https://sputnik-georgia.com/20230525/georgian-airways-direqtori-tamaz-gaiasvili-gakvirvebulia-278025313.html
რუსეთში ფრენების აღდგენა: Georgian Airways-ის დირექტორი რეაქციებმა გააკვირვა
რუსეთში ფრენების აღდგენა: Georgian Airways-ის დირექტორი რეაქციებმა გააკვირვა
Sputnik საქართველო
დირექტორმა მთავრობას მიმართა და მისი ავიაკომპანიის ოფისზე თავდამსხმელების მკაცრი დასჯა მოითხოვა. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T23:10+0400
2023-05-25T23:10+0400
2023-05-25T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/57/248425701_0:85:3341:1964_1920x0_80_0_0_fac9b56679c391b02f981ddb38f81280.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. Georgian Airways-ის დირექტორი თამაზ გაიაშვილი გაკვირვებულია ცალკეული ჯგუფების რადიკალური ქმედებებით მისი კომპანიის მიმართ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანია ოპოზიციის ნაწილის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. რუსეთის წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი პარტიების აქტივისტებმა ავიაკომპანიის ოფისს კვერცხები დაუშინეს.ის სვამს კითხვას - რატომ გამოიწვია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ ასეთი რეაქცია, როდესაც რუსეთთან საზღვრები ღიაა.„თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით. იბადება შეკითხვა: რუსეთის მიმართულებით დღემდე არ სრულდებოდა რეისები და არ დაფრინავდა ხალხი? საზღვრები ხომ არავის ჩაუკეტავს?! თუ შეგვიძლია ვიფრინოთ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის გავლით, პირდაპირი რეისი რას აშავებს?“ - ნათქვამია წერილში.Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს >>ამასთან, გაიაშვილმა მთავრობას მიმართა და მისი ავიაკომპანიის ოფისზე თავდამსხმელების მკაცრი დასჯა მოითხოვა.„ამის გამო იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ხელისუფლება მხოლოდ თვითონ კი არ უნდა იყოს დემოკრატიული, იგი ვალდებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც გადის დემოკრატიის ჩარჩოებიდან, კანონით დაშვებული მეთოდების გამოყენებით დააბრუნოს ამ ჩარჩოებში“, - განაცხადა გაიაშვილმა.Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა. აკრძალვა 2019 წლიდან მოქმედებდა.პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო >>პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა შეასრულა. მეორე დღეს კი, 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 2 ივნისიდან ოპერირებას დაიწყებს მეორე რუსული ავიაკომპანია – Red Wings.საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ფრენების შესრულების სურვილი ამ დროისათვის ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/57/248425701_304:0:3035:2048_1920x0_80_0_0_ebe196aafdb2f1fb3e195c5d1b7f3ed7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
რუსეთში ფრენების აღდგენა: Georgian Airways-ის დირექტორი რეაქციებმა გააკვირვა
23:10 25.05.2023 (განახლებულია: 23:11 25.05.2023) დირექტორმა მთავრობას მიმართა და მისი ავიაკომპანიის ოფისზე თავდამსხმელების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. Georgian Airways-ის დირექტორი თამაზ გაიაშვილი გაკვირვებულია ცალკეული ჯგუფების რადიკალური ქმედებებით მისი კომპანიის მიმართ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანია ოპოზიციის ნაწილის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. რუსეთის წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი პარტიების აქტივისტებმა ავიაკომპანიის ოფისს კვერცხები დაუშინეს.
„ძალიან გამაკვირვა თქვენმა წონასწორობიდან გამოსულმა და რადიკალურმა ქმედებებმა ქართული ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ოცდაათი წელიწადია მოღვაწეობს და მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი“, - ნათქვამია გაიაშვილის წერილში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გაავრცელა.
ის სვამს კითხვას - რატომ გამოიწვია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ ასეთი რეაქცია, როდესაც რუსეთთან საზღვრები ღიაა.
„თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით. იბადება შეკითხვა: რუსეთის მიმართულებით დღემდე არ სრულდებოდა რეისები და არ დაფრინავდა ხალხი? საზღვრები ხომ არავის ჩაუკეტავს?! თუ შეგვიძლია ვიფრინოთ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის გავლით, პირდაპირი რეისი რას აშავებს?“ - ნათქვამია წერილში.
ამასთან, გაიაშვილმა მთავრობას მიმართა და მისი ავიაკომპანიის ოფისზე თავდამსხმელების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
„ამის გამო იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ხელისუფლება მხოლოდ თვითონ კი არ უნდა იყოს დემოკრატიული, იგი ვალდებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც გადის დემოკრატიის ჩარჩოებიდან, კანონით დაშვებული მეთოდების გამოყენებით დააბრუნოს ამ ჩარჩოებში“, - განაცხადა გაიაშვილმა.
Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა. აკრძალვა 2019 წლიდან მოქმედებდა.
პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა შეასრულა. მეორე დღეს კი, 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 2 ივნისიდან ოპერირებას დაიწყებს მეორე რუსული ავიაკომპანია – Red Wings.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ფრენების შესრულების სურვილი ამ დროისათვის ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.