https://sputnik-georgia.com/20230105/eqinacea-echinacea-273677778.html
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" - ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" - ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად
Sputnik საქართველო
ექინაცეა მკურნალობს იმუნიტეტის დაქვეითებას, აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას, აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, მალე... 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T21:15+0400
2023-01-05T21:15+0400
2023-01-05T22:27+0400
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24650/55/246505507_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c28c01a426962faf048c787d8819487c.jpg
ექინაცეა (Echinacea) მრავალწლოვანი მცენარეა ასტრისებრთა ოჯახის. მისი ლათინური დასახელება მოდის ბერძნული სიტყვიდან echinatus – „ეკლიანი". ყველაზე შესწავლილი და ცნობილი სახეობაა მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea). აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ფარმაკოლოგიასა და დეკორატიულ მებაღეობაში.ექინაცეას სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ინდიელები მას „ოქროს ყვავილს" და „დაისის მზეს" უწოდებდნენ და უძველესი დროიდან იყენებდნენ ჭრილობების, ჩუტყვავილის, სეფსისის, სიფილისის, კიბოსა და გველის ნაკბენის დროს. ევროპაში მე-17 საუკუნეში შემოვიდა. XX საუკუნეში მეცნიერებმა მცენარის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და დაიწყეს მისი მოყვანა.ექინაცეას ყვავილები, ფესვები და ფოთოლი სხვადასხვა პრეპარატის (240-ზე მეტი) წარმოებას დაედო საფუძვლად, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანტიალერგიული, იმუნომოდულირების, ბაქტერიციდული, ანტირევმატული.განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ექინაცეა რესპირატორულ ვირუსებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან საბრძოლველად ბავშვებში.ექინაცეას შემადგენლობამცენარის შემადგენლობაშია მრავალფეროვანი მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: რკინა, სელენი, კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, კობალტი, მანგანუმი, მაგნიუმი, თუთია. იმუნომოდულაციაზე პასუხისმგებელია პოლისაქარიდები, საპონინები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, ინულინი, ორგანული მჟავები, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, გლუკოზა, ფიტოსტერინები, ფისი, ვიტამინები.სოკოს საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს პოლიენები, ანტისეპტიკურს – ფენოლმჟავები; ბეტაინი აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას.პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>ფენოლკარბონმჟავები აძლიერებს იმუნიტეტს, ახასიათებს შარდმდენი თვისებები.ექინაცეა – სასარგებლო თვისებებიაქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, აშორებს „სიბერის ლაქებს“, მალე ახორცებს ჭრილობებსა და კანის დაზიანებებს.იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მცენარის ანტიოქსიდანტური თვისებები აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას, წმენდს სისხლძარღვებს და ამაღლებს მათ ელასტიკურობას.ექინაცეა წმენდს ორგანიზმს: სისხლს, ლიმფურ სისტემას მთლიანობაში, ამაღლებს ღვიძლისა და თირკმლების მუშაობის ეფექტურობას.აწესრიგებს ნერვულ სისტემას. იყენებენ დეპრესიული მდგომარეობის, გადაღლისა და ნერვული გამოფიტვის დროს.იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.ნუში და მისი სასარგებლო თვისებები>>არის ონკოპროტექტორული საშუალება.გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხშირი გაციების დროს.ეფექტურია ქალური დაავადებების დროს, მათ შორის თეთრად შლისას.თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, ყურის ინფექციების დროს.ასევე კარგი საშუალებაა სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის დროს.შესანიშნავი ეფექტი აქვს უძილობისა და მომატებული გაღიზიანებულობის დროს.გამოიყენება დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს (გარეგანი მოხმარებისთვის). ექინაცეას ძველად გველის ნაკბენის სამკურნალოდ იყენებდნენ. მის ფესვს სხვაგვარად გველის ფესვსაც უწოდებენ.არის ეფექტური ანტიალერგიული საშუალება.როგორ მზადდება ექინაცეას ნახარში, ნაყენიექინაცეას ნახარშის დამზადების წესი:საჭიროა მცენარე დაქუცმაცებული 1 ჩაის კოვზის ოდენობით და 1 ჭიქა წყალი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ექინაცეა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი, მერე გადაწურეთ.თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>ექინაცეას ნაყენის დამზადების წესი:დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 70%-იანი სპირტი 4/1 თანაფარდობით. გააჩერეთ ერთი თვე. ნაყენი უნდა მიიღოთ 15 წვეთის ოდენობით ჭამის წინ წყალში ან ჩაიში გახსნილი.ექინაცეას მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს:P.S. ექინაცეას მკურნალობის მიზნით მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
https://sputnik-georgia.com/20200406/fiTri-Viscum-album-248167824.html
https://sputnik-georgia.com/20200330/ispanaxi-Spinacia-248107828.html
https://sputnik-georgia.com/20210409/mkurnaloba-xalxuri-meTodebiT-begqondara-233732158.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24650/55/246505507_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ac38d0177e970df7174080b7e05f7a6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ჩვენ და ბუნება
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" - ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად
21:15 05.01.2023 (განახლებულია: 22:27 05.01.2023) ექინაცეა მკურნალობს იმუნიტეტის დაქვეითებას, აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას, აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, მალე ახორცებს ჭრილობებს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
ექინაცეა (Echinacea) მრავალწლოვანი მცენარეა ასტრისებრთა ოჯახის. მისი ლათინური დასახელება მოდის ბერძნული სიტყვიდან echinatus – „ეკლიანი". ყველაზე შესწავლილი და ცნობილი სახეობაა მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea). აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ფარმაკოლოგიასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
ექინაცეას სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ინდიელები მას „ოქროს ყვავილს" და „დაისის მზეს" უწოდებდნენ და უძველესი დროიდან იყენებდნენ ჭრილობების, ჩუტყვავილის, სეფსისის, სიფილისის, კიბოსა და გველის ნაკბენის დროს. ევროპაში მე-17 საუკუნეში შემოვიდა. XX საუკუნეში მეცნიერებმა მცენარის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და დაიწყეს მისი მოყვანა.
ექინაცეას ყვავილები, ფესვები და ფოთოლი სხვადასხვა პრეპარატის (240-ზე მეტი) წარმოებას დაედო საფუძვლად, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანტიალერგიული, იმუნომოდულირების, ბაქტერიციდული, ანტირევმატული.
განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ექინაცეა რესპირატორულ ვირუსებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან საბრძოლველად ბავშვებში.
მცენარის შემადგენლობაშია მრავალფეროვანი მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: რკინა, სელენი, კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, კობალტი, მანგანუმი, მაგნიუმი, თუთია. იმუნომოდულაციაზე პასუხისმგებელია პოლისაქარიდები, საპონინები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, ინულინი, ორგანული მჟავები, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, გლუკოზა, ფიტოსტერინები, ფისი, ვიტამინები.
სოკოს საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს პოლიენები, ანტისეპტიკურს – ფენოლმჟავები; ბეტაინი აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას.
ფენოლკარბონმჟავები აძლიერებს იმუნიტეტს, ახასიათებს შარდმდენი თვისებები.
ექინაცეა – სასარგებლო თვისებები
აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, აშორებს „სიბერის ლაქებს“, მალე ახორცებს ჭრილობებსა და კანის დაზიანებებს.
იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მცენარის ანტიოქსიდანტური თვისებები აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას, წმენდს სისხლძარღვებს და ამაღლებს მათ ელასტიკურობას.
ექინაცეა წმენდს ორგანიზმს: სისხლს, ლიმფურ სისტემას მთლიანობაში, ამაღლებს ღვიძლისა და თირკმლების მუშაობის ეფექტურობას.
აწესრიგებს ნერვულ სისტემას. იყენებენ დეპრესიული მდგომარეობის, გადაღლისა და ნერვული გამოფიტვის დროს.
იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
არის ონკოპროტექტორული საშუალება.
გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხშირი გაციების დროს.
ეფექტურია ქალური დაავადებების დროს, მათ შორის თეთრად შლისას.
თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, ყურის ინფექციების დროს.
ასევე კარგი საშუალებაა სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის დროს.
შესანიშნავი ეფექტი აქვს უძილობისა და მომატებული გაღიზიანებულობის დროს.
გამოიყენება დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს (გარეგანი მოხმარებისთვის). ექინაცეას ძველად გველის ნაკბენის სამკურნალოდ იყენებდნენ. მის ფესვს სხვაგვარად გველის ფესვსაც უწოდებენ.
არის ეფექტური ანტიალერგიული საშუალება.
როგორ მზადდება ექინაცეას ნახარში, ნაყენი
ექინაცეას ნახარშის დამზადების წესი:
საჭიროა მცენარე დაქუცმაცებული 1 ჩაის კოვზის ოდენობით და 1 ჭიქა წყალი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ექინაცეა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი, მერე გადაწურეთ.
ექინაცეას ნაყენის დამზადების წესი:
დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 70%-იანი სპირტი 4/1 თანაფარდობით. გააჩერეთ ერთი თვე. ნაყენი უნდა მიიღოთ 15 წვეთის ოდენობით ჭამის წინ წყალში ან ჩაიში გახსნილი.
ექინაცეას მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს:
ავთვისებიანი ახალწრამონაქმნები ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგია მცენარის მიმართ არ შეიძლება მცენარის მიღება შეუწყვეტლივ. საჭიროა შესვენებები. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. P.S. ექინაცეას მკურნალობის მიზნით მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.