https://sputnik-georgia.com/20230515/circeli-sorbus-aucuparia-277676300.html
ცირცელის სასარგებლო თვისებები
ცირცელის სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ცირცელი კლავს კიბოს უჯრედებს, აფერხებს სიბერის პროცესს, საოცარი შედეგი აქვს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, მაღალ... 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T13:20+0400
2023-05-15T13:20+0400
2023-05-17T13:19+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23268/42/232684224_0:144:2272:1422_1920x0_80_0_0_25bd1f4c4cb8cfbe53d0e27d7af50709.jpg
ცირცელი — Sorbus aucuparia მიეკუთვნება ვარდისებრთა — Rosaceaes-ს ოჯახს. იგი უეკლო ხეა, რომლის სიმაღლე 4-6 მ-ია, იშვიათად ბუჩქის სახით გვხვდება. აქვს კენკრისებრი ნაყოფი. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. გავრცელებულია საქართველოშიც. ცირცელის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით C, B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C-ს, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებსა და ყვავილებში. არსებობს ცირცელის მრავალი სახეობა. მათ შორის გამოირჩევა შავნაყოფიანი ცირცელი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ შავნაყოფიანი ცირცელი წმენდს ორგანიზმს მძიმე ლითონებისა და მავნე ნივთიერებებისგან და, ამგვარად, აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ის „კლავს" ავთვისებიანი კიბოს უჯრედებს სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, თავის ტვინის, ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს. ყველა კენკროვან ხილს შორის ყველაზე მაღალი ანტიოქსიდენტურობა შავნაყოფიან ცირცელს ახასიათებს. ის აფერხებს სიბერის პროცესს და გვიცავს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან. ცნობილია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მის ნაყოფს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად იყენებდნენ, და ამან საოცარი შედეგები გამოიღო. კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ>>შავნაყოფიანი ცირცელი მდიდარია ფლავონოიდებით, ანტიოქსიდანტებით, ფოლიუმის მჟავით, მიკროელემენტებით და В, С და Е ჯგუფის ვიტამინებით. ამის წყალობით მას მძლავრი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ცირცელი ამცირებს გულის დაავადებების რისკს, კარგია ნაყოფი (თაფლთან ერთად) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდში. ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას. კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და განსაკუთრებით მარგებელია ჰიპოთირეოზის დროს. გარდა ამისა, ეს კენკრა აუმჯობესებს საჭლის მონელების პროცესს, ამშვიდებს ტკივილს ნაწლავებში და ამცირებს სპაზმებს, კურნავს დიარეას. შველის ნაღვლის ბუშტის ანთების დროს, ასევე გამოიყენება ნაღვლის ბუშტში კენჭების შემთხვევაში, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას. ცირცელის ნაყოფი გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების მოსაშორებლად. ნაყოფის ახლადგამოწურული წვენი კარგია ბუასილის სამკურნალოდ. ასევე ის ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას. გამოიყენება ასევე ცირცელის ხის ქერქი – მეხსიერების გაუმჯობესებისთვის. ტყემალი - ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>შავნაყოფიანი ცირცელი დიდ როლს ასრულებს ჭარბი წონის დაკლებაში. გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია ექიმის რჩევა, მით უმეტეს, თუ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც იღებთ. მაგალითად, თუ ჰიპერტონიით დაავადებულმა მარწყვისა და შავნაყოფიანი ცირცელის წვენი მიირთვა, არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ, რომ მარწყვიც და ცირცელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს.
https://sputnik-georgia.com/20230426/wiwmati-lepidium-sativum-277069115.html
https://sputnik-georgia.com/20230424/boloki-sasargeblo-mcenare-raphanus-sativus-major-277002036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23268/42/232684224_0:0:2272:1704_1920x0_80_0_0_d3d3f1c3d575fd004282d3330147408b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ცირცელის სასარგებლო თვისებები
13:20 15.05.2023 (განახლებულია: 13:19 17.05.2023) ცირცელი კლავს კიბოს უჯრედებს, აფერხებს სიბერის პროცესს, საოცარი შედეგი აქვს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, მაღალ არტერიულ წნევას, ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას.
ცირცელი — Sorbus aucuparia მიეკუთვნება ვარდისებრთა — Rosaceaes-ს ოჯახს. იგი უეკლო ხეა, რომლის სიმაღლე 4-6 მ-ია, იშვიათად ბუჩქის სახით გვხვდება. აქვს კენკრისებრი ნაყოფი. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. გავრცელებულია საქართველოშიც.
ცირცელის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით C, B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით.
თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C-ს, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებსა და ყვავილებში.
არსებობს ცირცელის მრავალი სახეობა. მათ შორის გამოირჩევა შავნაყოფიანი ცირცელი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.
მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ შავნაყოფიანი ცირცელი წმენდს ორგანიზმს მძიმე ლითონებისა და მავნე ნივთიერებებისგან და, ამგვარად, აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ის „კლავს" ავთვისებიანი კიბოს უჯრედებს სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, თავის ტვინის, ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს.
ყველა კენკროვან ხილს შორის ყველაზე მაღალი ანტიოქსიდენტურობა შავნაყოფიან ცირცელს ახასიათებს. ის აფერხებს სიბერის პროცესს და გვიცავს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან.
ცნობილია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მის ნაყოფს რადიაციული ეფექტის შესამსუბუქებლად იყენებდნენ, და ამან საოცარი შედეგები გამოიღო.
შავნაყოფიანი ცირცელი მდიდარია ფლავონოიდებით, ანტიოქსიდანტებით, ფოლიუმის მჟავით, მიკროელემენტებით და В, С და Е ჯგუფის ვიტამინებით. ამის წყალობით მას მძლავრი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გარდა ამისა, ცირცელი ამცირებს გულის დაავადებების რისკს, კარგია ნაყოფი (თაფლთან ერთად) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდში. ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას. კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და განსაკუთრებით მარგებელია ჰიპოთირეოზის დროს.
გარდა ამისა, ეს კენკრა აუმჯობესებს საჭლის მონელების პროცესს, ამშვიდებს ტკივილს ნაწლავებში და ამცირებს სპაზმებს, კურნავს დიარეას. შველის ნაღვლის ბუშტის ანთების დროს, ასევე გამოიყენება ნაღვლის ბუშტში კენჭების შემთხვევაში, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას.
ცირცელის ნაყოფი გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების მოსაშორებლად. ნაყოფის ახლადგამოწურული წვენი კარგია ბუასილის სამკურნალოდ. ასევე ის ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას. გამოიყენება ასევე ცირცელის ხის ქერქი – მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.
შავნაყოფიანი ცირცელი დიდ როლს ასრულებს ჭარბი წონის დაკლებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია ექიმის რჩევა, მით უმეტეს, თუ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც იღებთ. მაგალითად, თუ ჰიპერტონიით დაავადებულმა მარწყვისა და შავნაყოფიანი ცირცელის წვენი მიირთვა, არტერიული წნევა მკვეთრად დაუქვეითდება. ეს იმიტომ, რომ მარწყვიც და ცირცელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ნივთიერებებს.