18 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
გაეცანით 18 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
12–20 მაისი
12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.
ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2023
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება
მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.
18 მაისს დაბადებულები
18 დაბადებულები გაბედული, ჯიუტი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული პიროვნებები არიან. აქვთ შესანიშნავი ორგანიზატორული თვისებები, არიან ორატორები, შეუძლიათ სხვა ადამიანებზე ზეგავლენა. როგორც წესი, ფინანსურ საკითხებში უმართლებთ.
ამ დღეს დაბადებულთა ხასიათში უჩვეულოდ არის გადაჯაჭვული ლიბერალიზმი და ტრადიციონალიზმი. ისინი თაყვანს სცემენ ჩვეულ წესებს, მათი მთავარი სურვილია საზოგადოების სრულყოფა.
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული>>
18 მაისს დაბადებულთაგან ბევრი შემორჩა ისტორიას, როგორც უსამართლობასა და უკანონობასთან მებრძოლი. მნიშვნელობა არა აქვს, მოღვაწეობენ ისინი პოლიტიკაში თუ სხვა ნებისმიერ სფეროში, ამ დღეს დაბადებულები უმაღლეს დონეზე გრძნობენ პასუხისმგებლობას, ემსახურონ სამშობლოს და ბევრი მათგანი სწორედ ამას უძღვნის თავის ცხოვრებას.
ისინი საკმაოდ პრაქტიკულები არიან, თუმცა, ცოტა ოცნებებში ჩაძირვაც ახასიათებთ. არ უყვართ არარაციონალური ადამიანები, რომლებსაც სამუშაოს ორგანიზება არ შეუძლიათ. მოსწონთ, როდესაც სამუშაო ორომტრიალისა და სიჩქარის გარეშე, მაგრამ დროულად სრულდება. თუ უვიცობასა და უმეცრებას აწყდებიან, თავშეკავება უჭირთ.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2018
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"
ოჯახში ერთგვარი „გონების ხმის" ფუნქციას ასრულებენ. ხანდახან საკუთარი ბავშვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არიან, მკაცრად აკრიტიკებენ მათ მცირე შეცდომის გამოც კი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საქმე იმდენად იტაცებთ, რომ ისეთივე ირაციონალური ხდებიან, როგორც მათი ოპონენტები, რომლებსაც თავად აკრიტიკებენ. შეიძლება ეს თვითონაც გამოეპაროთ მხედველობიდან, მაგრამ თუ ამაზე ვინმე მიანიშნებს, ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ. ისინი ჭეშმარიტებაზე წარმოდგენის ერთგულნი არიან და ხშირად თვითონ ებმებიან საკუთარი ფანატიკური ერთგულების მახეში.
18 მაისს დაბადებულებს ცხოვრების ბევრი სფერო აინტერესებთ. მათთვის ცხოვრება - ეს მუდმივი ბრძოლაა, შესაძლოა, შინაგანი ომიც. კონფლიქტი მათი არსებობის თანამგზავრია. თითქოს მუდამ ბარიერს, დაბრკოლებას ეძებენ, რომ შემდეგ გადალახონ ის. ხშირად საქმეში ისე ერთვებიან, რომ ავიწყდებათ საკუთარი თავიცა და სხვებიც. ეს პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს.
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ჯანმრთელობა
18 მაისს დაბადებულებისთვის აუცილებელია მარსის ფეთქებად ენერგიასა და ვენერას რბილ ზომიერებას შორის ბალანსის დაცვა. თუ მათ დათრგუნეს საკუთარი სურვილები, ამან, შესაძლოა, დეპრესია გამოიწვიოს. მრისხანების არაკონტროლირებად გამოვლინებებს შეუძლია მათი ნერვული დაავადებების გამოწვევა, ასევე ჰიპერტონია, გულს-სისხლძარღვთა პრობლემები. მათთვის კარგი იქნება, თუ ვეგეტარიანულ დიეტას დაიცავენ, თუნდაც ეს დიეტა არ იყოს ძალიან მკაცრი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის დასვენებას, სრულფასოვან ძილს.
რჩევა:
ეცადეთ, მოუსმინოთ და უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. ხანდახან გამოეთიშეთ გარე სამყაროს. მოუსმინეთ შინაგან ხმას. გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი გარშემომყოფების მოსაზრებების მიმართ, თუნდაც მათ აზრებს არ ეთანხმებოდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0