https://sputnik-georgia.com/20230109/mandarinis-qerqi-273717635.html
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის მრავალ დაავადებას ებრძვის
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის მრავალ დაავადებას ებრძვის
Sputnik საქართველო
ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მარტო მანდარინის გული, არამედ ქერქიც. 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T12:00+0400
2023-01-09T12:00+0400
2023-01-09T16:34+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_0:110:3077:1841_1920x0_80_0_0_c16953febc233747af3a379712c99dcc.jpg
მანდარინის ქერქი შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს.სწორედ ამიტომ ასეთი ფასეული ნედლეულის გადაყრა ნამდვილად არ ღირს.მანდარინის ქერქის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი დაავადებებისას:• მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს: მანდარინის გამომშრალი ქერქი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხაჭოს, ფაფას ან სხვა კერძებს — 1 ჩაის კოვზი ერთ პორციაზე.• ბრონქიტის დროს: 2 სუფრის კოვზ მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი. მიიღეთ შემთბარი ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.• მშრალი ხველების დროს: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ ერთი კვირა ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენის 20 წვეთი წყალში გაზავებული ჭამამდე დღეში სამჯერ.• გაციების, გრიპის, ხველების დროს გაიკეთეთ ინჰალაცია: მანდარინის წვრილად დაქუცმაცებულ, ვიწროყელიან ჭურჭელში მოთავსებულ ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ისუნთქეთ ორთქლი 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ სიცივეში ერთი საათი არ გახვიდეთ.• ფრჩხილის სოკოს დროს — წაისვით მანდარინის ქერქი დაზიანებულ ადგილებზე დღეში ორჯერ.• დაღლილობის, ნერვული დაძაბულობის, სტრესის დროს: წვრილად დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის პატარა ტომარაში (10×7 სმ) და შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში. აუცილებლობის დროს ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში.• უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მომატებული არტერიული წნევისა და გულისცემის დროს: 1 ჭიქა მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და ასევე გამოწურეთ დარჩენილი მასა. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანა (37-38 გრადუსი) 15 წუთის განმავლობაში, დაძინებამდე 1 საათით ადრე, დღეგამოშვებით.
https://sputnik-georgia.com/20211129/fortoxali-sasargeblo-tvisebebi-262448884.html
https://sputnik-georgia.com/20171211/gogris-Tesli-238458074.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_f8ffe4890725199cc1453307e13069ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის მრავალ დაავადებას ებრძვის
12:00 09.01.2023 (განახლებულია: 16:34 09.01.2023) ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მარტო მანდარინის გული, არამედ ქერქიც.
მანდარინის ქერქი შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს.
სწორედ ამიტომ ასეთი ფასეული ნედლეულის გადაყრა ნამდვილად არ ღირს.
მანდარინის ქერქის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი დაავადებებისას:
• მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს: მანდარინის გამომშრალი ქერქი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხაჭოს, ფაფას ან სხვა კერძებს — 1 ჩაის კოვზი ერთ პორციაზე.
• ბრონქიტის დროს: 2 სუფრის კოვზ მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი. მიიღეთ შემთბარი ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
• მშრალი ხველების დროს: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ ერთი კვირა ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენის 20 წვეთი წყალში გაზავებული ჭამამდე დღეში სამჯერ.
• გაციების, გრიპის, ხველების დროს გაიკეთეთ ინჰალაცია: მანდარინის წვრილად დაქუცმაცებულ, ვიწროყელიან ჭურჭელში მოთავსებულ ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ისუნთქეთ ორთქლი 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ სიცივეში ერთი საათი არ გახვიდეთ.
• ფრჩხილის სოკოს დროს — წაისვით მანდარინის ქერქი დაზიანებულ ადგილებზე დღეში ორჯერ.
• დაღლილობის, ნერვული დაძაბულობის, სტრესის დროს: წვრილად დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის პატარა ტომარაში (10×7 სმ) და შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში. აუცილებლობის დროს ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში.
• უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მომატებული არტერიული წნევისა და გულისცემის დროს: 1 ჭიქა მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და ასევე გამოწურეთ დარჩენილი მასა. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანა (37-38 გრადუსი) 15 წუთის განმავლობაში, დაძინებამდე 1 საათით ადრე, დღეგამოშვებით.