https://sputnik-georgia.com/20230518/--------277801827.html
ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება მიულოცა
ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება მიულოცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და... 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T14:21+0400
2023-05-18T14:21+0400
2023-05-18T18:28+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627620_0:163:1600:1064_1920x0_80_0_0_191ccc3a90b763ac7e5f96bb92434f4d.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თურქეთში კვირას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კომისიის (YSK) მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 49,51% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 44,88%, ხოლო პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოგანმა – 5,7%.პრემიერმა ერდოღანს ასევე მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება.თურქეთში ბიულეტენების 100% დამუშავდა: გაირკვა შედეგები>>>თურქეთის საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურ ალიანსს“, რომელსაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა ხმების 49,47% აქვს მიღებული.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანის როლი როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ისე რეგიონის სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც ორივე ქვეყანაა ჩართული.პრემიერმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების 50%-ზე მეტის მიღება, ორშაბათს თურქეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გამოაცხადა, რომელიც 28 მაისს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627620_224:157:1484:1102_1920x0_80_0_0_656a101ad408b8e7a2eed8af62c314be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში კვირას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კომისიის (YSK) მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 49,51% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 44,88%, ხოლო პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოგანმა – 5,7%.
პრემიერმა ერდოღანს ასევე მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება.
თურქეთის საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურ ალიანსს“, რომელსაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა ხმების 49,47% აქვს მიღებული.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანის როლი როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ისე რეგიონის სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც ორივე ქვეყანაა ჩართული.
პრემიერმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების 50%-ზე მეტის მიღება, ორშაბათს თურქეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გამოაცხადა, რომელიც 28 მაისს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.