https://sputnik-georgia.com/20230519/zurabisvili-rusettan-pirdapiri-frenebis-ganaxlebaze-277843638.html
„არასასურველი რეისი" - სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებაზე
„არასასურველი რეისი" - სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებაზე
Sputnik საქართველო
ავიამიმოსვლის განახლების შესახებ საქართველოს მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T18:11+0400
2023-05-19T18:11+0400
2023-05-19T22:28+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/42/247894243_0:0:1179:663_1920x0_80_0_0_b8d3b9728e7dc10d0e1be3367ba723d3.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რომელიც რუსული მხრიდან აკრძალვის მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პირველი პირდაპირი რეისი (მოსკოვი–თბილისი) რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" შეასრულა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა ცალმხრივად დაწესებული ფრენების აკრძალვა საქართველოსთან. ამ დროისათვის საქართველომ ფრენების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას მისცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების განახლებას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოში პერიოდულად ჩამოდიან. თბილისში ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა>>ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/42/247894243_0:0:1179:884_1920x0_80_0_0_d483c147e9ec81dcdbf41383797eddf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
„არასასურველი რეისი" - სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებაზე
18:11 19.05.2023 (განახლებულია: 22:28 19.05.2023) ავიამიმოსვლის განახლების შესახებ საქართველოს მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რომელიც რუსული მხრიდან აკრძალვის მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
პირველი პირდაპირი რეისი (მოსკოვი–თბილისი) რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" შეასრულა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა ცალმხრივად დაწესებული ფრენების აკრძალვა საქართველოსთან. ამ დროისათვის საქართველომ ფრენების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას მისცა.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში", – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების განახლებას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოში პერიოდულად ჩამოდიან.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.