https://sputnik-georgia.com/20230526/20-wlis-biwis-mkvleloba-axali-detalebi-278054116.html
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები: სავარაუდო დამნაშავემ საქართველო უკვე დატოვა
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები: სავარაუდო დამნაშავემ საქართველო უკვე დატოვა
Sputnik საქართველო
ეჭვმიტანილს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T20:48+0400
2023-05-26T20:48+0400
2023-08-23T09:04+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აჭარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252229703_394:0:2579:1229_1920x0_80_0_0_9cc06cf541c0c7963bf9728256149e1c.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შემთხვევა აჭარაში, სოფელ ლეღვაში მოხდა. 20 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში ჩამარხული დღეს იპოვეს. ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მასპინძლებმა, რომლებსაც ახალგაზრდა სტუმრობდა, ის გააცილეს და ტაქსიში ჩასვეს. მას შემდეგ ის არავის უნახავს.დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა და თანმხლებმა ორმა პირმა ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ორი ახალგაზრდა, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.აჭარაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი სტადიონთან დამარხული იპოვეს>>შსს-ს ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე ქვეყანა დატოვა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252229703_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_9469e64f8e07b91a789a9a5373a9a661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები: სავარაუდო დამნაშავემ საქართველო უკვე დატოვა
20:48 26.05.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ეჭვმიტანილს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა აჭარაში, სოფელ ლეღვაში მოხდა. 20 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში ჩამარხული დღეს იპოვეს. ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მასპინძლებმა, რომლებსაც ახალგაზრდა სტუმრობდა, ის გააცილეს და ტაქსიში ჩასვეს. მას შემდეგ ის არავის უნახავს.
„გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა პირმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა და თანმხლებმა ორმა პირმა ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ორი ახალგაზრდა, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
შსს-ს
ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე ქვეყანა დატოვა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის მუხლებით მიმდინარეობს.