https://sputnik-georgia.com/20230530/30-maiss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-278101640.html
30 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
30 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 30 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T00:15+0400
2023-05-30T00:15+0400
2023-05-30T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23275/57/232755743_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_02bf2306554f44eefa2abd55984e841a.jpg
გაეცანით 30 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვისწარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21-31 მაისი21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.30 მაისს დაბადებულები30 მაისს ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. სამართლიანობის გრძნობასთან ერთად დროთა განმავლობაში ნამდვილი მეომრის სული უყალიბდებათ. ხშირად რამდენჯერმე ქორწინდებიან და თითოეული ქორწინება შეიძლება სრულიად ბედნიერი იყოს. სასურველს, როგორც წესი, სწრაფად აღწევენ, ამის გამო საკმაოდ დაუდევარი და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობენ; საკუთარ ძალებს ხშირად ფუჭად ხარჯავენ, არცთუ იშვიათად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ თუ ძალებს საჭირო კალაპოტში მიმართავენ, წარმატებასა და კეთილდღეობას აღწევენ.როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ამ დღეს დაბადებულები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან. სურვილი აქვთ მოულოდნელი ცვლილებების, ამიტომ რუტინულ ატმოსფეროში ცხოვრება უჭირთ. ჩვეულებრივ, სურთ, რომ საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, კარგად არ გამოსდით, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს მალე ბეზრდებათ. ყველაზე დიდი წარმატება მათ მეწარმეობაში ელოდებათ, ანუ იქ, სადაც შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმა და ინიციატივების დაყენება.ამ დღეს დაბადებულთა განწყობა (განსაკუთრებით, მამაკაცების) შეიძლება სულ ერთ წამში შეიცვალოს. ქალებს, თავის მხრივ, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: გაუძღვნენ სახლის საქმეებს და მართონ კომპანია, განავითარონ ახალი პროექტები და აღზარდონ შვილები.30 მაისს დაბადებულთათვის საფრთხეს წარმოადგენს აზარტული თამაშებით გატაცება, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის დიდ რისკს შეიცავს. მათ ფხიზლად უნდა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილები და ცხოვრება უფრო მშვიდად და სტაბილურად ააწყონ. ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>მათი ხასიათის განმასხვავებელი ნიშანია სისწრაფე, რომელიც ხანდახან ძალების ფუჭად დახარჯვას იწვევს; მათ მიერ მიღებულმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა კი გარშემომყოფებს შეიძლება თავბრუ დაახვიოს და ნამდვილ შოკში ჩააგდოს.ამ დღეს დაბადებულებს დარწმუნების იმდენად კარგი უნარი აქვთ და იმდენად პროგრესულად აზროვნებენ, რომ წარმატებებს ნებისმიერ შემთხვევაში აღწევენ. პრობლემების მსხვერპლი მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა ეს პრობლემები თავად მათ მიერ არის შექმნილი. ამიტომ ამ ადამიანებისთვის სასურველის მიღწევის გზაზე გადამწყვეტი და საკვანძო მომენტია სტაბილურობა და ზომიერება. ეს ეხება როგორც კარიერას, ისე პირად ცხოვრებას.ჯანმრთელობა30 მაისს დაბადებულებისთვის, ნერვული სისტემის გაკონტროლებისთვის, სასარგებლო იქნება, თუ ხანდახან ფსიქოლოგს და სხვადასხვა დამამშვიდებელ მედიტაციას მიმართავენ. დაახლოებით 50 წლის ასაკში ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზმის მინიშნებებს, სიგნალებს და ახლობლების რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათ ჯანმრთელობისა და ძალების საოცრად უზარმაზარი მარაგი აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იხარჯება. ისინი უნდა მოერიდონ ნიკოტინსა და ალკოჰოლს, რაც მათ მდგომარეობაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება.რჩევა:უნდა მისდიოთ ცხოვრების ძირითად მიზანს და წვრილმანებზე არ უნდა დაიხარჯოთ. უნდა იმოქმედოთ მიზანსწრაფულად, ძალდაუტანებლად.
https://sputnik-georgia.com/20220521/tyupi-zogadi-daxasiateba-zodiaqo-266799195.html
https://sputnik-georgia.com/20230525/rogor-moqmedebs-zodiaqos-nisani-tqvens-sasiyvarulo-urtiertobebze-278004133.html
https://sputnik-georgia.com/20230523/qoleriki-flegmatiki-gaarkviet-temperamenti-zodiaqos-nisnis-mixedvit-277926580.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23275/57/232755743_84:0:1416:999_1920x0_80_0_0_bdb5ce4587261807f337470514aaf0d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
გაეცანით 30 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.
21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.
30 მაისს ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. სამართლიანობის გრძნობასთან ერთად დროთა განმავლობაში ნამდვილი მეომრის სული უყალიბდებათ. ხშირად რამდენჯერმე ქორწინდებიან და თითოეული ქორწინება შეიძლება სრულიად ბედნიერი იყოს.
სასურველს, როგორც წესი, სწრაფად აღწევენ, ამის გამო საკმაოდ დაუდევარი და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობენ; საკუთარ ძალებს ხშირად ფუჭად ხარჯავენ, არცთუ იშვიათად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ თუ ძალებს საჭირო კალაპოტში მიმართავენ, წარმატებასა და კეთილდღეობას აღწევენ.
ამ დღეს დაბადებულები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან. სურვილი აქვთ მოულოდნელი ცვლილებების, ამიტომ რუტინულ ატმოსფეროში ცხოვრება უჭირთ.
ჩვეულებრივ, სურთ, რომ საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, კარგად არ გამოსდით, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს მალე ბეზრდებათ. ყველაზე დიდი წარმატება მათ მეწარმეობაში ელოდებათ, ანუ იქ, სადაც შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმა და ინიციატივების დაყენება.
ამ დღეს დაბადებულთა განწყობა (განსაკუთრებით, მამაკაცების) შეიძლება სულ ერთ წამში შეიცვალოს. ქალებს, თავის მხრივ, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: გაუძღვნენ სახლის საქმეებს და მართონ კომპანია, განავითარონ ახალი პროექტები და აღზარდონ შვილები.
30 მაისს დაბადებულთათვის საფრთხეს წარმოადგენს აზარტული თამაშებით გატაცება, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის დიდ რისკს შეიცავს. მათ ფხიზლად უნდა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილები და ცხოვრება უფრო მშვიდად და სტაბილურად ააწყონ.
მათი ხასიათის განმასხვავებელი ნიშანია სისწრაფე, რომელიც ხანდახან ძალების ფუჭად დახარჯვას იწვევს; მათ მიერ მიღებულმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა კი გარშემომყოფებს შეიძლება თავბრუ დაახვიოს და ნამდვილ შოკში ჩააგდოს.
ამ დღეს დაბადებულებს დარწმუნების იმდენად კარგი უნარი აქვთ და იმდენად პროგრესულად აზროვნებენ, რომ წარმატებებს ნებისმიერ შემთხვევაში აღწევენ. პრობლემების მსხვერპლი მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა ეს პრობლემები თავად მათ მიერ არის შექმნილი. ამიტომ ამ ადამიანებისთვის სასურველის მიღწევის გზაზე გადამწყვეტი და საკვანძო მომენტია სტაბილურობა და ზომიერება. ეს ეხება როგორც კარიერას, ისე პირად ცხოვრებას.
30 მაისს დაბადებულებისთვის, ნერვული სისტემის გაკონტროლებისთვის, სასარგებლო იქნება, თუ ხანდახან ფსიქოლოგს და სხვადასხვა დამამშვიდებელ მედიტაციას მიმართავენ. დაახლოებით 50 წლის ასაკში ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზმის მინიშნებებს, სიგნალებს და ახლობლების რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათ ჯანმრთელობისა და ძალების საოცრად უზარმაზარი მარაგი აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იხარჯება. ისინი უნდა მოერიდონ ნიკოტინსა და ალკოჰოლს, რაც მათ მდგომარეობაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება.
უნდა მისდიოთ ცხოვრების ძირითად მიზანს და წვრილმანებზე არ უნდა დაიხარჯოთ. უნდა იმოქმედოთ მიზანსწრაფულად, ძალდაუტანებლად.