ბოლოკი - სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე

© Pixabay / Hansბოლოკი
ბოლოკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები გააჩნია; მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება, ის შველის ხველების, ასთმის დროს, კარგია კანისთვის, ჭრილობების შესახორცებლად, მწერების ნაკბენზე, ნაბახუსევზე...
ბოლოკი (Raphanus sativus, var. major) — კომბოსტოსებრთა ოჯახის ორწლიანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარეა. კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელი აქვს. საკვებად იყენებენ ნედლად.
საქართველოში გავრცელებული ჯიშებია: „ზამთრის თეთრი", „ზამთრის შავი", „ჩინური ადგილობრივი". ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.
ბოლოკი, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის. ამ დროს ის ძალზე სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას.
ტყემალი - ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
ბოლოკი პოპულარული საკვები ბოსტნეული იყო უძველესი დროიდან, ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული. ამჟამად ის საქართველოში ძირითადად სადღესასწაულო სუფრებზე გვხვდება, ასევე – გასახდომი დიეტების მენიუში.
ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები გააჩნია; მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება:
ვიტამინი A – ამაგრებს ძვლის ქსოვილს; დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
B ჯგუფის ვიტამინები – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამტკიცებს ნერვულ სისტემას.
ვიტამინი C – ზრდის იმუნიტეტს; აშორებს თავისუფალ რადიკალებს.
ვიტამინი PP – დადებითად მოქმედებს ქსოვილის ზრდაზე. აჩქარებს ცხიმების დაშლას.
საკვები ბოჭკოები – დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; ამაგრებს ნაწლავის კედლებს; ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.
ლიცოზიმი – ანტისეპტიკური ფერმენტი, ორგანიზმიდან გამოდევნის ტკივილის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.
პამთოტენის მჟავა – ანტისეპტიკური მოქმედების, ამაღლებს იმუნიტეტს; აღადგენს დაზიანებულ ნერვულ უჯრედებს; ხელს უწყობს სისხლის უჯრედების წარმოქმნას.
ფიტონციდები – თრგუნავს და აბრკოლებს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდასა და განვითარებას; ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
გლუკოზინოლატები – აბრკოლებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას.
ამინომჟავები – აჩქარებს ცხიმების დაშლას; ამაგრებს ნერვულ სისტემას; რეაქციაში შედის ვიტამინებთან და აძლიერებს დადებით ეფექტს.
მთრიმლავი ნივთიერებები – ახასიათებს ანთების საწინაამდეგო მოქმედება; არის მრავალი დაავადების პროფილაქტიკური საშუალება.
სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა.
ეთერზეთები – ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში; აძლიერებს იმუნიტეტს.

ბოლოკი პოპულარულია სხვადასხვა დიეტის დროს, პირველ რიგში, ის დაბალკალორიულია. 100 გრამ ბოლოკში არის 34–36 კკალორია, ასევე 1,9 გრამი ცილები, 7 გრამი ნახშირწყლები, 86–88 მილიგრამი წყალი და 0 გრამი ცხიმი. გლიკემიური ინდექსი სულ 15-ია, ამიტომ ის იდეალურია წონის დაკლების მსურველებისთვის.

ბოლოკს წარმატებით იყენებენ ღვიძლისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სიყვითლის – ბოტკინის დროს; უფრო კარგია ამ შემთხვევაში შავი ბოლოკი და ბოლოკის ფოთლები.
ბოლოკი უებარი საშუალებაა ხველების, ბრონქული ასთმის, რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტის სამკურნალოდ. ამისთვის აიღეთ მოზრდილი ბოლოკი (ჯობს რამდენიმე მოამზადოთ ერთდროულად), ამოჭერით გული და ჩაასხით შიგ თაფლი (შეიძლება შაქრის ჩაყრაც); გააჩერეთ სულ ცოტა 4 საათი. შემდეგ ბოლოკში ჩასხმული თაფლი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის (ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი) ოდენობით.
ჭინჭარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
ჭინჭარი - გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე
ბოლოკი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ასევე ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის – გახეხილი ბოლოკისგან შეიძლება ნიღბის გაკეთება, ის ანოტივებს კანს, აქრობს გამონაყარს; ბოლოკის წვენი კარგია ასევე მწერების, მათ შორის ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე – ამცირებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას. შავი ბოლოკი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა, ის მარილთან ერთად ასევე ებრძვის მაღალი სიცხის გამომწვევ ინფექციებს.
ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს როგორც სუსტი გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავის ტკივილს, პირღებინებას, ყელის ტკივილს და სხვ.
ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>
ბოლოკი ეფექტურია ჭრილობების მოსაშუშებლად – ამისთვის იყენებენ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენში დასველებულ მარლას. ბოლოკი კარგი საშუალებაა ნაბახუსევზე – აყუჩებს თავის ტკივილს და აქრობს სიმძიმის შეგრძნებას.
ბოლოკი კარგია მეძუძური დედებისთვის, ხელს უწყობს ლაქტაციის გაზრდას – 50 გრამ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენს აზავებენ 150 გრამ წყალში და ამატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. უნდა მიიღოთ ბავშვის კვებამდე 10 წუთით ადრე.
სატაცური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
სატაცურის სასარგებლო თვისებები
ბოლოკის გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, ასევე თირკმლების და ღვიძლის დაავადებების გართულების დროს. ორსულობის დროს ბოლოკი, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა დედისთვის, რათა შეინარჩუნოს სასურველი წონა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან აქრობს შეშუპებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება საშვილოსნოს ტონუსი აამაღლოს, ეს კი ნაყოფისთვის ძალზე საშიშია.
ბოლოკის მიღება არ შეიძლება ენტეროკოლიტის, პოდაგრის დროს, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, ასევე ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0