https://sputnik-georgia.com/20230522/----georgian-airways-----277912216.html
პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო
პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო
Sputnik საქართველო
Georgian Airways – ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე განაცხადი შეიტანა. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T18:21+0400
2023-05-22T18:21+0400
2023-05-22T21:38+0400
საქართველო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:523_1920x0_80_0_0_30980c37d250f5cebb3a12ca659e7a7d.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბოიკოტი მიუღებელია როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მხრიდან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა მწვავედ შეაფასა, რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ საქართველოში პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. მეორე დღეს, 20 მაისს პირდაპირი ფრენები განაახლა ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა.Georgian Airways სალომე ზურაბიშვილს თავის თვითმფრინავებში არ დაუშვებს>>>ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ნებართვისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა. ამ ეტაპზე ფრენებზე ნებართვა სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:697_1920x0_80_0_0_e3789cd1e8c73c2878d0891eb6ba7bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, ახალი ამბები
პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო
18:21 22.05.2023 (განახლებულია: 21:38 22.05.2023) Georgian Airways – ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე განაცხადი შეიტანა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბოიკოტი მიუღებელია როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მხრიდან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა
მწვავედ შეაფასა, რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
„ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის მხრიდან ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან პრეზიდენტის ბოიკოტირება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ საქართველოში პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. მეორე დღეს, 20 მაისს პირდაპირი ფრენები განაახლა ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ნებართვისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა. ამ ეტაპზე ფრენებზე ნებართვა სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.