იასამანი - უმშვენიერესი მკურნალი მცენარე

© photo: Sputnik / Stringerიასამანი
იასამანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
იასამანი არაჩვეულებრივი არომატის მქონე უმშვენიერესი მცენარეა, მაგრამ მისი დანიშნულება მხოლოდ ადამიანების ესთეტიკური ტკბობით არ შემოიფარგლება – ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მისი ყვავილიც, კვირტებიცა და ფოთლებიც.
იასამანი (Syringa) — ზეთისხილისებრთა ოჯახის მცენარის გვარი. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-მდე სახეობა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია.
მესხეთში იასამანს ლეილაღს ეძახიან.
იასამანი უმშვენიერესი მცენარეა და არაჩვეულებრივი არომატი აქვს, მაგრამ მისი დანიშნულება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მისი ყვავილიც, კვირტებიცა და ფოთლებიც.
ეს საოცარი მცენარე შეიცავს ფიტონციდებს, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, კუპრს, ფლავონოიდებს, ფარნეზოლს, ალკალოიდებს.
იასამნის სასარგებლო თვისებები:
სიცხის დამწევი საშუალება
ანთების საწინააღმდეგო
ოფლმდენი
იყენებენ რევმატიზმის დროს
სახსრებში ტკივილისას
შაქრიანი დიაბეტისას
თირკმლების დაავადებებისას
პოდაგრის, ართრიტის, მარილების დაგროვებისას
კრუნჩხვებისას
აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი
არის შარდმდენი
იასამნის ფოთლები გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების დროს.
ხალხურ მედიცინაში იასამნის ყვავილს იყენებენ გაციების დროს, ფილტვების ტუბერკულიოზის, თირკმლებში კენჭების, გრიპის, ხველების, ფაღარათის, მაღალი სიცხის დროს, ფოთლებს – მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად; კვირტებს – დიაბეტის წინააღმდეგ.
იასამანის კვირტები:
სიცხის დაწევისთვის ფილტვების ანთების დროს, ტუბერკულიოზის, ბრონქული ასთმის დროს: იასამნის კვირტებს ან ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ. მიღებამდე შეათბეთ.
დიაბეტის წინააღმდეგ: 10 გრამ იასამნის კვირტებს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დაკლებული სითხე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზი.
გვირილა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გვირილა და მისი სასარგებლო თვისებები
იასამნის ფოთლები:
ფოთოლს იყენებენ თავის ტკივილისას – იასამნის ახალ მოწყვეტილ ფოთოლს იდებენ საფეთქლებზე, შუბლზე ან კეფაზე – ტკივილი ქრება.
იასამნის ფოთოლს იყენებენ ჭრილობებზე, მათ შორის დაჩირქებულ ჭრილობებზე – ფოთოლი ჩირქს გამოდევნის და ჭრილობაც მალევე შეხორცდება. ჩირქოვანი ჭრილობის დროს დაზიანებული ადგილი უნდა დაიბანოთ ცხელი წყლით, შემდეგ დაიდოთ გარეცხილი ახალი ფოთლები და შეიხვიოთ. შეასრულეთ პროცედურა დღე-ღამეში სამჯერ.
ნევრალგიის, რევმატიზმის, ართრიტის დროს ამზადებენ მალამოს ფოთლის ახლადგამოწურული წვენისა და ღორის ქონისგან (1:4 თანაფარდობით). მალამო მაცივარში უნდა შეინახოთ.
ცოცხანა, ანუ „ისიდას ცრემლი" - მაგიური სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები>>
იასამნის ყვავილი:
ყვავილს იყენებენ მარილების დაგროვებისა და პოდაგრის დროს. ჩაყარეთ ყვავილები ნახევარლიტრიან ქილაში ისე, რომ არ დატკეპნოთ, დაასხით სპირტი. დადგით ბნელ ადგილზე 21 დღე. შემდეგ გადაწურეთ. ნაყენს იყენებენ კომპრესებისა და დაზელვისთვის. ასევე შეგიძლიათ დალიოთ – 30 წვეთი მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი, დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ლარინგიტის დროს იასამნის ნაყენს ყელში ივლებენ. ნაყენი ასე მზადდება: 50 გრამ ყვავილს დაახით 100 გრამი არაყი (მინის ქილაში). გააჩერეთ ერთი კვირა, გადაწურეთ, ყელში გამოსავლებად გააზავეთ ანადუღარ წყალში (1:10 თანაფარდობით).
კრიალოსანა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები
ართრიტისა და რევმატიზმის დროს 50 გრამ იასამნის ყვავილს დაასხით 50 გრამი სპირტი, გააჩერეთ 24 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთ ჭიქა წყალში გაზავებული 1 სუფრის კოვზი.
ფაღარათის, სახსრების ტკივილის, ცისტიტის, გაციების, გრიპის, ფილტვების ტუბერკულიოზის დროს იღებენ ნაყენს, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ იასამნის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი.
იასამანის ყვავილის ნაყენი ეფექტური საშუალებაა ცუდი მხედველობის დროს. ნაყენში დაასველეთ ტამპონი და დაიდეთ თვალებზე 3–5 წუთის განმავლობაში.
თირკმელებში კენჭების დროს იასამნის გამომშრალ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს, ადუღებენ ნელ ცეცლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს, შეივსოს ანადუღარი წყლით. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა.
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" - ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად>>
გაითვალისწინეთ: იასამანი შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი გამოყენებისას დოზები მკაცრად უნდა დაიცვათ. ეს ეხება მის შინაგან გამოყენებას, გარე გამოყენებისას ის უსაფრთხოა.
იასამნით მკურნალობა დაუშვებელია:
ინდივიდუალური აუტანლობის დროს;
ორსულობის დროს;
ჩვილებისა და პატარებისთვის;
თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაზიანებისას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევებში იწვევს:
პირში სიმწარის შეგრძნებას;
თავის ტკივილს;
პირღებინებას;
კრუნჩხვებს;
სუნთქვის გაძნელებას;
გამონაყარს კანზე.
ამ ნიშნების გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ იასამნის მიღება და მიმართეთ ექიმს. ჯობს იასამნით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ.
საინტერესო ცნობები იასამნის შესახებ
• იასამანს სახელწოდება – Syringa მშვენიერი ფერია სირინგას პატივსაცემად უწოდეს, რომელიც იდილიასა და სიხარულზე იყო პასუხისმგებელი. იასამანიც მშვენივრად ასრულებს ამ ფუნქციებს.
ფითრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2020
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე
• იასამნის უნგრულ სახეობას საერთოდ არ აქვს სუნი.
• იასამნის ეთერზეთის მიღება ძალზე შრომატევადი საქმეა. სწორედ ამიტომ ის ოქროზე ძვირად ფასობს – 1 კილოგრამი ეთერზეთის ფასი 100 ათას აშშ დოლარამდე ღირს.
• იასამნის სუნმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.
• ლატვიის ქალაქ სიგულდას გერბზე იასამანია გამოსახული.
• გადმოცემის თანახმად, იასამნის ხუთფურცლიან ყვავილს თუ იპოვი და შეჭამ, ბედნიერებას მოგიტანს; ასევე უნდა იპოვოთ სამფურცლიანი ყვავილი და გადააგდოთ – ის უბედურების მომტანი ყოფილა.
• ზოგიერთ ქვეყანაში იასამნის ჩუქება განშორებას მიანიშნებს, მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებში იასამნის გაგზავნა განშორების სიმბოლოა. ინგლისში საქმროს თუ იასამანს გაუგზავნიდნენ, ეს ნიშნობაზე უარს ნიშნავდა.
• მცდარია შეხედულება, რომ იასამანს ტოტები არ უნდა შეაჭრა – პირიქით, შემდეგ წელს ის უფრო მეტ ყვავილს მოისხამს.
ყველა ახალი ამბავი
0