მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

CC BY 2.0 / oatsy40 / Garlicნივრის ყვავილობა
ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო
ნიორს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია, მაგრამ ზიანის მიყენებაც შეუძლია, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ყურადღება ნიორზე შევაჩერეთ. 

ნიორი (Allium sativum) — შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია. ნიორს განსაკუთრებით სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში იყენებენ.

ჩვენ ვისაუბრებთ ნივრის როგორც სასარგებლო, ისე უარყოფით თვისებებზე, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

CC BY 2.0 / Mike Licht / Garlicნიორი
ნიორი - Sputnik საქართველო
ნიორი

მაშ ასე, დავიწყოთ ნივრის უნიკალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით:

ნიორი ფართოდ გამოიყენება ვირუსული დაავადებების დროს. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით – ალიცინით. ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.

ნიორი ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. ეს ნიორში შემავალი ცილების დამსახურებაა, რომლებიც ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.

ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა, რომლის წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება, ის ტოქსიკურია სოკოს, სტაფილოკოკის, დიფტერიის ჩხირებისთვის. ფიტოციდები განსაკუთრებით გაზაფხულზეა აქტიური, ამიტომ ნიორი ბაქტერიებთან ბრძოლაში განსაკუთრებით სასარგებლოა.

ალოე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ალოე

ნიორი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა. მაგრამ ნიორი მხოლოდ იწყებს პროცესს, მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ ქოლესტერინის დონე კვლავ უწინდელს უბრუნდება. ამგვარად, ნიორს ქოლესტერინის დონის დიდხანს შენარჩუნება არ შეუძლია.

ნიორს იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, მაგრამ ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს. გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, ეს კი წნევის შემცირებას ეხმარება. საჭირო ეფექტის მისაღწევად საკმარისია რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში ერთი კბილი ნივრის მიღება.

ნიორი გამოიყენება, როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ხოლო ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი სწორედ თრომბია.

CC BY 2.0 / shrk / garlicნიორი
ნიორი - Sputnik საქართველო
ნიორი

ნიორი კიბოსთან ბრძოლაში – და კვლავ ალიცინი. ალიცინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს სისხლში თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დნმ–ის დაზიანება და კიბოს დაავადების პროვოცირება შეუძლია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ნიორი არა მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკას უწყობს ხელს, არამედ სიმსივნის ზრდას აფერხებს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნიორი ეფექტურია კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, მაგრამ ადამიანების გამოკვლევამ ცალსახა შედეგები არ აჩვენა. ამგვარად, ნივრის კიბოსთან ბრძოლის თვისება, ჯერჯერობით, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.

ნიორი, ისევე, როგორც ხახვი, მამაკაცის პოტენციაზე დადებითად მოქმედებს. ეს, შესაძლოა, მისი სისხლძარღვების გაფართოების თვისებიდან მომდინარეობს, ან მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების დამსახურებაა, ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტია.

ნივრის ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებები უმეტესობამ კარგად იცის, მაგრამ უარყოფითი თვისებები – არა. ერთადერთი, რაც შეიძლება ადამიანებმა მის ნაკლოვანებებიდან გამოყონ, ეს მისი მძაფრი სუნია. მაგრამ ნივრის უარყოფითი თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ჭინჭარი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჭინჭარი

ნიორი მადის მომგვრელი ბოსტნეულია, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს.

ნიორი საზიანოა მათთვის, ვისაც კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს.

ნიორში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები საჭმლის მონელების პროცესისთვის საზიანოა.

ნიორი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. მას ეპილეფსიური შეტევის გამოწვევის პროვოცირება შეუძლია.

ნიორს უნდა მოერიდონ ადამიანები, ვისაც ჰემოროი (ბუასილი) აწუხებს.

ნიორს უნდა მოერიდონ ორსული და მეძუძური დედები, რადგან ის ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ნიორში შედის სულფანილ–ჰიდროქსილის იონები, რომელიც შედის ტვინის სისხლში, რაც ძუძუმწოვრებისთვის საწამლავის მიღებას უტოლდება. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რეაქციის სიჩქარის დაქვეითება 2–3-ჯერ, გაფანტულობა, უყურადღებობა, დაბინდული აზროვნება.

ამგვარად, ნივრის მოხმარებისას ყურადღებით უნდა ვიყოთ. მეცნიერებს საბოლოო დასკვნა ჯერ არ გაუკეთებიათ, რომელი სჯობს – მივიღოთ თუ არ მივიღოთ ნიორი, მაგრამ აქაც, ალბათ, ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ – მივიღოთ ნიორი, ოღონდ ზომიერად.

CC BY 2.0 / jeffreyw / Mmm... garlic butter shrimpნიორს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია
ნიორს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია - Sputnik საქართველო
ნიორს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია

და, ბოლოს, საინტერესო და სახალისო ინფორმაცია ნივრის შესახებ: 

იცით, რომ ნიორი ტკბილი ბოსტნეულის რიცხვს განეკუთვნება? ნივრის წვენში 20% შაქარი შედის, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ ცხარე ნივთიერებების გამო.

როგორც ამბობენ, სან–ფრანცისკოში არსებობს რესტორანი, სადაც დესერტის მენიუში ნივრიანი ნაყინი შედის. 

ტორონტოში კანონდარღვევას წარმოადგენს, თუ ადამიანმა ნივრის ჭამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური