უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო - წიწმატი

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Garden cressწიწმატის სახეობა Garden cress
წიწმატის სახეობა Garden cress  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
წიწმატს უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის – ავიტამინოზთან წარმატებული ბრძოლით დაწყებული, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციით დამთავრებული.
წიწმატი (Lepidium sativum) კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეა. მის სამშობლოდ ირანი მიიჩნევა. მას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში მიირთმევდნენ. ახლა ის მოჰყავთ ევროპაში, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. იზრდება საქართველოშიც.
წიწმატს მრავალი ქვეყნის კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოში მცენარეს ძირითადად ცოცხლად მიირთმევენ.
ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში წიწმატის ცხიმიანი სახეობებისგან სპეციალურ ზეთს ამზადებენ, რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში.
წიწმატის კალორიულობა, შემადგენლობა
წიწმატის კალორიულობა 100 გრამზე 32 კკალორიაა.
სატაცური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
სატაცურის სასარგებლო თვისებები
მის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები А, В, С, Е, К, D, მინერალური ნივთიერებები – რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, იოდი, დარიშხანი, თუთია, გოგირდი და სხვ.
წიწმატის სასარგებლო თვისებები
ამ არომატული ბოსტნეულის ქორფა ფოთლები გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობას ებრძვის, თან ის ადრეულ გაზაფხულზე ამოდის. ამასთან, იმდენად არაჭირვეულია, რომ ნიადაგის გარეშეც შეიძლება მისი მოყვანა (თესლი მოათავსეთ დოლბანდში და რეგულარულად მორწყეთ, 7–10 დღეში ის უკვე ამოვა).
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა>>
წიწმატს სამკურნალოდ სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. მისი დაბალანსებული შემადგენლობა საშუალებას იძლევა მივიღოთ კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ასევე ამ მცენარის მეშვეობით მკურნალობდნენ ბრონქიტის მძიმე ფორმას.
წიწმატის ნახარში გამოიყენება სისხლნაკლებობის, შაქრიანი დიაბეტის, ონკოლოგიის, შარდსასქესო ორგანოებში კენჭების შემთხვევებში, ხოლო წყალში გახსნილი წვენი – გასტრიტის, კოლიტის, პაროდონტოზისას.
ჭინჭარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
ჭინჭარი - გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე
წიწმატის წვენი ასევე ეფექტურია თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადების, სიყვითლის დროს და შეკრულობისას.
წიწმატისა და მცენარეული ზეთის გამოყენებით ამზადებენ მალამოს, რომელიც დამწვრობისთვის არის კარგი. ამ მალამოს, დამწვრობის გარდა, იყენებენ ცხიმგროვების, მეჭეჭების დროს.
მცენარის აქტიური ნივთიერებები ორგანიზმზე ახდენს შარმდენ, ანტიჰელმინთურ (ჭიების საწინააღმდეგო) მოქმედებას; აბრკოლებს ცინგას (სურავანდი) და მის შემდგომ განვითარებას ბლოკავს. ამისთვის უნდა არა მარტო მიიღოთ მწვანილი, არამედ მისი ახალი წვენი ღრძილებში შეიზილოთ (დღეში სამჯერ). მუდმივი მოხმარების შედეგად სისხლი იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან, ტოქსინებისა და შლაკებისგან.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ძირტკბილა>>
ამსუბუქებს მდგომარეობას მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის დროს.
მისი ყოველდღიური გამოყენება ხსნის დაღლილობას, სისუსტეს, ორგანიზმს სიმხნევე ემატება, რეგულირდება საჭმლის მონელების პროცესი, ნივთიერებათა ცვლა, გვარდება ყაბზობის პრობლემა.
ამას გარდა, ხალხურ მედიცინაში შაქართან ერთად გასრესილ წიწმატის ფოთლებს იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის
წიწმატი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მასში შემავალი ნივთიერებები, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ფიტონუტრიენტების ერთობლიობა დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე.
წიწმატის ფესვების ნახარშს, ნაყენსა და ქორფა ფოთლების წვენს იყენებენ ასციტის (მუცლის წყალმანკი), სურავანდის, შაქრიანი დიაბეტის, კოლიტების, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით: გოჯი ბერი>>
გამოიყენება ასევე წიწმატის თესლი, რომლისგანაც ამზადებენ ზეთს, ასევე ურევენ სალათებსა და კერძებში. გემოთი წააგავს მდოგვს.
როგორ მოვამზადოთ წიწმატის ნაყენი, მალამო
ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 30 გრამი ქორფა ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი ჭიქის ოდენობით დღეში ორჯერ.
ეფექტურია ახალი ყვავილისა და ფოთლების ნახარში. აურიეთ ახლად მოკრეფილი ნედლეული, 20 გრამს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ (ისე, რომ აბაზანიდან არ გადმოდგათ, უბრალოდ გამორთეთ ცეცხლი). მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
მალამო ამგვარად მზადდება: 3 სუფრის კოვზი წვენი და 50 გრამი ზეთი შეურიეთ კარგად, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შესაძლებელია ოდნავ შეთბობა.
გულყვითელა, ანუ კალენდულა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2019
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური მეთოდებით
წიწმატის მავნე ზემოქმედება და რეკომენდაციები
წიწმატის წვენის ზედმეტი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. მას შეუძლია თირკმლებისა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
წიწმატზე დამზადებული პრეპარატები აუცილებლად მიიღეთ წყალთან ერთად.
წიწმატის ფოთლები, როგორც მწვანილი, უნდა მიიღოთ ქორფა სახით. გამხმარი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
წიწმატი ბოლომდე კარგად გამოკვლეული არ არის, ამიტომ მისი უკუჩვენებებიც, შესაბამისად, ნაკლებია. სამკურნალო მიზნით მისი მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
ყველა ახალი ამბავი
0