https://sputnik-georgia.com/20230320/mjauna-sasargeblo-tvisebebi-rumex-acetosa-275941098.html
მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები
მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ, თუმცა მას საკვების სახით არ იღებდნენ, რადგან სარეველად მიაჩნდათ და მოწამვლისა ეშინოდათ. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T16:53+0400
2023-03-20T16:53+0400
2023-03-20T20:27+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252154123_0:67:1300:798_1920x0_80_0_0_61152f237dfa4a55bc026422c53084c1.jpg
მჟაუნა (Rumex acetosa) მატიტელასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები მჟაუნის ჭამისგან თავს იკავებდნენ, რადგან მას სარეველად მიიჩნევდნენ და საკვებად გამოყენების ეშინოდათ. თუმცა, როგორც სამკურნალო მცენარეს, მას უძველესი დროიდან იყენებენ.მჟაუნის კალორიულობა და შემადგენლობამჟაუნის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალორიაა.კვებითი ღირებულება: ცილები – 1,5 გრამი, ცხიმები – 0,3 გრამი, ნახშირწყლები – 2,9 გრამი.მჟაუნის მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავის არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს ასევე მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, В2, С, К, PP. ვიტამინებით და, განსაკუთრებით, С ვიტამინით მდიდარია მჟაუნის ყველა სახეობა.მჟაუნის ფესვი შეიცავს 27%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, ქრიზოფან-მჟავას, ქრიზოფანეინს, ფლავონოიდ ნეპოდინსა და სხვ.მჟაუნის სასარგებლო თვისებებიმჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:მჟაუნა ქალებისთვის:მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მჟაუნა ქალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არ არის, მაგრამ ხალხური მკურნალები ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ თავიანთ რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს; აგრეთვე აქრობს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე შეხვდებით მჟაუნას უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ ჯობს, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ალერგია არა აქვს ადამიანს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.მჟაუნა მამაკაცებისთვის:მცენარეში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამით მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ეს კი ამაღლებს პოტენციას.როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვისმჟაუნის ქორფა ფოთლების სალათი მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. ჯობს მშიერ კუჭზე მიიღოთ.მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას ასრულებს – მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია დაშალოს თირკმელებში კენჭები. მიიღეთ უზმოზე და ღამით 10-12 დღის განმავლობაში 100 მილიგრამი წვენის სახით.საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას მიიღეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.„ეშმაკიშ მართახი" და ბნელეთის მოციქული – უამრავი დაავადების მკურნალი>>მჟაუნის უკუჩვენებები:მჟაუნას, ისევე, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, თავისი უკუჩვენებებიც აქვს. რადგან მასში დიდი რაოდენობითაა მჟაუნმჟავა და მარილები, მისი მიღება არარეკომენდებულია:მიუხედავად მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა, მჟაუნის მიღებაზე უარი უნდა თქვან ორსულებმა. მჟაუნმჟავა ართულებს კალციუმის ათვისებას და შეიძლება შარდგამომყოფი სისტემის გართულებების პროვოცირება გამოიწვიოს.არაა რეკომენდებული მჟაუნა მისცეთ სამ წლამდე ბავშვებს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ასევე ნაწლავებში გაზების დაგროვება, კუჭის აშლილობა და სპაზმები.მჟაუნის ზედმეტმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:გასათვალისწინებელი რჩევებისაჭმელად ვარგისია მცენარის ქორფა ფოთლები. კარგი იქნება, თუ მჟაუნის მჟავის გასანეიტრალებლად კერძში რძის პროდუქტებს, მაგალითად, არაჟანს ჩაუმატებთ.მჟაუნის მოხარშვისთვის საკმარისია 2-3 წუთი – როგორც კი ფერს შეიცვლის, ის უკვე მზადაა.
https://sputnik-georgia.com/20200330/ispanaxi-Spinacia-248107828.html
https://sputnik-georgia.com/20200713/wiwmati-Lepidium-sativum-248957468.html
https://sputnik-georgia.com/20220307/winwari-sasargeblo-mcenare-urtica-265021098.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252154123_74:0:1226:864_1920x0_80_0_0_38aff5c18f21f198896c5cf00b65549d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა
მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები
16:53 20.03.2023 (განახლებულია: 20:27 20.03.2023) მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ, თუმცა მას საკვების სახით არ იღებდნენ, რადგან სარეველად მიაჩნდათ და მოწამვლისა ეშინოდათ.
მჟაუნა (Rumex acetosa) მატიტელასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები მჟაუნის ჭამისგან თავს იკავებდნენ, რადგან მას სარეველად მიიჩნევდნენ და საკვებად გამოყენების ეშინოდათ. თუმცა, როგორც სამკურნალო მცენარეს, მას უძველესი დროიდან იყენებენ.
მჟაუნის კალორიულობა და შემადგენლობა
მჟაუნის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალორიაა.
კვებითი ღირებულება: ცილები – 1,5 გრამი, ცხიმები – 0,3 გრამი, ნახშირწყლები – 2,9 გრამი.
მჟაუნის მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავის არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს ასევე მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, В2, С, К, PP. ვიტამინებით და, განსაკუთრებით, С ვიტამინით მდიდარია მჟაუნის ყველა სახეობა.
მჟაუნის ფესვი შეიცავს 27%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, ქრიზოფან-მჟავას, ქრიზოფანეინს, ფლავონოიდ ნეპოდინსა და სხვ.
მჟაუნის სასარგებლო თვისებები
მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:
ტკივილგამაყუჩებელი: იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას; ნაღველმდენი და სოკოს საწინააღმდეგო: ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას; შემკვრელი საშუალება: იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს; ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური; იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს; როგორც პროფილაქტიკური საშუალება ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებებისას. მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მჟაუნა ქალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არ არის, მაგრამ ხალხური მკურნალები ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ თავიანთ რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს; აგრეთვე აქრობს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე შეხვდებით მჟაუნას უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ ჯობს, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ალერგია არა აქვს ადამიანს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.
მცენარეში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამით მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ეს კი ამაღლებს პოტენციას.
როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვის
მჟაუნის ქორფა ფოთლების სალათი მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. ჯობს მშიერ კუჭზე მიიღოთ.
მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას ასრულებს – მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.
მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია დაშალოს თირკმელებში კენჭები. მიიღეთ უზმოზე და ღამით 10-12 დღის განმავლობაში 100 მილიგრამი წვენის სახით.
საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას მიიღეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.
რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.
სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.
მჟაუნას, ისევე, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, თავისი უკუჩვენებებიც აქვს. რადგან მასში დიდი რაოდენობითაა მჟაუნმჟავა და მარილები, მისი მიღება არარეკომენდებულია:
შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებების ენტეროკოლიტებისა და მწვავე კოლიტების დროს მიუხედავად მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა, მჟაუნის მიღებაზე უარი უნდა თქვან ორსულებმა. მჟაუნმჟავა ართულებს კალციუმის ათვისებას და შეიძლება შარდგამომყოფი სისტემის გართულებების პროვოცირება გამოიწვიოს.
არაა რეკომენდებული მჟაუნა მისცეთ სამ წლამდე ბავშვებს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ასევე ნაწლავებში გაზების დაგროვება, კუჭის აშლილობა და სპაზმები.
მჟაუნის ზედმეტმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
კუჭისა და ნაწლავების სპაზმები გასათვალისწინებელი რჩევები
საჭმელად ვარგისია მცენარის ქორფა ფოთლები. კარგი იქნება, თუ მჟაუნის მჟავის გასანეიტრალებლად კერძში რძის პროდუქტებს, მაგალითად, არაჟანს ჩაუმატებთ.
მჟაუნის მოხარშვისთვის საკმარისია 2-3 წუთი – როგორც კი ფერს შეიცვლის, ის უკვე მზადაა.