https://sputnik-georgia.com/20230525/santajis-mcdeloba-rogor-seafases-saqartvelosi-ivanisvilis-sesazlo-dasanqcireba-278021099.html
შანტაჟის მცდელობა: როგორ შეაფასეს საქართველოში ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება
შანტაჟის მცდელობა: როგორ შეაფასეს საქართველოში ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება
Sputnik საქართველო
გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველია და მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T19:40+0400
2023-05-25T19:40+0400
2023-05-25T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
უკრაინა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_97cc90853b6e2a100fde1d7e718e2122.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ვერანაირი სანქციები ვერ აიძულებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრებს.ქართველი მილიარდერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იმ კანდიდატთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა მიმართაც უკრაინა სანქციების დაწესებას განიხილავს.ივანიშვილს ისედაც აქვს უკვე სანქციები დაწესებული და შვეიცარიული ბანკისგან საკუთარ ფულად სახსრებს ვერ იბრუნებს, განაცხადა კობახიძემ. ბანკ Credit Suisse-ის ერთ-ერთმა ტრასტმა ივანიშვილს საკუთარ ფულზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეუზღუდა.თავის მხრივ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას უსამართლო უწოდა.შანტაჟის ახალი ხაზი - ვინ ემუქრება ამჯერად ბიძინა ივანიშვილს >>დღეისათვის ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 552-ე ადგილზეა 4,9 მილიარდი დოლარის ქონებით.მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ის აგრძელებს ქვეყნის მართვას კულისებიდან.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ამას ტყუილს უწოდებს. მეტიც, ის სისტემატურად აღნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად – უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას და ხმას აძლევს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.ივანიშვილის დაშანტაჟება სანქციებით შეუძლებელია – კალაძე >>ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. ამავე დროს, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.უკრაინის მხრიდან ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველია და მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ივანიშვილი ლობირებს რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში და ამას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გვერდის ავლით აკეთებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b4fa8d69546cddea89092157f224fce0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , უკრაინა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , უკრაინა , ქართული ოცნება
შანტაჟის მცდელობა: როგორ შეაფასეს საქართველოში ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება
19:40 25.05.2023 (განახლებულია: 22:32 25.05.2023) გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველია და მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ვერანაირი სანქციები ვერ აიძულებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრებს.
ქართველი მილიარდერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იმ კანდიდატთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა მიმართაც უკრაინა სანქციების დაწესებას განიხილავს.
„ვერავითარი სანქციის, შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში. პირდაპირ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ცდილობენ რაღაც შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ“, – განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილს ისედაც აქვს უკვე სანქციები დაწესებული და შვეიცარიული ბანკისგან საკუთარ ფულად სახსრებს ვერ იბრუნებს, განაცხადა კობახიძემ. ბანკ Credit Suisse-ის ერთ-ერთმა ტრასტმა ივანიშვილს საკუთარ ფულზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეუზღუდა.
თავის მხრივ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას უსამართლო უწოდა.
„ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე. ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ვერ პატიობენ ორ რამეს, ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეისათვის ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 552-ე ადგილზეა 4,9 მილიარდი დოლარის ქონებით.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ის აგრძელებს ქვეყნის მართვას კულისებიდან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ამას ტყუილს უწოდებს. მეტიც, ის სისტემატურად აღნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად – უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას და ხმას აძლევს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. ამავე დროს, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
უკრაინის მხრიდან ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველია და მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ივანიშვილი ლობირებს რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში და ამას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გვერდის ავლით აკეთებს.