მწეველები შეგნებულად კლავენ საკუთარ ორგანიზმს, ხოლო ყველაზე მეტი ფილტვებს „ხვდება“. სიგარეტის თითოეული ნაფაზის შემდეგ ფილტვების გარსზე არსებული ნამცეცა „წამწამები“ მიკროსკოპულ დამწვრობას იღებენ, ატროფირდებიან და კვდებიან. ფისისა და ლორწოს დაგროვების შედეგად ჩნდება ქრონიკული, მახრჩობელა ხველა.
ფილტვის ე.წ. წამწამებს აღდგენის უნარი გააჩნიათ. ამისთვის ყველაზე კარგია, თუ მოწევას თავს დაანებებთ, ხოლო ვისთვისაც ეს გადაულახავი დაბრკოლებაა, მათ ვთავაზობთ ოთხ პროდუქტს, რომლებიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ფილტვებს ნიკოტინის ფისებისგან წმენდს (თამბაქოს წევის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას ფისი ეწოდება. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში 1 ლიტრი ფისი ილექება).
ფილტვების გაწმენდის ხერხები:
ფილტვები ზარალდება არა მხოლოდ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან, არამედ სხვა გარე ფაქტორებისგანაც, როგორ საშიშროებასაც, მაგალითად, ქალაქების მოსახლეობისთვის გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი წარმოადგენს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ამ პროდუქტებს ჩვენ რაციონში მეტი ადგილი დავუთმოთ.
• გრეიპფრუტი
ეს ციტრუსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეფექტურად აუმჯობესებენ უჯრედების ფუნქციებს. ასევე ნივთიერებებს, რომლებსაც გრეიპფრუტი შეიცავს, შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მალიგნიზაციას (ნორმალური უჯრედის სიმსივნურად გარდაქმნა). ამიტომ მწეველებმა, რომლებიც კიბოს განვითარების რისკის ჯგუფში არიან, აუცილებლად უნდა მიიღონ გრეიპფრუტი.
• ნიორი
ნიორი ასეულობით დაავადებასთან ბრძოლის მძლავრი იარაღია. ის იმდენად კარგად მოქმედებს ორგანიზმზე და ისეთი თვისებებით ხასიათდება (რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უაღრესად დადებითად მოქმედებს), რომ ის რაციონში ყველამ უნდა შეიტანოს – მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
• ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი)
ჯანჯაფილს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები გააჩნია, აფართოებს სისხლძარღვებს, ის ხელ უწყობს ბრონქული არხების რეგენერაციას.
• სტაფილო
სტაფილო მდიდარია А, С, Е, К, В ჯგუფის ვიტამინებით. А ვიტამინი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქსოვილებისა და ეპითელის (ქსოვილი, რომელიც ფარავს ცხოველისა და ადამიანის სხეულის ზედაპირს, აგრეთვე შინაგანი ღრუ ორგანოების კედლებს) ქსოვილების მდგომარეობაზე. ნიკოტინის ზემოქმედების ნეიტრალიზებისთვის (ნიკოტინს ორგანიზმიდან ვიტამინები გამოაქვს) მიიღეთ სტაფილო უმი სახით. სტაფილოს წვენი კი, უბრალოდ, ჯანმრთელობის ნამდვილი წყაროა.
თუ მოიკრებთ ნებისყოფას და მოწევას თავს დაანებებთ, ფილტვებს გაწმენდა მაინც სჭირდება. ამ პროცედურით მას ნორმალურ ფუნქციონირებაში დაეხმარებით. განსხვავებას მალე იგრძნობთ: ტვინი უკეთესად მუშაობას იწყებს, სუნი უფრო მკაფიო გახდება, გემოს რეცეპტორები საყვარელი ნუგბარის თითოეულ ნიუანსს შეიგრძნობს…