სამწუხაროდ, ხველებისა და ბრონქიტის სეზონი დადგა. ხველებას ხანდახან საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ეს ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის გავლენას ახდენს.
თუ არ გსურთ, ხველების დროს ქიმიური აბები მიიღოთ, მითუმეტეს, თუ ის დიდხანს გრძელდება, გირჩევთ, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დაამზადოთ საოცრად ეფექტური, უებარი საშუალება.
ინგრედიენტები:
250 გრამი რძე
1 სუფრის კოვზი კარაქი
1 სუფრის კოვზი თაფლი
¼ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 კვერცხის გული
მომზადების წესი:
წამოადუღეთ რძე და გააჩერეთ, რომ გაგრილდეს. დაუმატეთ კარაქი და რძე და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა და კვერცხის გული. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ — თქვენი წამალი მზადაა.
ეფექტური შედეგის მისაღწევად, მიიღეთ ძილის წინ 5 დღის განმავლობაში.