20:11 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (263)
1443 0 0

თხილი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, მათ შორის, ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ის ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, შველის რევმატიზმს, ბრონქიტს და სხვა მრავალ დაავადებას.

თხილი (Corylus) ფართო გაგებით არყისებრთა ოჯახის ბუჩქი ან ხეა. გავრცელებულია ოცამდე სახეობა. ბუნებრივად იზრდება 6 სახეობა, მათ შორის, ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana), რომელიც მთელ საქართველოშია გავრცელებული.

დათვისთხილა და პონტოური თხილი (Corylus pontica) იზრდება გურიასა და აჭარაში; იმერული თხილი (Corylus imeretina), კოლხური თხილი და კახური თხილი (Corylus cachetica) საქართველოს ენდემებია.

ადამიანი თხილით ჯერ კიდევ უძველეს დროს იკვებებოდა. თხილის კულტურა კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე დაიბადა, შემდეგ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელდა, მოგვიანებით კი სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ჩვეულებრივი თხილის ლათინური დასახელება – Corylus avellana იტალიის ქალაქ აველოდან წარმოიშვა, სადაც ეს მცენარე დიდი მასშტაბებით იყო პირველად კულტივირებული.

თხილი უძველესი დროიდან იყო ნაყოფიერების, ცხოვრების განახლებისა და სიბრძნის, ძალისა და სამართლიანობის სიმბოლო. მას მაგიური მნიშვნელობაც ჰქონდა და ადამიანებს ავი თვალისგან იცავდა.

თხილის მაგიურ თვისებებს იყენებდნენ შამანები და თხილის ორკაპა ტოტით საგანძურს, წყალს, დაკარგულ ნივთებსა და ოქროსაც კი ეძებდნენ.

ჯადოქრები თხილის ტოტებისგან ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (263)

მთავარი თემები