https://sputnik-georgia.com/20230326/babuawvera-taraxacum-samkurnalo-tvisebebi-276118105.html
ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში
ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში
Sputnik საქართველო
თვითონ ბუნება გვასაჩუქრებს მრავალი ძლიერი საშუალებით, რათა ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ბევრს არაფერი სმენია, თუნდაც ის ჩვენ გვერდით... 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T18:11+0400
2023-03-26T18:11+0400
2023-03-26T18:11+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23580/80/235808029_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4a235fc167b6e617d6c00061f82e0cfc.jpg
ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა ბაბუაწვერა, რომელიც მთელ პლანეტაზეა გავრცელებული, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და შუა აზიის უდაბნოსი.შედარებით ახალი ინფორმაცია ბაბუაწვერას შესახებ ისაა, რომ მას ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ წარმატებით შეუძლია.ბაბუაწვერას ჩაი კიბოს უჯრედებზე ისე მოქმედებს, რომ ისინი 48 საათში იშლება და თან ახალი, ჯანმრთელი უჯრედების ზრდის სტიმულირება მიმდინარეობს.ექიმმა Hamm–მა თავის მოწაფეებთან ერთად ცდა ჩაატარა. მათ შეაგროვეს 9 პაციენტის სისხლის უჯრედები და გამოიყენეს ბაბუაწვერას ექსტრაქტი რამდენიმე უჯრედზე, რომ მათი კულტივირება მომხდარიყო. 24 საათის განმავლობაში უჯრედები მკვდარი იყო.ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>ასევე ჩატარდა სხვა არაერთი კვლევაც, რომლებმაც აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტი პოტენციურად აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს კიბოს წინააღმდეგ.ბაბუაწვერა (Taraxacum) — რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. ბუნებაში მისი 1000–მდე სახეობა გვხვდება, აქედან ადამიანი იყენებს დაახლოებით 70–ს.ბაბუაწვერას ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა ნივთიერებები.ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტს ხალხურ მედიცინაში მრავალი საუკუნეების განმავლობაში ეფექტური სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. ფოთლები კი, როგორც ვიტამინების მდიდარი წყარო, ძირითადად სალათებში და სხვა საკვებში დანამატის სახით გამოიყენება.D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი>>ის კარგად მოქმედებს სისხლნაკლებობის – ანემიის დროს, რადგან შეიცავს რკინის, ვიტამინებისა და ცილების მაღალ დონეს. ის ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ზრდისა და ძვლების სიმკვრივისთვის, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა С ვიტამინი და ლუტეოლინი, რომლებიც ძვლებს ასაკობრივი დაზიანებისგან იცავენ.ბაბუაწვერას წვენი დიაბეტით დაავადებულებს ეხმარება – ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას. ამ მცენარეს ასევე შეუძლია, აღკვეთოს საშარდე გზების ინფექცია, აგრეთვე შარდის ბუშტის, თირკმელების დაავადებები და ასევე კისტა რეპროდუქციულ ორგანოებზე.ბაბუაწვერაში არსებული ვიტამინები და საკვები ნივთიერებები ღვიძლს გაწმენდაში ეხმარება. ის ასევე ძალზე ეფექტურია ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის მოქმედებს, როგორც სუსტი გამხსნელი საშუალება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს მადას და ნაწლავებში აწონასწორებს ბუნებრივ და სასარგებლო ბაქტერიებს.ბაბუაწვერას წვენს იყენებენ კანის დაავადებების დროსაც, რომლებიც გამოწვეულია მიკრობული და სოკოს ინფექციებით.P.S. ბაბუაწვერას სამკურნალო მიზნით გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
https://sputnik-georgia.com/20230320/mjauna-sasargeblo-tvisebebi-rumex-acetosa-275941098.html
https://sputnik-georgia.com/20230313/iasamani-samkurnalo-mcenare-syringa-275726789.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23580/80/235808029_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5ed0e27d86bbcc7026579d7056e15d6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში
თვითონ ბუნება გვასაჩუქრებს მრავალი ძლიერი საშუალებით, რათა ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ბევრს არაფერი სმენია, თუნდაც ის ჩვენ გვერდით უამრავი იყოს.
ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა ბაბუაწვერა, რომელიც მთელ პლანეტაზეა გავრცელებული, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და შუა აზიის უდაბნოსი.
შედარებით ახალი ინფორმაცია ბაბუაწვერას შესახებ ისაა, რომ მას ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ წარმატებით შეუძლია.
არცთუ დიდი ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბაბუაწვერას ფესვი ადამიანის ლეიკემიის უჯრედების სამივე სახეობისთვის ციტოტოქსიკურია და სულ რაღაც 48 საათში უჯრედების 96%-ს კლავს. ბაბუაწვერას ჩაი კიბოს უჯრედებზე ისე მოქმედებს, რომ ისინი 48 საათში იშლება და თან ახალი, ჯანმრთელი უჯრედების ზრდის სტიმულირება მიმდინარეობს.
ექიმმა Hamm–მა თავის მოწაფეებთან ერთად ცდა ჩაატარა. მათ შეაგროვეს 9 პაციენტის სისხლის უჯრედები და გამოიყენეს ბაბუაწვერას ექსტრაქტი რამდენიმე უჯრედზე, რომ მათი კულტივირება მომხდარიყო. 24 საათის განმავლობაში უჯრედები მკვდარი იყო.
ასევე ჩატარდა სხვა არაერთი კვლევაც, რომლებმაც აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტი პოტენციურად აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს კიბოს წინააღმდეგ.
ბაბუაწვერა (Taraxacum) — რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. ბუნებაში მისი 1000–მდე სახეობა გვხვდება, აქედან ადამიანი იყენებს დაახლოებით 70–ს.
ბაბუაწვერას ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა ნივთიერებები.
ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტს ხალხურ მედიცინაში მრავალი საუკუნეების განმავლობაში ეფექტური სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. ფოთლები კი, როგორც ვიტამინების მდიდარი წყარო, ძირითადად სალათებში და სხვა საკვებში დანამატის სახით გამოიყენება.
ის კარგად მოქმედებს სისხლნაკლებობის – ანემიის დროს, რადგან შეიცავს რკინის, ვიტამინებისა და ცილების მაღალ დონეს. ის ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ზრდისა და ძვლების სიმკვრივისთვის, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა С ვიტამინი და ლუტეოლინი, რომლებიც ძვლებს ასაკობრივი დაზიანებისგან იცავენ.
ბაბუაწვერას წვენი დიაბეტით დაავადებულებს ეხმარება – ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას. ამ მცენარეს ასევე შეუძლია, აღკვეთოს საშარდე გზების ინფექცია, აგრეთვე შარდის ბუშტის, თირკმელების დაავადებები და ასევე კისტა რეპროდუქციულ ორგანოებზე.
ბაბუაწვერაში არსებული ვიტამინები და საკვები ნივთიერებები ღვიძლს გაწმენდაში ეხმარება. ის ასევე ძალზე ეფექტურია ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის მოქმედებს, როგორც სუსტი გამხსნელი საშუალება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს მადას და ნაწლავებში აწონასწორებს ბუნებრივ და სასარგებლო ბაქტერიებს.
ბაბუაწვერას წვენს იყენებენ კანის დაავადებების დროსაც, რომლებიც გამოწვეულია მიკრობული და სოკოს ინფექციებით.
P.S. ბაბუაწვერას სამკურნალო მიზნით გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.