https://sputnik-georgia.com/20230118/krialosana-hedysarum-274040021.html
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები
Sputnik საქართველო
მცენარე ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს. 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T17:05+0400
2023-01-18T17:05+0400
2023-01-18T20:48+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24798/45/247984575_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_ef1fcb6a7e8d863a3e84392b435cec9b.jpg
კრიალოსანა (Hedysarum) პარკოსანთა ოჯახის მცენარეთა გვარია, რომლის ნაყოფი კრიალოსნისებრ პარკს წარმოადგენს. გავრცელებულია 150-მდე სახეობა. საქართველოში შვიდი სახეობა გვხვდება, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა (Hedysarum caucasicum).კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები>>სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება კრიალოსანას წითელი, გამომშრალი და დაქუცმაცებული ფესვი.კრიალოსანას შემადგენლობა:კრიალოსანას სასარგებლო თვისებებიკრიალოსანას წითელ ფესვს გააჩნია მრავალი თვისება. არის მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, იმუნომოდულატორი, აჩერებს სისხლდენას.მცენარე ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს.კრიალოსანა ძალზე სასარგებლოა როგორც მამაკაცების, ისე ქალების ჯანმრთელობისთვის. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს სქესობრივ ჯირკვლებს, ებრძვის პათოლოგიებს მცირე მენჯის ღრუში, უნაყოფობას.კრიალოსანას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მაჩვენებლებს, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, აღადგენს სასიცოცხლო ძალებს.ცოცხანა, ანუ „ისიდას ცრემლი" – მაგიური სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები>>კრიალოსანა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:კრიალოსანა უნდა მივიღოთ უძილობის, ავიტამინოზის, მადის დაქვეითების დროს, შველის ხველებას, სისხლდენას, შეშუპებას, ანთებით პროცესებს.კრიალოსანა მამაკაცებისთვისკრიალოსანა აწესრიგებს შარდის გამოყოფას, ამცირებს ანთებით პროცესებს წინამდებარე ჯირკვალში, აჩქარებს სისხლის ნაკადს მცირე მენჯში. მისი გამოყენება რეკომენდებულია იმპოტენციის, პროსტატის ადენომის, ქრონიკული პროსტატის, ინფექციური დაავადებების დროს.კრიალოსანა აჯანსაღებს მამაკაცის ჯანმრთელობას, ზრდის ლიბიდოს. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა ერთი თვე.კრიალოსანა ქალებისთვისმცენარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ქალების შარდ-სასქესო სისტემის მთელი რიგი დაავადებების განკურნება შეუძლია. მისი გამოყენება შეიძლება საშვილოსნოდან სისხლდენის, საშვილოსნოს მიომას, პოლიპების დროს, ადნექსიტის (საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად კარგად ებრძვის უნაყოფობას.კრიალოსანა გამოიყენება საშვილოსნოს ინფექციური დაავადებებისას. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა. დღე-ღამეში ქალმა უნდა მიიღოს 2-3 მცირე ზომის ჭიქა კრიალოსანას ფესვის ნახარში.თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>კრიალოსანა ჰერპესის წინააღმდეგკრიალოსანას ვირუსებთან ბრძოლის უნარი გამოიხატება ჰერპესთან და მის გამოვლინებასთან ბრძოლაში. ფესვის ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს, ადვილად უმკლავდება ჰერპესს და იცავს ორგანიზმს გამონაყარის შემდეგი გამოვლენისგან. მცენარის მიღება უნდა გაგრძელდეს ჰერპესის გამწვავების მთლიან პერიოდში. შესაძლებელია მცენარის ნაყენის მიღება დაავადების პროფილაქტიკის მიზნითაც – ამ დროს კრიალოსანას მიღება აუცილებელია 1,5–2 თვის განმავლობაში.კრიალოსანა თირკმლების დაავადების დროსშარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით კრიალოსანა გამოხატურ თერაპევტულ მოქმედებას ახდენს შარდ-სასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ანთებითი პროცესებისას, ცისტიტისას. მცენარე წმენდს თირკმლებს, გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე, ხსნის შეშუპებასა და ანთებას. პირველი შედეგები მკურნალობიდან უკვე ორ კვირაში დგება.კრიალოსანა ონკოლოგიაშიმედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად ონკოლოგიური დაავადებების დროს შეიძლება მცენარის წითელი ფესვისგან დაყენებული ჩაის მიღება. მას აქვს მატონიზირებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ავადმყოფს არა აქვს უკუჩვენებები ამ მცენარესთან დაკავშირებით, შესაძლებელია ჩაის მიღება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.კრიალოსანას დამზადების რეცეპტები:ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი მცენარის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1–2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ ერთი ჭიქის ოდენობით, რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.ნაყენის დამზადებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ფესვი და 1 ჭიქა წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ ანადუღარი წყალი, რომ მიიღოთ საწყისი ოდენობა, მიიღეთ დღეში 2–3-ჯერ, ჭამამდე, 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით.კრიალოსანას მიღება არ შეიძლება:მცენარე არ უნდა მიიღონ 12 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, ადამიანებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი.პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>კრიალოსანას მიღება ასევე არ შეიძლება მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს.
https://sputnik-georgia.com/20230109/mandarinis-qerqi-273717635.html
https://sputnik-georgia.com/20230102/nusi-prunus-dulcis-prunus-amygdalus-amygdalus-communis-273622952.html
https://sputnik-georgia.com/20221013/jenseni-panax-ginseng-271269192.html
https://sputnik-georgia.com/20220531/jonjoli-staphylea-267007488.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24798/45/247984575_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6b9aa681b7bb1f04d0ce1b05b6312d24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები
17:05 18.01.2023 (განახლებულია: 20:48 18.01.2023) მცენარე ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს.
კრიალოსანა (Hedysarum) პარკოსანთა ოჯახის მცენარეთა გვარია, რომლის ნაყოფი კრიალოსნისებრ პარკს წარმოადგენს. გავრცელებულია 150-მდე სახეობა. საქართველოში შვიდი სახეობა გვხვდება, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა (Hedysarum caucasicum).
სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება კრიალოსანას წითელი, გამომშრალი და დაქუცმაცებული ფესვი.
კრიალოსანას შემადგენლობა:
კრიალოსანას სასარგებლო თვისებები
კრიალოსანას წითელ ფესვს გააჩნია მრავალი თვისება. არის მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, იმუნომოდულატორი, აჩერებს სისხლდენას.
მცენარე ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს.
კრიალოსანა ძალზე სასარგებლოა როგორც მამაკაცების, ისე ქალების ჯანმრთელობისთვის. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს სქესობრივ ჯირკვლებს, ებრძვის პათოლოგიებს მცირე მენჯის ღრუში, უნაყოფობას.
კრიალოსანას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მაჩვენებლებს, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, აღადგენს სასიცოცხლო ძალებს.
კრიალოსანა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
თირკმლების, შარდის ბუშტის, შარდმდენი გზების დაავადებები გინეკოლოგიური პათოლოგიები მამაკაცისა და ქალის უნაყოფობა პროსტატა, პროსტატის ადენომა ნერვული დაძაბულობა, ქრონიკული დაღლილობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სასუნთქი გზების დაავადებები დარღვევები სისხლის შედედებაში კრიალოსანა უნდა მივიღოთ უძილობის, ავიტამინოზის, მადის დაქვეითების დროს, შველის ხველებას, სისხლდენას, შეშუპებას, ანთებით პროცესებს.
კრიალოსანა მამაკაცებისთვის
კრიალოსანა აწესრიგებს შარდის გამოყოფას, ამცირებს ანთებით პროცესებს წინამდებარე ჯირკვალში, აჩქარებს სისხლის ნაკადს მცირე მენჯში. მისი გამოყენება რეკომენდებულია იმპოტენციის, პროსტატის ადენომის, ქრონიკული პროსტატის, ინფექციური დაავადებების დროს.
კრიალოსანა აჯანსაღებს მამაკაცის ჯანმრთელობას, ზრდის ლიბიდოს. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა ერთი თვე.
მცენარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ქალების შარდ-სასქესო სისტემის მთელი რიგი დაავადებების განკურნება შეუძლია. მისი გამოყენება შეიძლება საშვილოსნოდან სისხლდენის, საშვილოსნოს მიომას, პოლიპების დროს, ადნექსიტის (საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად კარგად ებრძვის უნაყოფობას.
კრიალოსანა გამოიყენება საშვილოსნოს ინფექციური დაავადებებისას. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა. დღე-ღამეში ქალმა უნდა მიიღოს 2-3 მცირე ზომის ჭიქა კრიალოსანას ფესვის ნახარში.
კრიალოსანა ჰერპესის წინააღმდეგ
კრიალოსანას ვირუსებთან ბრძოლის უნარი გამოიხატება ჰერპესთან და მის გამოვლინებასთან ბრძოლაში. ფესვის ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს, ადვილად უმკლავდება ჰერპესს და იცავს ორგანიზმს გამონაყარის შემდეგი გამოვლენისგან. მცენარის მიღება უნდა გაგრძელდეს ჰერპესის გამწვავების მთლიან პერიოდში. შესაძლებელია მცენარის ნაყენის მიღება დაავადების პროფილაქტიკის მიზნითაც – ამ დროს კრიალოსანას მიღება აუცილებელია 1,5–2 თვის განმავლობაში.
კრიალოსანა თირკმლების დაავადების დროს
შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით კრიალოსანა გამოხატურ თერაპევტულ მოქმედებას ახდენს შარდ-სასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ანთებითი პროცესებისას, ცისტიტისას. მცენარე წმენდს თირკმლებს, გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე, ხსნის შეშუპებასა და ანთებას. პირველი შედეგები მკურნალობიდან უკვე ორ კვირაში დგება.
მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად ონკოლოგიური დაავადებების დროს შეიძლება მცენარის წითელი ფესვისგან დაყენებული ჩაის მიღება. მას აქვს მატონიზირებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ავადმყოფს არა აქვს უკუჩვენებები ამ მცენარესთან დაკავშირებით, შესაძლებელია ჩაის მიღება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
კრიალოსანას დამზადების რეცეპტები:
ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი მცენარის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1–2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ ერთი ჭიქის ოდენობით, რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაყენის დამზადებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ფესვი და 1 ჭიქა წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ ანადუღარი წყალი, რომ მიიღოთ საწყისი ოდენობა, მიიღეთ დღეში 2–3-ჯერ, ჭამამდე, 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით.
კრიალოსანას მიღება არ შეიძლება:
მცენარე არ უნდა მიიღონ 12 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, ადამიანებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი.
კრიალოსანას მიღება ასევე არ შეიძლება მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს.