სასუნთქი გზების დაავადებები ბევრ ადამიანს აწუხებს. განსაკუთრებით გავრცელებულია ასთმა, ბრონქიტი და ხველების სხვადასხვა სახეობა.
ამ დაავადებების მიზეზები შეიძლება იყოს ინფექციები, ალერგია ან თამბაქოს მოხმარება. ვისაც გჯერათ ხალხური მედიცინის და ფიქრობთ, რომ ქიმიურ აბებს ბუნებრივი, მცენარეული საშუალებები ჯობია, გთავაზობთ სასუნთქი გზების დაავადებების დროს მრავალჯერ ნაცად საშუალებას, რომელსაც თქვენი ამ პრობლემისგან გათავისუფლება შეუძლია.
ფილტვების პრობლემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ:
ინგრედიენტები:
• ½ კგ წითელი ხახვი
• ½ კგ შაქარი
• 2 ლიმონი
• 1,5 ლიტრი წყალი
• 7 სუფრის კოვზი შინაური თაფლი
მომზადების წესი:
• მოათავსეთ შაქარი ლითონის ჭურჭელში, დადგით ცეცხლზე, ზომიერ ტემპერატურაზე და თან ურიეთ
• დაჭერით ხახვი წვრილად და დაუმატეთ შაქარს. ცოტა მოშუშეთ და დაამატეთ წყალი
• ეს ნარევი ადუღეთ, სანამ წყლის მესამედი არ აორთქლდება
• შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება
• შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონიდან გამოწურული წვენი. მოურიეთ
• ნარევი დატოვეთ ღამით. დილით გადაწურეთ და სითხე მინის ბოთლში მოათავსეთ.
გამოყენების წესი:
წამალი უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის წინ 1 სუფრის კოვზის ოდენობით და სრულ გამოჯანმრთელებამდე. სცადეთ, არანაირად არ გავნებთ, მასში მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებია!