დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო

© Pixabay / stevepbდარიჩინი
დარიჩინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
დარიჩინი პიკანტური გემოსა და არომატის მქონე სანელებელია, რომელსაც დიდწილად კულინარიაში იყენებენ, თუმცა მისი სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი.
დარიჩინი (Cinnamomum verum) დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. ჩვენ ვიყენებთ მის გამომშრალ ქერქს, რომელიც გაშრობისას მილივით ეხვევა.
ყიდვისას ორი – ჩხირების და დაფქული სახით გვხვდება.
არსებობს დარიჩინის ორი ძირითადი სახეობა – ცეილონის, ანუ ნამდვილი დარიჩინი და ჩინური, ან ინდური, რომელიც უფრო ხშირად იყიდება მაღაზიებში. ყველაზე სასარგებლოა ცეილონის დარიჩინი.
დარიჩინის ისტორიული სამშობლო შრი-ლანკაა.
დარიჩინის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ეგვიპტეში მას ცხედრის ბალზამირებისას ერთ-ერთ კომპონენტად იყენებდნენ. რომში ფართოდ გამოიყენებოდა კულინარიაში, ძველ საბერძნეთში ის შედიოდა სუნამოებისა და წამლების შემადგენლობაში, იყენებდნენ სხვადასხვა თილისმების დამზადებისას.
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება – გოჯი ბერი>>
დარიჩინს, როგორც უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას, იხსენიებენ ძველ ჩინურ საექიმო ნაშრომებში. ის ნახსენებია ძველ ინდურ ტრაქტატში ჯანმრთელობის შესახებ „აიურვედა“ და ძველ აღთქმაშიც.
დარიჩინის შემადგენლობა, კალორიულობა:
დარიჩინში შედის ნივთიერებები: კალიუმი, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი. ვიტამინები: А, B1, B2, B4 (ქოლონი), B5, B6, B9, С, Е, К, PP.
100 გრამი პროდუქტის კალორიულობაა 261 კკალორია.
დარიჩინის სასარგებლო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ დარიჩინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე. ის ამაღლებს ზოგად ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესების ტვინის მუშაობას, შეუძლია მხედველობითი მეხსიერების გაუმჯობესება, აქვს ანთების საწინააღმდეგო და სისხლის აღდგენის თვისებები, ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს.
კაკაოს ნაყოფი და ფხვნილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები
დარიჩინს შეუძლია სისხლში შაქრის დონის რეგულირება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ დღეში 1 ჩაის კოვზზე მეტი დარიჩინის მიღება არ შეიძლება. ეს დაახლოებით 5–7 გრამია.
გაციების დროს ყველაზე ეფექტურია (და გემრიელი) დარიჩინისა და თაფლის ნაზავი. ამ შემთხვევაში დარიჩინი კიდევ უფრო აძლიერებს თაფლის თვისებებს – ამ ორი ანტიბაქტერიული ბუნებრივი კომპონენტის წყალობით იზრდება სასიცოცხლო ფუნქციები, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ვირუსთან ბრძოლა უფრო მარტივი ხდება. საჭიროა მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. გაციების დროს მიიღეთ დღეში სამჯერ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება დარიჩინის მიღება მაღალი ტემპერატურის დროს. დარიჩინში შემავალ კუმარინს თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.
კალენდულა ანუ გულყვითელა – სასარგებლო თვისებები>>
ძველ დროში დარიჩინს მთავარ ანტისეპტიკურ საშუალებად იყენებდნენ. ჭრილობაზე დარიჩინის დაყრა ხელს უშლის სისხლში ინფექციის მოხვედრას, ამასთან სწრაფად ხდება ქსოვილის აღდგენა.
დარიჩინს ხშირად ამატებენ საღეჭ რეზინში, კბილის პასტებსა და პირის ღრუს გამოსავლებ სითხეებში. ის აქრობს ბაქტერიებს, არ აზიანებს კბილებს და არ ცვლის კბილის ემალის ფერს.
დარიჩინი ლიდერია რთული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. მაგალითად, ის ებრძვის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.
ტესტი დიაბეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით: დიაბეტი
მას მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების წარმოქმნის რისკი, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ამცირებს.
ეს არომატული სანელებელი ძალიან კარგად მოქმედებს ნაწლავებზე, აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს მუცელში, სასარგებლოა მეტეორიზმის დროს.
ქალებში კერძებსა და სასმელებს დარიჩინის შემცველობით შეუძლია შეამსუბუქოს წინამენსტრუალური სინდრომი და შეამციროს ტკივილის შეგრძნებები, მოხსნას გაღიზიანება. მისი რეგულარული მიღება აძლიერებს სექსუალობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოში და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით დარიჩინი ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს.
კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>
მამაკაცებში დარიჩინი ზრდის პოტენციასა და ფიზიკურ აქტივობას, სქესობრივ ლტოლვას. მაგრამ დაცული უნდა იყოს დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარიჩინი პირიქით იმოქმედებს და გამოიწვევს სისუსტეს და დეპრესიასაც კი.
დარიჩინი ზედმეტ წონას ებრძვის. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. დაამატეთ ყოველდღიურად დარიჩინი ფაფებს, იოგურტს, სმუზის. საღამოს მოამზადეთ ჩაი დარიჩინით – ცხელ წყალში დარიჩინთან ერთად თაფლიც ჩაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. გახდომისთვის მიიღეთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, დარიჩინმა შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ:
დარიჩინის მიღება არ შეიძლება, თუ გაქვთ ალერგია; ასევე არ შეიძლება ორსულებისთვის, ძუძუთი კვების დროს, სამ წლამდე ბავშვებისთვის, წყლულით დაავადებისა და პანკრეატიტის დროს, მაღალი ტემპერატურისას, ქიმიოთერაპიის კურსის დროს. დარიჩინი ათხელებს სისხლს, ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც სისხლი ძნელად უდედდება. ასევე არ შეიძლება დარიჩინის მიღება მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სანელებელი გულისცემას აჩქარებს.
ცირცელი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
ცირცელის სასარგებლო თვისებები
რჩევები
დარიჩინის შენახვა მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში ჯობს. მოათავსეთ ქილა ბნელ და მშრალ ადგილზე.
დაფქული სახით დარიჩინის შენახვა ექვს თვეზე მეტხანს არ ღირს, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს, ჩხირების სახით კი თვისებებსა და არომატს მთელი წელი ინარჩუნებს.
ყველა ახალი ამბავი
0