https://sputnik-georgia.com/20230515/arcevnebi-turqetsi-277668571.html
თურქეთში ბიულეტენების 100% დამუშავდა: გაირკვა შედეგები
თურქეთში ბიულეტენების 100% დამუშავდა: გაირკვა შედეგები
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების 100 პროცენტი დამუშავდა, იტყობინება სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber. 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T09:31+0400
2023-05-15T09:31+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277667254_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_75251ef1b290363e07537cc29caec490.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების 100 პროცენტი დამუშავდა, იტყობინება სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber.საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 49,35 პროცენტი აქვს მიღებული, მის ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45%. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, სინან ოგანს, მან ხმების 5,28% მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის სასარგებლოდ დათმობს ის ხმებს მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს გაიმართება.თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: 69 წლის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან და 55 წლის სინან ოგანი.მეოთხე კანდიდატმა, პარტია „მემლექეთის“ ლიდერმა მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა.რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ბიულეტენების დაახლოებით 98%-ის დათვლის შემდეგ „რესპუბლიკურ ალიანსს“, რომელსაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ხელმძღვანელობს, 49,31% აქვს, უშუალოდ ერდოღანის პარტიას — 35,4%, ოპოზიციურ „სახალხო ალიანსს“, რომელსაც ქილიჩდაროღლუს „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ხელმძღვანელობს – 35,21%. თავად პარტიას ხმების 25,38% აქვს მიღებული.წინასწარი მონაცემებით, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ შესაძლოა პარლამენტში 266 ადგილი დაიკავოს, „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ — 168, რესპუბლიკური ალიანსის წევრმა „ნაციონალისტურმა მოძრაობამ“ და „კეთილდღეობის ახალმა პარტიამ“, შესაბამისად – 51 და 5 მანდატი, „შრომისა და თავისუფლების“ ალიანსმა კი, რომელშიც პროქურთული პარტიაც შედის — 66 ადგილი.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277667254_63:0:2794:2048_1920x0_80_0_0_6f21243c22dd448d23aa93460fce0878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების 100 პროცენტი დამუშავდა, იტყობინება სახელმწიფო ტელეარხი
TRT Haber. საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 49,35 პროცენტი აქვს მიღებული, მის ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45%.
რაც შეეხება მესამე კანდიდატს, სინან ოგანს, მან ხმების 5,28% მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის სასარგებლოდ დათმობს ის ხმებს მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: 69 წლის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან და 55 წლის სინან ოგანი.
მეოთხე კანდიდატმა, პარტია „მემლექეთის“ ლიდერმა მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ბიულეტენების დაახლოებით 98%-ის დათვლის შემდეგ „რესპუბლიკურ ალიანსს“, რომელსაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ხელმძღვანელობს, 49,31% აქვს, უშუალოდ ერდოღანის პარტიას — 35,4%, ოპოზიციურ „სახალხო ალიანსს“, რომელსაც ქილიჩდაროღლუს „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ხელმძღვანელობს – 35,21%. თავად პარტიას ხმების 25,38% აქვს მიღებული.
წინასწარი მონაცემებით, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ შესაძლოა პარლამენტში 266 ადგილი დაიკავოს, „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ — 168, რესპუბლიკური ალიანსის წევრმა „ნაციონალისტურმა მოძრაობამ“ და „კეთილდღეობის ახალმა პარტიამ“, შესაბამისად – 51 და 5 მანდატი, „შრომისა და თავისუფლების“ ალიანსმა კი, რომელშიც პროქურთული პარტიაც შედის — 66 ადგილი.