მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ლიმონი

გამოწერა

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ლიმონზე ვისაუბრებთ.

ლიმონი (Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე, სუბტროპიკული ტეგანისებრთა ოჯახის ციტრუსოვანთა გვარის მცენარეა.

CC BY 2.0 / Beatrice Murch / Lemonლიმონი
ლიმონი - Sputnik საქართველო
ლიმონი

ლიმონის ნაყოფი მდიდარია ტუტე ელემენტებით, ასევე შეიცავს 8%-მდე ორგანულ მჟავებს (ძირითადად, ლიმონმჟავას), 3%-მდე შაქრებს, აზოტურ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა შორისაა კალიუმი და სპილენძი, ვიტამინებს А, В, Р, С, ფიტონციდებსა და სხვა. ნაყოფის კანი და ფოთოლი ეთერზეთებს შეიცავს. ახლადგამოწურული ლიმონის წვენი მდიდარია С ვიტამინით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით მისი შენახვისას ამ ვიტამინის დიდი რაოდენობა ჰაერის ზემოქმედებით ირღვევა. ლიმონი შეიცავს Р ვიტამინებს. თუ ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეშუპება ან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ტკივილი ფეხებში, მალე დაღლა, ზოგადი სისუსტე.

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. თაფლი

ლიმონში არსებულ პექტინურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნის უნარი აქვს.

ერთი ცალი ლიმონის წვენი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო С ვიტამინის დღიური ნორმის 33%–ს შეიცავს, ხოლო ერთი სუფრის კოვზი ლიმონის კანი – 13%–ს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ლიმონი საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. ის ჩვენს იმუნიტეტს სხვადასხვა ვირუსთან და დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება და ერთ–ერთი პირველი საშუალებაა გაციებისა და გრიპის დროს; მაგრამ ბევრმა არ იცის ამ ხილის სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება.

ხალხურ მედიცინაში ლიმონი გამოიყენება ცინგის (სურავანდი), სიყვითლის, წყალმანკის, თირკმელების დაავადების, ფილტვის ტუბერკულიოზის, კუჭის კატარების, ჰემოროის, მწვავე რევმატიზმის, პოდაგრის, წელკავისა და ძვლებში ტეხის შეგრძნების დროს. ლიმონი ფართოდ გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს, როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება.

CC BY 2.0 / corbin_dana / lemonadeყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი
ყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი - Sputnik საქართველო
ყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი

ის არა მარტო დადებითად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, არამედ განგაშის შეგრძნებისა და დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება. ლიმონის ხეებს სპეციალურად რგავენ ელიტურ რესტორნებთან, რადგან ის კლიენტს ეხმარება, თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ლიმონი კარგად წმენს თავის კანს. ის ძალზე სასარგებლოა კანის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, პიგმენტური ლაქების, ნაწიბურებისა და მუწუკების. ამისთვის ლიმონი გაჭერით შუაზე და კანის პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ. ის ასევე დაგეხმარებათ „ურჩი“ იდაყვებისა და მუხლების გასაწმენდად.

ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

ლიმონის გამოყენება ასევე შეიძლება ფრჩხილების გასათეთრებლად, ფეხებში ტკივილის მკურნალობისთვის. მას შეუძლია განკურნოს ადამიანი არტრიტისგან, კუჭის აშლილობისა და რევმატიზმისგან.

ყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი.

მას ასევე შეუძლია დაგიცვათ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ქოლერა და მალარია.

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია.

ლიმონის ყოველდღიური გამოყენება აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას.

ლიმონი დაჭერით და დადგით საძინებელ ოთახში. ის შესანიშნავი ბუნებრივი ჰაერის გამწმენდი საშუალებაა და, ამავე დროს, მისი არომატი ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება. ადამიანს სძინავს უფრო ღრმად და დილით დასვენებული და ენერგიით სავსე იღვიძებს. 

CC BY 2.0 / Mike Mozart / Lemonsლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია
ლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია - Sputnik საქართველო
ლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია

თუ გაქვთ ასთმა, ალერგია, ან გაციებული ხართ, ლიმონის არომატის სუნთქვას თქვენი ყელისა და ზედა სასუნთქი გზების გაწმენდა შეუძლია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ლიმონი საკმაოდ ეფექტური გასახდომი საშუალებაა. მაგალითად, საკმაოდ ეფექტურია ლიმონისა და ნივრის ნარევი, რომელიც ასე მზადდება: 400 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ და აურიეთ 24 ლიმონისგან გამოწურულ წვენში. აუცილებლად მოამზადეთ ფართოყელიან ქილაში. შემოახვით დოლბანდი (მარლა) და გააჩერეთ 24 დღე. ეს საშუალება მიიღეთ მხოლოდ ძილის წინ – ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალთან ერთად. 

ასევე კარგია უბრალოდ ლიმონიანი წყალი, რომელიც ორგანიზმს სიმხნევეს სძენს და წონაში დაკლებაშიც ეხმარება. ეფექტურია გვირილისა და ლიმონის ნარევიც. საღამოს დააყენეთ ორი ჩაის კოვზი ხმელი გვირილისა და რადენიმე ნაჭერი ლიმონის ნაყენი და დილით უზმოზე მიიღეთ.

ლიმონი ფრთხილად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, ვისაც მომატებული აქვს კუჭის მჟავიანობა (ამ შემთხვევაში ექიმები ლიმონის თაფლთან ერთად მიღებას გვირჩევენ), აწუხებს გასტრიტი, კუჭის წყლული. ასევე, დიდი რაოდენობით ლიმონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის მინანქარის დაზიანება. 

ყველა ახალი ამბავი
0