https://sputnik-georgia.com/20230517/marwyvi-sasargeblo-tvisebebi-fragaria-277748798.html
მარწყვი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა
მარწყვი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა
Sputnik საქართველო
მარწყვი არა მხოლოდ არომატული და გემრიელი კენკროვანი მცენარეა, არამედ მდიდარია მრავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებით. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T12:05+0400
2023-05-17T12:05+0400
2023-05-17T16:24+0400
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23612/97/236129781_0:378:4032:2646_1920x0_80_0_0_4e4e059b3345df97af5800bcddec37d0.jpg
მარწყვი (Fragaria) — ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება სამი სახეობა: ტყის მარწყვი (Fragaria vesca), მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) და მუშკის მარწყვი (Fragaria moschata). მარწყვი არა მხოლოდ არომატული და გემრიელი კენკროვანი მცენარეა, არამედ ის მდიდარია მრავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებით: ვიტამინები А, В1, В2, В9, С, Е, К, Н და РР, ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი. • კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით მარწყვი ხელს უწყობს გულის კუნთის სწორ მუშაობას, არეგულირებს არტერიული წნევის დონეს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გამტარიანობას, იცავს დეპრესიისგან, აქრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. მარწყვში არსებული კალციუმი და ფტორი კი ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. • მაგნიუმი კი, რომელიც მრავლადაა ამ კენკრის შემადგენლობაში, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა. • მარწყვი ასტიმულირებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნას. სისხლის წარმოქმნის უცვლელი წყაროებია ამ კენკრაში არსებული კობალტი, სპილენძი და მოლიბდენი. • ამ კენკრაში ვიტამინ С-ს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ლიმონში. ამიტომ ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების აღდგენასა და განახლებას, აუმჯობესებს სახსრების შიდა სითხის ხარისხს. • ვიტამინი Е, ანტოციანი მძლავრი ანტიოქსიდანტია. მათი მეშვეობით მარწყვი ანელებს სიბერის პროცესს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, არის ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკა. • მარწყვი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც აუცილებელია ორსულობის დაგეგმვის დროს. ამავე დროს ფოლიუმის მჟავა ამაგრებს სახსრებს. • მარწყვის სიწითლეს განაპირობებს В–კაროტინი, რომელიც ორგანიზმში А–ვიტამინის წინამორბედია. ის უზრუნველყოფს უჯრედების განახლებასა და კანის ელასტიკურობას, ასწორებს ნაოჭებს, ასტიმულირებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას. • სალიცილის მჟავას, რომელიც მარწყვის შემადგენლობაშია, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს გარეგანი გამოყენებისას, ხოლო მიღებისას – სიცხის დამწევი მოქმედება. • უჯრედისის რბილი ბოჭკოები, რომლითაც მდიდარია მარწყვის რბილობი, ნაწლავებიდან გამოდევნის შლაკებს, ასტიმულირებს პერისტალტიკას (ნაწლავების, კუჭის კედლების ტალღისებური შეკუმშვა-მოდუნება), ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მარწყვი, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების დროს: ხალხურ მედიცინაში გამოიყენება არა მხოლოდ მარწყვის ნაყოფი, არამედ მისი ფოთოლიც. ფოთლის ჩაი მდიდარია С ვიტამინით, აქვს მსუბუქი შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტი, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. რეკომენდებულია თირკმლებში წვრილი ქვებისა და ქვიშის არსებობისას, შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, გაციებისა და გრიპის დროს. ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები>>მარწყვის ფოთლის ჩაი მოამზადეთ ამგვარად: გამომშრალი ფოთლები დააქუცმაცეთ 2–4 ნაწილად. 1 ჩაის ჭიქაზე იღებენ დაახლოებით 2 მსხვილ ფოთოლს. ჩაის მომზადება უმჯობესია ფაიფურის ჭურჭელში. ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5–10 წუთი. მიიღეთ თაფლთან ან შაქართან ერთად დღეში 2–3-ჯერ. ფოთლისგან ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ნაყენი, რომელიც გამოიყენება ღრძილების დაავადებების, ანგინის, ყელის ტკივილისას. ნაყენის მოსამზადებლად 2 ჭიქა მდუღარე წყალზე დაგჭირდებათ 6–8 ფოთოლი. უნდა გააჩეროთ თერმოსში 40 წუთი და გამოივლოთ პირის ღრუსა და ყელში. ფოთლების ძლიერი ნაყენი შველის კუჭის აშლილობის, საკვებით მოწამვლის, ასევე ნაწლავების მსუბუქი ინფექციებისას. მარწყვი ბავშვების საყვარელი კენკრაა, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული წლამდე ბავშვისთვის. ასევე იდეალური პროდუქტია ორსულობის დაგეგმვისა და პირველ თვეებში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის. ბუნებაში ყველაფერი ან წამალია, ან საწამლავი. არასწორი გამოყენებისას შეიძლება ჯანმრთელობა დავიზიანოთ. ცირცელის სასარგებლო თვისებები>>როდის არ შეიძლება მარწყვის მიღება, და საჭირო რეკომენდაციები: • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ხილის მჟავების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს; • დიდი ზომის ქვები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში; • თირკმლების უკმარისობა; • მარწყვის ძალიან მცირე კურკამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას ადამიანებს, რომლებსაც კბილის პროთეზი აქვთ, ასევე გამოიწვიოს ღრძილების დაავადებები; • მარწყვი ცუდად ინახება, მალე ფუჭდება, ამიტომ მან შეიძლება ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს; • მწარმოებლები მარწყვის ადრე დასამწიფებლად ხშირად იყენებენ ნიტრატებს, ჰორმონებს, ამიტომ ნუ ენდობით მაღაზიებში სეზონის დადგომამდე გამოტანილ მარწყვს; • მარწყვი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, ასევე ძლიერ ალერგიული მცენარეა. მარწყვი დიეტური პროდუქტია. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ნაწლავებიდან გამოჰყავს ქოლესტერინი, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და თან დაბალკალორიულია (100 გ – 30-40 კკალ.) ის რეკომენდებულია (ზომიერად) დიაბეტით დაავადებულებისთვის. მარწყვი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, კულინარიაში. არის აფროდოზიაკი – აძლერებს სექსუალურ ლტოლვას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
https://sputnik-georgia.com/20210524/Jolos-sasargeblo-Tvisebebi-Rubus-idaeus-251799005.html
https://sputnik-georgia.com/20220620/tuta-morus-samkurnalo-tvisebebi-267609482.html
https://sputnik-georgia.com/20230516/daricini-sasargeblo-cinnamomum-verum-277708028.html
https://sputnik-georgia.com/20200622/mocvi-Vaccinium-248792036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23612/97/236129781_0:0:4032:3024_1920x0_80_0_0_6c848357c5280f1cc88633d7a84ca702.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა, სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა, სასარგებლო რჩევები
მარწყვი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა
12:05 17.05.2023 (განახლებულია: 16:24 17.05.2023) მარწყვი არა მხოლოდ არომატული და გემრიელი კენკროვანი მცენარეა, არამედ მდიდარია მრავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებით.
მარწყვი (Fragaria) — ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია.
საქართველოში ველურად იზრდება სამი სახეობა: ტყის მარწყვი (Fragaria vesca), მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) და მუშკის მარწყვი (Fragaria moschata).
მარწყვი არა მხოლოდ არომატული და გემრიელი კენკროვანი მცენარეა, არამედ ის მდიდარია მრავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებით: ვიტამინები А, В1, В2, В9, С, Е, К, Н და РР, ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი.
• კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით მარწყვი ხელს უწყობს გულის კუნთის სწორ მუშაობას, არეგულირებს არტერიული წნევის დონეს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გამტარიანობას, იცავს დეპრესიისგან, აქრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. მარწყვში არსებული კალციუმი და ფტორი კი ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.
• მაგნიუმი კი, რომელიც მრავლადაა ამ კენკრის შემადგენლობაში, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.
• მარწყვი ასტიმულირებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნას. სისხლის წარმოქმნის უცვლელი წყაროებია ამ კენკრაში არსებული კობალტი, სპილენძი და მოლიბდენი.
• ამ კენკრაში ვიტამინ С-ს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ლიმონში. ამიტომ ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების აღდგენასა და განახლებას, აუმჯობესებს სახსრების შიდა სითხის ხარისხს.
• ვიტამინი Е, ანტოციანი მძლავრი ანტიოქსიდანტია. მათი მეშვეობით მარწყვი ანელებს სიბერის პროცესს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, არის ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკა.
• მარწყვი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც აუცილებელია ორსულობის დაგეგმვის დროს. ამავე დროს ფოლიუმის მჟავა ამაგრებს სახსრებს.
• მარწყვის სიწითლეს განაპირობებს В–კაროტინი, რომელიც ორგანიზმში А–ვიტამინის წინამორბედია. ის უზრუნველყოფს უჯრედების განახლებასა და კანის ელასტიკურობას, ასწორებს ნაოჭებს, ასტიმულირებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას.
• სალიცილის მჟავას, რომელიც მარწყვის შემადგენლობაშია, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს გარეგანი გამოყენებისას, ხოლო მიღებისას – სიცხის დამწევი მოქმედება.
• უჯრედისის რბილი ბოჭკოები, რომლითაც მდიდარია მარწყვის რბილობი, ნაწლავებიდან გამოდევნის შლაკებს, ასტიმულირებს პერისტალტიკას (ნაწლავების, კუჭის კედლების ტალღისებური შეკუმშვა-მოდუნება), ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
მარწყვი, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების დროს:
სახსრების დაავადებები (ართრიტები, ართროზები, პოდაგრა)
თირკმლებისა და შარდმდენი გზების დაავადებები
სისხლძარღვების დაავადებები, მათ შორის ათეროსკლეროზი
ძალის დაქვეითება, ავიტამინოზი, მძიმე დაავადების შემდეგ აღდგენითი პერიოდი
იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი გაციება, გრიპი
შეკრულობა, ნაწლავების დისბაქტერიოზი
სტომატიტი, ანგინა, ფარინგიტი.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება არა მხოლოდ მარწყვის ნაყოფი, არამედ მისი ფოთოლიც. ფოთლის ჩაი მდიდარია С ვიტამინით, აქვს მსუბუქი შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტი, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. რეკომენდებულია თირკმლებში წვრილი ქვებისა და ქვიშის არსებობისას, შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, გაციებისა და გრიპის დროს.
მარწყვის ფოთლის ჩაი მოამზადეთ ამგვარად: გამომშრალი ფოთლები დააქუცმაცეთ 2–4 ნაწილად. 1 ჩაის ჭიქაზე იღებენ დაახლოებით 2 მსხვილ ფოთოლს. ჩაის მომზადება უმჯობესია ფაიფურის ჭურჭელში. ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5–10 წუთი. მიიღეთ თაფლთან ან შაქართან ერთად დღეში 2–3-ჯერ.
ფოთლისგან ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ნაყენი, რომელიც გამოიყენება ღრძილების დაავადებების, ანგინის, ყელის ტკივილისას. ნაყენის მოსამზადებლად 2 ჭიქა მდუღარე წყალზე დაგჭირდებათ 6–8 ფოთოლი. უნდა გააჩეროთ თერმოსში 40 წუთი და გამოივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
ფოთლების ძლიერი ნაყენი შველის კუჭის აშლილობის, საკვებით მოწამვლის, ასევე ნაწლავების მსუბუქი ინფექციებისას.
მარწყვი ბავშვების საყვარელი კენკრაა, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული წლამდე ბავშვისთვის. ასევე იდეალური პროდუქტია ორსულობის დაგეგმვისა და პირველ თვეებში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის.
ბუნებაში ყველაფერი ან წამალია, ან საწამლავი. არასწორი გამოყენებისას შეიძლება ჯანმრთელობა დავიზიანოთ.
როდის არ შეიძლება მარწყვის მიღება, და საჭირო რეკომენდაციები:
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ხილის მჟავების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს;
• დიდი ზომის ქვები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში;
• მარწყვის ძალიან მცირე კურკამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას ადამიანებს, რომლებსაც კბილის პროთეზი აქვთ, ასევე გამოიწვიოს ღრძილების დაავადებები;
• მარწყვი ცუდად ინახება, მალე ფუჭდება, ამიტომ მან შეიძლება ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს;
• მწარმოებლები მარწყვის ადრე დასამწიფებლად ხშირად იყენებენ ნიტრატებს, ჰორმონებს, ამიტომ ნუ ენდობით მაღაზიებში სეზონის დადგომამდე გამოტანილ მარწყვს;
• მარწყვი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, ასევე ძლიერ ალერგიული მცენარეა.
მარწყვი დიეტური პროდუქტია. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ნაწლავებიდან გამოჰყავს ქოლესტერინი, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და თან დაბალკალორიულია (100 გ – 30-40 კკალ.)
ის რეკომენდებულია (ზომიერად) დიაბეტით დაავადებულებისთვის.
მარწყვი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, კულინარიაში. არის აფროდოზიაკი – აძლერებს სექსუალურ ლტოლვას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.