აჭარაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი სტადიონთან დამარხული იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მასპინძლებმა, რომლებსაც ახალგაზრდა სტუმრობდა, ის გააცილეს და ტაქსიში ჩასვეს. მას შემდეგ ის არავის უნახავს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აჭარაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში ჩამარხული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მკვლელობა სოფელ ლეღვაში მოხდა. ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, მასპინძლებმა, რომლებსაც ახალგაზრდა სტუმრობდა, ის გააცილეს და ტაქსიში ჩასვეს. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქობულეთში სტუმრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამ დრომდე, სავარაუდოდ, მიმალულია.
სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდის ცხედარი მიწაში ჩამარხული იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ყველა ახალი ამბავი
0