თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები
© Pixabay / manfredrichterთხილი
© Pixabay / manfredrichter
გამოწერა
თხილი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, მათ შორის, ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ის ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, შველის რევმატიზმს, ბრონქიტს და სხვა მრავალ დაავადებას.
თხილი (Corylus) ფართო გაგებით არყისებრთა ოჯახის ბუჩქი ან ხეა. გავრცელებულია ოცამდე სახეობა. ბუნებრივად იზრდება 6 სახეობა, მათ შორის, ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana), რომელიც მთელ საქართველოშია გავრცელებული.
დათვისთხილა და პონტოური თხილი (Corylus pontica) იზრდება გურიასა და აჭარაში; იმერული თხილი (Corylus imeretina), კოლხური თხილი და კახური თხილი (Corylus cachetica) საქართველოს ენდემებია.
ადამიანი თხილით ჯერ კიდევ უძველეს დროს იკვებებოდა. თხილის კულტურა კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე დაიბადა, შემდეგ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელდა, მოგვიანებით კი სხვა ევროპულ ქვეყნებში.
ჩვეულებრივი თხილის ლათინური დასახელება – Corylus avellana იტალიის ქალაქ აველოდან წარმოიშვა, სადაც ეს მცენარე დიდი მასშტაბებით იყო პირველად კულტივირებული.
თხილი უძველესი დროიდან იყო ნაყოფიერების, ცხოვრების განახლებისა და სიბრძნის, ძალისა და სამართლიანობის სიმბოლო. მას მაგიური მნიშვნელობაც ჰქონდა და ადამიანებს ავი თვალისგან იცავდა.
თხილის მაგიურ თვისებებს იყენებდნენ შამანები და თხილის ორკაპა ტოტით საგანძურს, წყალს, დაკარგულ ნივთებსა და ოქროსაც კი ეძებდნენ.
ჯადოქრები თხილის ტოტებისგან ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ.
თხილის კალორიულობა და შემადგენლობა
100 გრამი პროდუქტის კალორიულობაა დაახლოებით 650 კკალორია. 400 გრამი თხილი უზრუნველყოფს მოზრდილი ადამიანის კალორიების სადღეღამისო ნორმას.
თხილში შედის: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები. ორგანული მჟავები, წყალი, ნახშირი. ვიტამინები: А, ბეტაკაროტინი, В1, В2, Е, РР, ნიაცინი; მიკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა.
თხილში შედის: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები. ორგანული მჟავები, წყალი, ნახშირი. ვიტამინები: А, ბეტაკაროტინი, В1, В2, Е, РР, ნიაცინი; მიკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა.
ფოთლების შემადგენლობაშია ალდეჰიდები, ეთერზეთი, ვიტამინი С, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ფენოლკარბონატის მჟავა.
რისთვის არის სასარგებლო თხილი
ააქტიურებს ტვინის მუშაობას: ამას ხელს უწყობს მაღალი კალორიულობა და ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი შემადგენლობა. თხილი ამძაფრებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს შრომისუნარიანობასა და ხსნის დაღლილობას.
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას: თხილში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინის დონის შემცირებაში, ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების შესაძლებლობას. ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, იცავს ათეროსკლეროზისგან. კალციუმი სისხლძარღვების კედლებისა და გულის კუნთების ელასტიკურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე რეკომენდებულია თხილის მიღება მათთვის, ვისაც სისხლის დაავადებები აქვს.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას: ამას ხელს უწყობს უჯრედისი თხილის შემადგენლობაში. ის არა მხოლოდ ასტაბილურებს ნაწლავების მუშაობას, არამედ ასევე აბრკოლებს მასში ინფექციური პროცესების განვითარებას. ამასთან, თხილის მიღება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას უწყობს ხელს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას: თხილში არსებული ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით ძლიერდება იმუნიტეტი. თხილის მიღებით ადამიანი ორგანიზმს ეხმარება, რომ დაუპირისპირდეს ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს. ასევე სასარგებლოა თხილი დაავადებების შემდეგ დასუსტებული ორგანიზმის აღდგენისა და დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევებში.
თხილი მკურნალობს სისხლნაკლებობას: ამისთვის იღებენ თაფლში არეულ დაქუცმაცებულ თხილის გულს.
შველის რევმატიზმს: ზემოთ აღნიშნული თაფლიანი თხილი ასევე ეფექტურად მოქმედებს რევმატიზმის დროს.
აქვს პროფილაქტიკური მოქმედება ონკოლოგიური დაავადებების დროს: თხილი შეიცავს ნივთიერება პაკლიტაქსელს, რომელიც სიმსივნეებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
მკურნალობს ფილტვებისა და ბრონქების დაავადებებს: ამ შემთხვევაშიც მთავარი მოქმედია პაკლიტაქსელი, რომელიც ამ ორგანოებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და შლაკები: თხილის რეგულარული მიღებისას ღვიძლი და ნაწლავები მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან იწმინდება, ასევე, ის აჩერებს ამ ორგანოებში დაჩირქების პროცესს.
მკურნალობს პროსტატიტს: ამ მიზნით რეკომენდებულია თხილის ზეთის გამოყენება. ის იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანს ამ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროსაც შველის.
ეხმარება მეძუძურ დედებს: თხილის მიღება დადებითად მოქმედებს ლაქტაციის პროცესზე, ასევე ამცირებს გაზების წარმოქმნას ჩვილების ნაწლავებში. საქართველოში თხილს ხანდახან ზოგადად გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ იყენებენ.
აშორებს ჭიებს: ამ პარაზიტების მოსაშორებლად იყენებენ თხილის ზეთს.
თხილი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები.
ასევე არანაკლებ ეფექტურია ის ასაკოვანი ადამიანებისთვის. ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით თხილი ხელს უწყობს ძალების აღდგენას და ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს. თხილი სასარგებლოა როგორც ახალი, ისე გამომშრალი სახით.
თხილის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, რომელსაც სისხლძარღვების შევიწროების ეფექტი აქვს, ასევე ბეტულინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა ნორჩი ყლორტების ქერქის ანტიოქსიდანტური მოქმედება.
თხილის ზეთს იყენებენ ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, პარფიუმერიაში, ფერწერაში, სანთლებისა და საპნის წარმოებაში, არომათერაპიაში.
თხილის გამოყენება და რეცეპტები
ხალხურ მედიცინაში თხილი ხშირად გამოიყენება კენჭოვანი დაავადებების დროს, თხილის გული თაფლთან ერთად – რევმატიზმის, სისხლნაკლებობის დროს, ასევე არის ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება.
ხველების წინააღმდეგ თხილი ამგვარად გამოიყენება: აიღეთ 1-2 პეშვი გაწმენდილი და დაფქული თხილის გული, შეურიეთ თაფლს, რომელიც წინასწარ იქნება ხველების საწინააღმდეგო რომელიმე მცენარის (მაგალითად, თავშავას ან ქონდრის) ნაყენში გახსნილი. მიიღეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დესერტის კოვზით.
თხილის ზეთით კვერცხის ცილასთან ერთად მკურნალობენ დამწვრობას. ის ასევე კარგი საშუალებაა თმის გასამაგრებლად. თუ დაუმატებთ რომელიმე ეთერზეთს, რომელსაც კოსმეტიკური მოქმედება აქვს (მაგალითად, ფორთოხლის, გვირილის, ვარდის და სხვ.), სამკურნალო მოქმედება გაიზრდება.
სასარგებლოა თხილის ნაჭუჭიც. ნაჭუჭის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა პროსტატის ადენომის დროს. 1 კილოგრამი თხილის დაქუცმაცებულ ნაჭუჭს დაასხით 2 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ 1 ლიტრი ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და დაამატეთ 1 კილოგრამი თაფლი. მიიღეთ ეს ექსტრაქტი სამჯერ დღეში 30 მილილიტრის ოდენობით.
სასარგებლოა თხილის ნაჭუჭიც. ნაჭუჭის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა პროსტატის ადენომის დროს. 1 კილოგრამი თხილის დაქუცმაცებულ ნაჭუჭს დაასხით 2 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ 1 ლიტრი ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და დაამატეთ 1 კილოგრამი თაფლი. მიიღეთ ეს ექსტრაქტი სამჯერ დღეში 30 მილილიტრის ოდენობით.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ფოთლისა და ნორჩი ტოტის ქერქის ნაყენს იყენებენ პროსტატის ჰიპერტროფიის დროს. ნაყენი ამგვარად მზადდება: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი ჭამამდე დღეში რამდენჯერმე.
ევროპულ ხალხურ მედიცინაში ჰემოროიდული სისხლდენებისა და ვარიკოზული წყლულების დროს გარეგანად იყენებენ ყლორტების ქერქის კონცენტრირებულ ნაყენს. ეს ნახარში განსაკუთრებით ეფექტურია მიკროოყნების ან მჯდომარე აბაზანის სახით.
ევროპულ ხალხურ მედიცინაში ჰემოროიდული სისხლდენებისა და ვარიკოზული წყლულების დროს გარეგანად იყენებენ ყლორტების ქერქის კონცენტრირებულ ნაყენს. ეს ნახარში განსაკუთრებით ეფექტურია მიკროოყნების ან მჯდომარე აბაზანის სახით.
ფრანგულ მედიცინაში მენსტრუალური ჭარბი სისხლდენისას შინაგანად იღებენ ფესვების ქერქის ნაყენს. ამისთვის 30 გრამს ქერქს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და მიიღეთ 30 წვეთი სამჯერ დღეში ჭამამდე.
თხილის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაფართოების, თრომბოფლებიტის, ტროპიკული წყლულების, პროსტატის ჰიპერტროფიის დროს. დამზადების წესი ამგვარია: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში. გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
თხილის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაფართოების, თრომბოფლებიტის, ტროპიკული წყლულების, პროსტატის ჰიპერტროფიის დროს. დამზადების წესი ამგვარია: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში. გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
თხილის მიღება არარეკომენდებულია
მიუხედავად იმისა, რომ თხილს უამრავი კარგი თვისება აქვს, ის ყოველთვის სასარგებლო არ არის ორგანიზმისთვის.
თხილის მიღება არარეკომენდებულია ინდივიდუალური აუტანლობის, ალერგიის დროს; კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მისი მიღება არ შეიძლება დაავადებების გამწვავებისას.
ჭარბი წონის მქონე ადამიანები მაღალი კალორიულობის, ცხიმების შემცველობის გამო, თხილს უნდა მოერიდონ.
დიაბეტის მძიმე ფორმისა და ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არარეკომენდებულია ამ პროდუქტის მიღება, რადგან ის შაქარსა და ცხიმებს შეიცავს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რაოდენობით თხილის მიღება უკუშედეგს იძლევა. დღიური ნორმა დაახლოებით 15-20 თხილის გულია, ანუ, დაახლოებით ხელის გულზე დატეული რაოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება გაზების დაგროვება, ჩნდება დიარეა, პირღებინების შეგრძნება და პირღებინება, თავის ტკივილი.
ფოთლისა და ქერქის ნაყენი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ამიტომ მისი მიღება არარეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის.
თხილის გულმა, შესაძლოა, კანის დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ შეიძლება გამწვავდეს პანკრეატიტი და კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებები. ასევე არასასურველია მისი მიღება ფსორიაზის დროს - დაავადება მისგან, შესაძლოა, გამძაფრდეს.
საინტერესო ფაქტები:
ყველასთვის ცნობილია, რომ თხილი და თხილის ზეთი გამოიყენება კულინარიაში.
თხილის ნაჭუჭს იყენებენ მრეწველობაში მაღალი ხარისხის ლინოლეუმების, გააქტიურებული ნახშირის დასამზადებლად.
თხილის ხეს იყენებენ ხის მასალების დასამზადებლად, ხოლო მის ტოტებს – კალათებისთვის.
P.S. თხილის სამკურნალო მიზნით გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.