კივი – С ვიტამინისა და მრავალი სასარგებლო ელემენტის ნამდვილი საბადო

© Pixabay / stevepbკივი
კივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხილი, რომლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს – მასში С ვიტამინი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში

კივის – აქტინიდიას სამშობლოა ჩინეთი. მას სხვაგვარად ჩინურ ხურტკმელსაც" უწოდებენ. სახელწოდება კივი მან ახალზელანდიელი სელექციონერის, ალექსანდრ ელისონის დამსახურებით მიიღო – კივი იმიტომ შეარქვეს რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს (ეს ფრინველი მათ ემბლემაზეა განთავსებული). ამ მცენარის თესლი ახალზელანდიელებმა 1906 წელს მოიპოვეს და მან ყველაზე კარგად იქ იხარა – ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს.

ასკილის ყვავილი - Sputnik საქართველო
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

კივი თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც.

კივი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 48 კკალორიაა.

კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:

ცილები – 0,8 გრამი

ცხიმები – 0,4 გრამი

ნახშირწყლები – 8,2 გრამი

ნაცარი – 0,5 გრამი

წყალი – 83,9 გრამი

კივი მდიდარია უჯრედისით, ამინომჟავებით, შეიცავს ასევე ფრუქტოზას, გლუკოზას, ვიტამინებს С, Е, РР, А, В1, В2, В3, В6, ბეტა–კაროტინს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფლავონოიდებს, პექტინებს, ენზიმებს, ფოლიუმის მჟავას, სხვა ხილის მჟავებს – ლიმონის, ვაშლის და სხვა.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კივი С ვიტამინს (100 გრამ პროდუქტზე 92 მილიგრამს) – იმაზე მეტს, ვიდრე ციტრუსები და ბულგარული წიწაკა.

კარტოფილი - Sputnik საქართველო
ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ

ასევე, მასში არის Е ვიტამინი, რომელიც, როგორც წესი, შედის მაღალკალორიულ პროდუქტებში (მაგალითად, კაკალი, თხილი) და მისი დეფიციტი შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანებს, ვინც ჭარბწონიანობას ებრძვის; კივი კი დიეტური პროდუქტია და ამ ვიტამინის ნაკლებობა თავისუფლად შეიძლება შეივსოს მისი მიღებით.

ასევე, კივი იმ მცირერიცხოვან პროდუქტთა სიაშია, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას – ვიტამინს В9 და პირიდოქსინს – ვიტამინს В6. ფოლიუმის შემცველობით კივი მხოლოდ ბროკოლს ჩამორჩება.

კივის განსაკუთრებული თვისებაა კიდევ ის, რომ მისი კონსერვირებისას, სხვა ხილისგან განსხვავებით, ვიტამინები არ ირღვევა. ამას ნაყოფის რბილობის გარკვეული მჟავიანობა განაპირობებს.

კივის სასარგებლო თვისებები:

1. ის ძალიან კარგია სისხლძარღვებისა და გულის მუშაობისთვის. აქვეითებს არტერიულ წნევას. ნორვეგიელი მეცნიერების კვლევებით დადასტურდა, რომ კივის გამოყენება 15%–ით ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს.

2. ჩინური ხურტკმელი" მისწრებაა საჭმლის მონელების სისტემის პრობლემების დროს, მუცელში სიმძიმის შეგრძნებისას; მიიჩნევენ, რომ ის ჭიების პროფილაქტიკისთვისშეიძლება გამოიყენონ, თუმცა ეს ფაქტი მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

მანდარინი - Sputnik საქართველო
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ

3. კივის გამოყენება რეკომენდებულია თირკმელებში კენჭოვანი წარმონაქმნების დროს; ის ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.

4. დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის კივის მიღება დასაშვებია – მასში შაქარი თითქმის არ არის, ამიტომ ის დიაბეტურ დიეტებში ერთ–ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

5. კივი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს. იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხილი შველის ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმის დროს, ამცირებს ხველებას (ამისთვის დღეში სულ ცოტა 2–3 ცალი კივი უნდა მიიღოთ).

6. ექიმები ასევე ურჩევენ კივის მიღებას გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.

7. გრიპის ეპიდემიის დროს ერთი ჭიქა კივის წვენი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ამაღლებს ორგანიზმის დაცვის უნარს.

8. კივი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – კარგი საშუალებაა სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის. ამისთვის გამოიყენება კივისა და ხაჭოს, იოგურტის ან თაფლის ნაზავი ნიღბის სახით.

9. კივის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში ურჩევენ სტრესის, დეპრესიების დროს და ზედმეტი დაძაბულობისას ნერვული სისტემის მდგრადობის რეგულირებისთვის. მისი გამოყენება ასევე კარგია სპორტსმენებისთვის, როგორც ნატურალური სტიმულატორი და ენერგიის აღმდგენი საშუალება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

კივის, მიღების წინ, როგორც წესი ფცქვნიან. თუმცა სწორი კვების სპეციალისტების უმრავლესობა გვირჩევს, რომ კივი კანიანად უნდა მივიღოთ.

ლიმონი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ლიმონი

კივის კანის სასარგებლო თვისებები:

კივის კანში ბევრი ანტიოქსიდანტია; ამიტომ ამ ხილს კიბოს, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კანში სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე რბილობში. ამიტომ არის რეკომენდებული კივის კანიანად მიღება. ამისთვის კი ის უნდა გაიწმინდოს ბუსუსებისგან.

ასევე, კივის კანი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა, მას შეუძლია დახმარება დისბაქტერიოზის დროს. მიიჩნევენ, რომ კანის დახმარებით ნადგურდება ისეთი მიკრობები, როგორიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.

კივი მავნებელია, თუ:

1. გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, დიდი რაოდენობით C ვიტამინის გამო ის ალერგიულ ხილად მიიჩნევა.

2. გაქვთ გასტრიტი, კკუჭის წყლული, კუჭის მომატებული მჟავიანობა.

3. გაქვთ დიარეა, ან მიდრეკილება დიარეისადმი – კივის გამხსნელი ეფექტი აქვს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება.

4. ასევე არ შეიძლება კივის დიდი რაოდენობით გამოყენება, რადგან С ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

 

ყველა ახალი ამბავი
0