https://sputnik-georgia.com/20230521/21-maiss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-277872624.html
21 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
21 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 21 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 21.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-21T00:15+0400
2023-05-21T00:15+0400
2023-05-24T14:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277973881_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_851d9d40f566b0e4aa6aced732cfce48.jpg
გაეცანით 21 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვისწარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21-31 მაისი21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.21 მაისს დაბადებულები21 მაისს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და ფიცხი ადამიანები არიან. მათი ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე. სჩვევიათ უცნაური საქციელი, მკვეთრი მანერები, უტაქტობა. ცხოვრებას საკმაოდ ურთულებს სიყვარულის მუდმივი მოთხოვნილება, რომლის გარეშეც ხანდახან დეპრესიული აზრებიც მოსდით თავში. ამ ადამიანებს აქვთ დიდი გონებრივი ენერგია, არიან ძალზე აქტიური, გადაწყვეტილებებში - სწრაფი.21 მაისს დაბადებულები ბუნებით შორსმჭვრეტელი არიან, ეფექტურად მიდიან დასახული მიზნისკენ. არ გაურბიან კონფლიქტებს, თუ ერთხელ ჩაერთვებიან „ჩხუბში“, მას ბოლომდე მიჰყვებიან. ამით ისინი „იდეურ ადამიანებს“ არ ჰგვანან, რომლებსაც აშინებთ ბარიერები და ადვილად კარგავენ ინტერესს საქმისადმი. იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა>>ისინი უფრო იმ ხარს ჰგვანან, რომელიც არც დაფიქრდება გამარჯვების ალბათობაზე, უბრალოდ, ისწრაფვის მისკენ. ეს ადამიანები ბუნებით მებრძოლნი არიან, არ მიეკუთვნებიან „იდეალისტ-მეოცნებეთა“ რიცხვს, მოვლენების, ბრძოლის ცენტრში ურჩევნიათ ყოფნა.ზოგჯერ ამ პერიოდში დაბადებულებს ანგარებაც ამოძრავებს, მაგრამ მაინც, მათი უმეტესობა უფრო გაცემას არის მიჩვეული, ვიდრე მიღებას. როგორც შედეგი - ეს ადამიანები პრობლემურად იღებენ საჩუქარსა თუ დახმარებას სხვებისგან. უფრო ინდივიდუალისტები არიან, მათ „საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი“ არ ესაჭიროებათ, პრობლემებს თავად წყვეტენ. ამ ადამიანებს, როგორც წესი, აუცილებელი თანხა ყოველთვის აქვთ (თუმცა, ხშირად ბოლო მომენტში).21 მაისს დაბადებულები საკმაოდ თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანები არიან. შესაძლოა, ხანდახან ფუჭად იშრომონ, ამის გამო დაცინვის ობიექტიც გახდნენ, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლას მაინც განაგრძობენ. არიან დომინანტი პიროვნებები, რომელთათვისაც დიდი ბედნიერებაა გარშემომყოფების დაქვემდებარება. ზოგიერთი კი საერთოდ არ ამჟღავნებს საკუთარ თავს, არ ახმიანებს არცერთ თავის გენიალურ იდეას და ახლობლების ზურგს უკან იმალება.ამ დღეს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, სინდისის ქენჯნა აწუხებთ, ხანდახან დეპრესიულ-გამანადგურებელი ფიქრებიც ეწვევათ ხოლმე, არადა, სულ ტყუილად - მათი წარმატების ერთადერთი გარანტი ხომ მხოლოდ სურვილი და განწყობაა. მათ უდიდესი მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ ცხოვრებაში, თუ ამას მოინდომებენ.ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ჯანმრთელობა21 მაისს დაბადებულები ცეცხლოვანი ენერგიით არიან აღსავსე და ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვართ. მათი დაავადებების მიზეზიც აქ იმალება - მიზნის მისაღწევად მუშაობენ დღე და ღამ, საერთოდ ავიწყდებათ თავიანთი ორგანიზმი, ხოლო როდესაც რაიმე სენს შენიშნავენ, უკვე გვიანია ხოლმე. მათ უნდა უსმინონ ორგანიზმის სიგნალებს; მათი ნერვული სისტემა მუდამ ძალიან დაძაბულია, მაგრამ, საბედნიეროდ, საკმაოდ ამტანი ნერვები აქვთ. თავიანთი ექსპრესიულობიდან გამომდინარე, ეს ადამიანები კარგად უნდა იკვებებოდნენ, რომ დახარჯული ენერგია აღიდგინონ.რჩევა:ისწავლეთ, რომ საკუთარ თავს მიხედოთ; კარგად მოიფიქრეთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ შეასხათ თქვენს იდეებს ხორცი; საჭირო არ არის, გარშემომყოფებს ავნოთ. ასევე დაიმახსოვრეთ ძირითადი წესი - არ არის საჭირო დიდ პროექტზე ჩაბღაუჭება, შეასრულეთ რამდენიმე პატარა პროექტი და თანდათანობით. ნუ დაივიწყებთ სიკეთისა და თავაზიანობის შესახებ, ასევე დასვენებაზე, რომელიც ნერვების განმუხტვაში დაგეხმარებათ.
https://sputnik-georgia.com/20220521/tyupi-zogadi-daxasiateba-zodiaqo-266799195.html
https://sputnik-georgia.com/20230515/profesia-zodiaqos-nisnis-mixedvit-277684987.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277973881_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_0c4d8aa6f1963459fc9fd91c177281e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
გაეცანით 21 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.
21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.
21 მაისს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და ფიცხი ადამიანები არიან. მათი ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე. სჩვევიათ უცნაური საქციელი, მკვეთრი მანერები, უტაქტობა. ცხოვრებას საკმაოდ ურთულებს სიყვარულის მუდმივი მოთხოვნილება, რომლის გარეშეც ხანდახან დეპრესიული აზრებიც მოსდით თავში. ამ ადამიანებს აქვთ დიდი გონებრივი ენერგია, არიან ძალზე აქტიური, გადაწყვეტილებებში - სწრაფი.
21 მაისს დაბადებულები ბუნებით შორსმჭვრეტელი არიან, ეფექტურად მიდიან დასახული მიზნისკენ. არ გაურბიან კონფლიქტებს, თუ ერთხელ ჩაერთვებიან „ჩხუბში“, მას ბოლომდე მიჰყვებიან. ამით ისინი „იდეურ ადამიანებს“ არ ჰგვანან, რომლებსაც აშინებთ ბარიერები და ადვილად კარგავენ ინტერესს საქმისადმი.
ისინი უფრო იმ ხარს ჰგვანან, რომელიც არც დაფიქრდება გამარჯვების ალბათობაზე, უბრალოდ, ისწრაფვის მისკენ. ეს ადამიანები ბუნებით მებრძოლნი არიან, არ მიეკუთვნებიან „იდეალისტ-მეოცნებეთა“ რიცხვს, მოვლენების, ბრძოლის ცენტრში ურჩევნიათ ყოფნა.
ზოგჯერ ამ პერიოდში დაბადებულებს ანგარებაც ამოძრავებს, მაგრამ მაინც, მათი უმეტესობა უფრო გაცემას არის მიჩვეული, ვიდრე მიღებას. როგორც შედეგი - ეს ადამიანები პრობლემურად იღებენ საჩუქარსა თუ დახმარებას სხვებისგან.
უფრო ინდივიდუალისტები არიან, მათ „საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი“ არ ესაჭიროებათ, პრობლემებს თავად წყვეტენ. ამ ადამიანებს, როგორც წესი, აუცილებელი თანხა ყოველთვის აქვთ (თუმცა, ხშირად ბოლო მომენტში).
21 მაისს დაბადებულები საკმაოდ თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანები არიან. შესაძლოა, ხანდახან ფუჭად იშრომონ, ამის გამო დაცინვის ობიექტიც გახდნენ, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლას მაინც განაგრძობენ.
არიან დომინანტი პიროვნებები, რომელთათვისაც დიდი ბედნიერებაა გარშემომყოფების დაქვემდებარება. ზოგიერთი კი საერთოდ არ ამჟღავნებს საკუთარ თავს, არ ახმიანებს არცერთ თავის გენიალურ იდეას და ახლობლების ზურგს უკან იმალება.
ამ დღეს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, სინდისის ქენჯნა აწუხებთ, ხანდახან დეპრესიულ-გამანადგურებელი ფიქრებიც ეწვევათ ხოლმე, არადა, სულ ტყუილად - მათი წარმატების ერთადერთი გარანტი ხომ მხოლოდ სურვილი და განწყობაა. მათ უდიდესი მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ ცხოვრებაში, თუ ამას მოინდომებენ.
21 მაისს დაბადებულები ცეცხლოვანი ენერგიით არიან აღსავსე და ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვართ. მათი დაავადებების მიზეზიც აქ იმალება - მიზნის მისაღწევად მუშაობენ დღე და ღამ, საერთოდ ავიწყდებათ თავიანთი ორგანიზმი, ხოლო როდესაც რაიმე სენს შენიშნავენ, უკვე გვიანია ხოლმე.
მათ უნდა უსმინონ ორგანიზმის სიგნალებს; მათი ნერვული სისტემა მუდამ ძალიან დაძაბულია, მაგრამ, საბედნიეროდ, საკმაოდ ამტანი ნერვები აქვთ. თავიანთი ექსპრესიულობიდან გამომდინარე, ეს ადამიანები კარგად უნდა იკვებებოდნენ, რომ დახარჯული ენერგია აღიდგინონ.
ისწავლეთ, რომ საკუთარ თავს მიხედოთ; კარგად მოიფიქრეთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ შეასხათ თქვენს იდეებს ხორცი; საჭირო არ არის, გარშემომყოფებს ავნოთ. ასევე დაიმახსოვრეთ ძირითადი წესი - არ არის საჭირო დიდ პროექტზე ჩაბღაუჭება, შეასრულეთ რამდენიმე პატარა პროექტი და თანდათანობით. ნუ დაივიწყებთ სიკეთისა და თავაზიანობის შესახებ, ასევე დასვენებაზე, რომელიც ნერვების განმუხტვაში დაგეხმარებათ.