Georgian Airways სალომე ზურაბიშვილს თავის თვითმფრინავებში არ დაუშვებს

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ავიაკომპანიას ბოიკოტს უცხადებს იმის გამო, რომ Georgian Airways რუსეთში იფრენს.
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის თვითმფრინავებზე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ავიაკომპანიას ბოიკოტს უცხადებს იმის გამო, რომ Georgian Airways რუსეთში იფრენს. მანამდე პრეზიდენტი ღიად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.
„ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ“, – აღნიშნულია თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.
მან საქართველოს პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულა, რომ ის არასდროს ეხმარებოდა ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას.
„მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს“, - განაცხადა გაიაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების აღდგენას, რადგან ეს წაადგება რუსეთში მცხოვრებ ასობით ათასს ქართველს, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან სამშობლოში.
პირდაპირი რეისების განხორციელებაზე ნებართვა სამმა ავიაკომპანიამ მიიღო: ორი რუსულია (Azimuth და Red Wings) და ერთი ქართული (Georgian Airways). სულ ქვეყნებს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0