მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა

CC BY-SA 2.0 / oddharmonic / Honeybee on thyme flowersბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა
ბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ბეგქონდარა გამოიყენება ხველების, ბრონქიტის, ასთმის, ტუბერკულოზის, ყივანახველას, ატონიის, ნაწლავების სპაზმების, მუცლის შებერილობის დროს. ამ მცენარეზე დამზადებული პრეპარატები აბრკოლებს პროსტატის განვითარებას და ეფექტური საშუალებაა სქესობრივი უძლურების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. „Sputnik-საქართველო“ შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ბეგქონდარა (ლათ. Thymus serpyllum) ტუჩოსანთა ოჯახის შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ის მრავალწლიანი ნახევარბუჩქია, მისი ღერო მიწაზეა გართხმული და ადგილ-ადგილ ფესვი აქვს გადგმული. დასახელება აღმგზნები მოქმედებისა და ზრდის ხასიათიდან გამომდინარე მიიღო: thymos (ბერძნულად) ნიშნავს „ძალას“, „სულს“, ხოლო serpere (ლათინურად) „ჯგუფურად, გადაბმულად ცოცვას“. მცენარის ანტიკური სახელწოდებაა — herpyillos.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ბეგქონდარა

ამ მცენარეში ბევრი სასარგებლო ელემენტია: მწარე და სათრიმლავი ნივთიერებები, ფისი, გუმფისი, ცხიმები, ურსულისა და ოლეინის მჟავები, B და С ვიტამინები. ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკური, ჭრილობის შეხორცების ხელშემწყობი და მადეზინფიცირებელი საშუალება. ბეგქონდარას იყენებენ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კვების მრეწველობაში.

ბეგქონდარა გამოიყენება ფუტკრის ნაკბენის დროს – ის ტკივილსა და შეშუპებას ხსნის. ბეგქონდარა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა დეპრესიის, დაღლილობის, ნევრასთენიის დროს. მცენარის ნახარში კარგია პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. 

ფეიხოას ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ფეიხოა

ბეგქონდარა წარმატებით გამოიყენება ხველების, ბრონქიტის, ასთმის, ტუბერკულოზის, ყივანახველას, ატონიის, ნაწლავების სპაზმების, მუცლის შებერილობის დროს. ის ეფექტურად ებრძვის სახსრებისა და კუნთების რევმატიზმს, სხეულზე დალურჯებებსა და არაინფექციურ გამონაყარს. მცენარეს იყენებენ ქრონიკული დაღლილობის მოხსნისთვის განკუთვნილი მცენარეული ნაკრების შემადგენლობაში.

ბეგქონდარაზე დამზადებული პრეპარატები შეუცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. ის აბრკოლებს პროსტატის განვითარებას და ეფექტური საშუალებაა სქესობრივი უძლურების დროს.

მცენარეს კულინარიაში იყენებენ ძნელად გადასამუშავებელ საკვებში, რადგან ის ორგანიზმს ამ საკვების იოლად ათვისებაში ეხმარება. 

ბევრი მშობელი სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ პრეპარატებს ანიჭებს უპირატესობას განსხვავებით ქიმიური პრეპარატებისგან, რომლებსაც მრავალი გვერდითი მოქმედება ახასიათებს. ამ მცენარეთა შორისაა ბეგქონდარაც, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, მადეზინფიცირებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. თუ ბავშვს ცუდად სძინავს, საკმარისია ბეგქონდარას თბილი აბაზანა და პატარა მშვიდად გამოიძინებს. ეს აბაზანა კარგია რაქიტისა და რევმატიზმის დროს. ბავშვების ბალახეულით მკურნალობის დროს გაითვალისწინეთ ჰომეოპათების რჩევები.

ბეგქონდარას იყენებენ ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. ის შეიცავს თიმოლს, რომელიც ჭარბი რაოდენობით პირღებინებას იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება ბეგქონდარას ნახარშის მოქმედება.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ carmona rodriguez.cc / Thymus serpyllumბეგქონდარას იყენებენ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კვების მრეწველობაში
მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ბეგქონდარას იყენებენ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კვების მრეწველობაში

რეცეპტი: 15 გრამ ბეგქონდარას დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და 10–15 წუთი გააჩერეთ ორთქლზე. ამის შემდეგ გადაასხით პირველი ნახარში ჭურჭელში და ისევ დაასხით იმავე ოდენობის წყალი. ნახარშს, 50–70 მლ რაოდენობით, დღეში რამდენჯერმე იღებენ. ამის შემდეგ ალკოჰოლით დაავადებულმა ადამიანმა უნდა დალიოს 25 გრამი არაყი, მანამდე კი, 5 წუთის განმავლობაში, არაყი უნდა დაყნოსოს. მისი დალევიდან 10–30 წუთში ხდება რეაქცია: ავადმყოფს ეწყება პირღებინების შეგრძნება ან ღებინება. მკურნალობა, ჩვეულებრივ, 1–2 კვირა გრძელდება. შედეგად, ავადმყოფს ალკოჰოლის მიმართ სიძულვილი უჩნდება. გაითვალისწინეთ: საჭიროა ყოველდღე ახალი ნახარშის მომზადება. 

სელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი

გთავაზობთ ბეგქონდარას დამზადების რამდენიმე წესს სხვადასხვა დაავადების დროს:

კუჭის კიბოსთვის: დაქუცმაცებულ ბეგქონდარას დაასხით მდუღარე წყალი (თანაფარდობა – 1:10), ადუღეთ ორთქლზე 20–30 წუთი. შემდეგ გააციეთ და გადაწურეთ.

დისბაქტერიოზის, თავის ტკივილის, უძილობისა და გადაღლილობის დროს: ერთ სუფრის კოვზ ბეგქონდარას დაასხით 400 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გააციეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ქერტლისა და თმის ცვენის დროს: ერთ სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ბეგქონდარას დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი და მიიღეთ დღეში სამჯერ 70–70 მლ.

გრიპის პროფილაქტიკისთვის: 50 გრამ მშრალ ბეგქონდარას დაასხით 220 მლ 70%-იანი სპირტი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილზე (20–25 გრადუსი სითბო), შეანჯღრიეთ ორ დღეში ერთხელ. ნაყენი ხუთი წელი ინახება.

საუკეთესო ანტიბიოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2016
ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან

ჰიპერტონიის (მაღალი წნევის) დროს: ბეგქონდარას სხვა, წნევის დამწევ მცენარეებთან ერთად იყენებენ. ის სისხლძარღვებს აფართოებს. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მცენარეების ნარევი. გააჩერეთ რამდენიმე საათი. მიიღეთ ჭამამდე დღეში 3–4-ჯერ. დალევის შემდეგ უნდა წამოწვეთ და ფეხებზე თბილი სათბური (ე.წ. გრელკა) დაიდოთ.

ხველებისას: ერთ ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ხმელი ბეგქონდარა. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ 1–2 სუფრის კოვზი.

გაითვალისწინეთ: ბეგქონდარას მიღება არასასურველია მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ეფექტურია ასთმის, ტუბერკულოზისა და ფილტვების ანთების დროს, მისი მიღება გადაჭარბებულად არ შეიძლება. ბეგქონდარას მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმაც.

ყველა ახალი ამბავი
0