაში „იურიდიული პირები, რომელთა მიმართ სანქციები ჯერჯერობით არ დაწესებულა“.ამასთან ერთად იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც ჯერ არ ამოქმედებულა სანქციები, მოხვდნენ Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი და მისი მფლობელი დავით გაიაშვილი. მანამდე სიაში მოხვდა საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.შანტაჟის მცდელობა: როგორ შეაფასეს საქართველოში ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება >>Georgian Airways – ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამასთან დაკავშირებით ქართული ავიაკომპანია ოპოზიციის ნაწილისა და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ნეგატიურად შეაფასა, რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორისავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2023 წლის მაისში მოიხსნა.პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო >>აკრძალვის გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. Georgian Airways ივნისის შუა რიცხვებიდან თბილისის გავლით რუსეთიდან ევროპის მიმართულებით ტრანზიტული ფრენებისთვისაც ემზადება.კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას სოჭი–თბილისის მიმართულებით 15 ივნისს დაიწყებს, ხოლო 16 ივნისს – მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მარშრუტით.საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. სულ კი ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_39:0:1372:1000_1920x0_80_0_0_aa2641be2a1dde5d19cd352549f68d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უკრაინა
უკრაინის სანქციები საერთაშორისო ხასიათისა არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
19:16 02.06.2023 (განახლებულია: 21:50 02.06.2023) ერთადერთი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ნებართვა მიიღო, კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციების სიაში შეყვანას. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
ქართული კომპანია Georgian Airways რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ უკრაინის მიერ სანქციების სიაში მოხვედრის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა.
„უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე (კომპანიაზე) საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. საერთაშორისო სანქციების მიღებას თავისი პროცედურები და წესი აქვს... უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ Georgian Airways-ის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ ელოდება.
იმავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ Georgian Airways, ან სხვა კომპანია დაარღვევს სანქციებს და თავად დაექვემდებარება მათ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს, აღნიშნა მან.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. ეს კომპანიები განთავსებულია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე განყოფილებაში „იურიდიული პირები, რომელთა მიმართ სანქციები ჯერჯერობით არ დაწესებულა“.
ამასთან ერთად იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც ჯერ არ ამოქმედებულა სანქციები, მოხვდნენ Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი და მისი მფლობელი დავით გაიაშვილი. მანამდე სიაში მოხვდა საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
Georgian Airways – ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამასთან დაკავშირებით ქართული ავიაკომპანია ოპოზიციის ნაწილისა და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ნეგატიურად შეაფასა, რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2023 წლის მაისში მოიხსნა.
აკრძალვის გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. Georgian Airways ივნისის შუა რიცხვებიდან თბილისის გავლით რუსეთიდან ევროპის მიმართულებით ტრანზიტული ფრენებისთვისაც ემზადება.
კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას სოჭი–თბილისის მიმართულებით 15 ივნისს დაიწყებს, ხოლო 16 ივნისს – მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მარშრუტით.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. სულ კი ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.