https://sputnik-georgia.com/20230525/georgian-airways-rusetis-moqalaqeebistvis-evropasi-tranzitul-reisebs-seasrulebs-278014978.html
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს
Sputnik საქართველო
Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T18:54+0400
2023-05-25T18:54+0400
2023-05-25T22:19+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/12/233381248_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_28234978abb6bf6a3dc3fce08e597ac9.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი" კომპანიის გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ავიაკომპანიის გეგმაშია ფრენები მილანის, პარიზის, ვენის, ლარნაკასა და სალონიკის მიმართულებით. Georgian Airways ტრანზიტული რეისების შესრულებას 15 ივნისიდან აპირებს. გაიაშვილმა ივარაუდა, რომ ასეთ რეისებზე მოთხოვნა იქნება, რადგან, მისი თქმით, ეს სწრაფია და მოსახერხებელი. Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა. თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა>>პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა შეასრულა. მეორე დღეს კი, 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 2 ივნისიდან ოპერირებას დაიწყებს მეორე რუსული ავიაკომპანია – Red Wings. საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ფრენების შესრულების სურვილი ამ დროისათვის ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/12/233381248_84:0:1416:999_1920x0_80_0_0_c4661971d27650e738a329bf449451d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს
18:54 25.05.2023 (განახლებულია: 22:19 25.05.2023) Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი" კომპანიის გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ავიაკომპანიის გეგმაშია ფრენები მილანის, პარიზის, ვენის, ლარნაკასა და სალონიკის მიმართულებით.
Georgian Airways ტრანზიტული რეისების შესრულებას 15 ივნისიდან აპირებს. გაიაშვილმა ივარაუდა, რომ ასეთ რეისებზე მოთხოვნა იქნება, რადგან, მისი თქმით, ეს სწრაფია და მოსახერხებელი.
Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა.
პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა შეასრულა. მეორე დღეს კი, 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 2 ივნისიდან ოპერირებას დაიწყებს მეორე რუსული ავიაკომპანია – Red Wings.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ფრენების შესრულების სურვილი ამ დროისათვის ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.