მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ძირტკბილა

CC BY 2.0 / Amy G / Licorice Basilძირტკბილას ყვავილი
ძირტკბილას ყვავილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგა გრიპების სეზონი. ეს მართლაც არაჩვეულებრივი მცენარე – ძირტკბილა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაგეხმარებათ შეებრძოლოთ გაციებას, ვირუსებსა და ბაქტერიებს, განსაკუთრებით ეფექტურია ხველებისა და ბრონქიტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) — პარკოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.  მისი სამშობლოა სამხრეთ ევროპა და ნაწილობრივ – აზია. კარგად ხარობს საქართველოში.

ძირტკბილას, ძირითადად ფესვებს, უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ის მოხსენებულია ჯერ კიდევ ებერსის პაპირუსში (ჩვ. წ. აღ.–მდე მე–16 ს.), შუმერების ცხრილებში, ძველბერძენი მეცნიერების ნაშრომებში. 

© Flickr / FL/ Herbolario Allium: www.alliumherbal.comძირტკბილას ფესვები
ძირტკბილას ფესვები - Sputnik საქართველო
ძირტკბილას ფესვები

დიდად არის დაფასებული ეს მცენარე აღმოსავლურ მედიცინაში. ჩინეთში ძირტკბილა, ჟენშენის მსგავსად, უძლიერეს მატონიზირებელ საშუალებად, ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტად მიიჩნევა. ტიბეტურ მედიცინაში მცენარის ფესვები შედის სხვადასხვა რთული ნარევების შემადგენლობაში, რომლებსაც ამზადებენ ნივთიერებათა ცვლის, კიბოს, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის.

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

ბროწეული - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ბროწეული

ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.

ძირტკბილას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ძირთადად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ხველება, გაციება, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, პნევმონია, კუჭნაწლავის დაავადებები.

ძირტკბილას, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც აგებულებით სტეროიდულ ჰორმონებს ჰგავს, იყენებენ, როგორც ძლიერ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. 

ძირტკბილა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 

ასევე, ძირტკბილა შეკრულობისას გამოირჩევა მსუბუქი გამხსნელი ეფექტით; არის შარდმდენი საშუალება. ის გამოიყენება სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეჩერებისთვის. ძირტკბილა ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას ახდენს, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანტიალერგიული მოქმედება.

© Flickr / FL/ brewbooksძირტკბილა
ძირტკბილა - Sputnik საქართველო
ძირტკბილა

ძირტკბილას აქვს უნარი, შეახორცოს დაჩირქებული ჭრილობები. ადამიანებს, რომლებსაც ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრბლემები აქვთ, სახალხო მკურნალები ამ მცენარის გამოყენებას ურჩევენ.

ძირტკბილას სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მას ასევე იყენებენ ყელის ტკივილის, ართრიტის, დაბალი არტერიული წნევისა და დერმატიტის დროსაც კი. მას შეძლია ხელი შეუწყოს ადისონის  (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა) და ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე საჭმლით ან წამლით მოწამვლისას.

ბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა

ძირტკბილას გამოყენება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს თირკმელების დაავადება, გაცხიმოვნება, ჰიპერტონია (ანუ მაღალი არტერიული წნევა), ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა, ჰიპოკალიემია (კალიუმის დაბალი შემცველობა), ასევე არასასურველია მისი მიღება ორსულობისას და სხვა.

ასევე, ამ მცენარის გამოყენება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში (4–6 კვირაზე მეტხანს).

გთავაზობთ ძირტკბილასგან სამკურნალო ნაყენების დამზადების რამდენიმე რეცეპტს:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს თერმოსში დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ.

თუ ხშირად ცივდებით – იმუნიტეტის ამაღლებისთვის 

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ. კურსი ჩაიტარეთ 3–4 კვირის განმავლობაში.

რძე - Sputnik საქართველო
გახველებთ? არ იჩქაროთ ქიმიური მედიკამენტების მიღება, სცადეთ ეს უებარი, მარტივი მეთოდი

პროსტატის ადენომისთვის

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 2–3 ჭიქა ჭამამდე 30–40 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

ბრონქიტის, ბრონქულის ასთმის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.

ნაბახუსევზე

დაღეჭეთ ფესვის პატარა ნაწილი, ეს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ალერგიული დერმატიტის, ეგზემის დროს

დაქუცმაცებული ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, თანაფარდობა – 1:10. გააჩერთ თერმოსში მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. კარგად დაასველეთ მასში ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 1 საათით, დღეში 1–3–ჯერ. შეგიძლიათ დოლბანდით მიიმაგროთ.


ყველა ახალი ამბავი
0